დარიცხვა/დაქვითვის დადასტურება

ექსპლორერი:  ხელფასი > დოკუმენტები >

დარიცხვა/დაქვითვის დადასტურება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი დარიცხვა/დაქვითვის დადასტურება გათვალისწინებულია რომელიმე თანამშრომლის ან განყოფილების თანამშრომლისთვის წინასწარ განსაზღვრული დარიცხვა/დაქვითვის დადასტურებისთვის.

ამ დოკუმენტს აქვს შემდეგი სახე.

 

Salary.Documents.ConstFeesHolds

 

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტის შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის დარიცხვა/დაქვითვის დადასტურება N. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით.

დარიცხვა/დაქვითვა

დასადასტურებელი დარიცხვა/დაქვითვის შევსება, რომელიც წინასწარ გათვალისწინებულია როგორც თანამშრომლის(ების) კუთვნილი დარიცხვა/დაქვითვა. აუცილებელი ველია.

დეპარტამენტი

დეპარტამენტის კოდის შევსება. შევსებული დეპარტამენტის ყველა თანამშრომლისთვის დადასტურდება დარიცხვა/დაქვითვა.

კომენტარი

კომენტარი დოკუმენტის შესახებ.

 

თუ ველები თანამშრომელი და დეპარტამენტი ცარიელია დარიცხვა/დაქვითვა დადასტურდება კომპანიის ყველა თანამშრომლისთვის.

ჩამონათვალში სტრიქონის შესაქმნელად და წასაშლელად გათვალისწინებულია შემდეგი ღილაკები.

 

გამოსახულება

დანიშნულება

add16

მოცემული დოკუმენტისთვის საჭირო ახალი სტრიქონის დამატება.

copy16

ჩამონათვალში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

მიმდინარე სტრიქონის წაშლა.

 

ღილაკზე ჩატვირთვა დაჭერისას ჩამონათვალში თანამშრომლები შეივსება ის თანამშრომლები, რომელთათვისაც დანიშნულია მოცემული დარიცხვა ან დაქვითვა. ამ სიაში სვეტებს აქვთ შემდეგი დანიშნულება.

 

სვეტი

დანიშნულება

დეპარტამენტი

დეპარტამენტის კოდი.

ტაბელური ნომერი

თანამშრომლის ტაბელური ნომერი.

დასახელება

თანამშრომლის სახელი, გვარი.

დღე

თანამშრომლის ნამუშევარი დღეების რაოდენობა.

საათი

თანამშრომლის ნამშევარი საათების რაოდენობა.

გაანგარიშებული თანხა

თანამშრომლისთვის გაანგარიშებული თანხა.

 

დარიცხვა/დაქვითვის დადასტურებისთვის სიაში თანამშრომლები შევსებული და გაანგარიშებულია განსაზღვრული დარიცხვა/დაქვითვის დღეების და საათების რაოდენობა, ისევე როგორც გაანგარიშებული თანხა.  აქ დღეების რაოდენობის რედაქტირებისას პროპორციულად გამოითვლება და ივსება საათების რაოდენობა და გაანგარიშებული თანხა. საათების რაოდენობის რედაქტირებისას გამოითვლება მხოლოდ ველი გაანგარიშებული თანხა, ხოლო ველის გაანგარიშებული თანხა რედაქტირებისას დანარჩენი ველები რჩება უცვლელი.

დოკუმენტის დარიცხვა/დაქვითვის დადასტურება ჩაწერა შეიძლება აგრეთვე თანამშრომელთა მონაცემების ჟურნალიდან გახსნილი კონტექსტური მენიუდან. ამ შემთხვევაში ოპერაციის შესრულება შეიძლება აგრეთვე მონიშნული სტრიქონების თანამშრომლბისთვის.