ცნობა სმფ-ს არსებობაზე

ექსპლორერი:  საწყობი > უწყისები >

ცნობა სმფ-ს არსებობაზე

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისში შედის მიმდინარე არსებული სმფ-ს სია. ამ უწყისის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

თარიღი

აუცილებელი თარიღი ტიპის ველია, ის თარიღი უნდა შეავსოთ, რომლის მდგომარეობითაც გსურთ უწყისის აგება

საწყობი

საწყობის შევსება. თუ ეს ველი შევსებულია უწყისში შევა მხოლოდ ამ საწყობში აღნიშნული თარიღისთვის არსებული სმფ-ების მონაცემები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა საწყობში აღნიშნული თარიღისთვის არსებული სმფ-ების მონაცემები.  

ჯგუფი

სმფ ჯგუფის შევსება. თუ ეს ველი შევსებულია უწყისში შევა მხოლოდ ჯგუფის კუთვნილი სმფ მონაცემები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ჯგუფის სმფ მონაცემები.

სასაქონლო მატერიალური ფასეულობა

სმფ კოდი. თუ ველი შევსებულია უწყისში შევა მხოლოდ ამ სმფ-ს მონაცემები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა სმფ-ს მონაცემები.

სხვადასხვა ანგარიშების მიხედვით

თუ მონიშნულია სმფ-ები უწყისში შევა სხვადასხვა ანგარიშების მიხედვით.

ანგარიში

სმფ აღრიცხვის ანგარიში. თუ შევსებულია უწყისში შევა მხოლოდ მოცემული ანგარიშით აღრიცხვადი სმფ-ების მონაცემები. ველი აქტიურია, როდესაც მონიშნულია სხვადასხვა ანგარიშების მიხედვით.

სხვადასხვა პარტიების მიხედვით

თუ მონიშნულია სმფ-ები უწყისში შევა სხვადასხვა ჯგუფების მიხედვით შემოსავლის თარიღის, სააღრიცხვო ფასის, გამოსაწერი რაოდენობის, ანგარიშის და შემოსავლის დოკუმენტის გათვალისწინებით. თუ ალამი ჩართულია აისახება სმფ შემოსავლის დოკუმენტის ტიპი (საწყობის შემოსავლის ორდერი, სმფ კომპლექტაცია, სმფ გადაფასება), თარიღი, ნომერი და მომწოდებელი.

გაყიდვის ფასის ჩვენება

სმფ გაყიდვის ფასი. აქ შეიძლება შემდეგი ფასების შემდეგი ტიპების მონიშვნა` 1 - საბითუმო ფასი ლარში, 2 - საცალო ფასი ლარში და  3 - საბითუმო ფასი ვალუტაში. არჩევის შემთხვევაში უწყისში შევა აგრეთვე გაყიდვების ფასები და გაყიდვების თანხები.

ვალუტა

ვალუტა, რომლის მიხედვითაც აიგება უწყისი. ველი აქტიურია როდესაც ველში გაყიდვის ფასის ჩვენება მონიშნულია 3 - საბითუმო ფასი ვალუტაში.

ქვეჯამები

თუ მონიშნულია უწყისი დაჯგუფდება ქვეჯამების მიხედვით. შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება 1 - საწყობი, 2 - ჯგუფი, 3 - სმფ, 4 - ანგარიში.

უწყისის ჩანართს დამატებითი აქვს შემდეგი ველები:

ველი

დანიშნულება

სმფ-ს ჩვენება

ველს შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება: 1 - კოდი და დასახელება  ცალკე; 2 - კოდი და დასახელება ერთად.

სმფ-ს ჯგუფის ჩვენება

ველს შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება: 1 - კოდი; 2 - კოდი და დასახელება ცალკე; 3 - კოდი და დასახელება ერთად.

საწყობის ჩვენება

ველს შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება: 1 - კოდი; 2 - კოდი და დასახელება ცალკე; 3 - კოდი და დასახელება ერთად.

სმფ-ს დამატებითი სვეტების ჩვენება

თუ ალამი ჩართულია, მაშინ უწყისში გამოჩნდება სმფ-ს დამატებითი სვეტები.

ასევე ნულოვანი სტრიქონების ჩვენება

თუ ალამი ჩართულია, მაშინ უწყისში ასევე გამოჩნდება ნულოვანი სტრიქონები.

ამ უწყისის სტრიქონები აღნიშნული თარიღისთვის არსებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობებია და შეიცავენ შემდეგ ველებს.

ველი

დანიშნულება

კოდი

სმფ კოდი

დასახელება

სმფ დასახელება

საზომი ერთეული

სმფ საზომი ერთეული

საწყობი

საწყობის კოდი

რაოდენობა

სმფ რაოდენობა აღნიშნული თარიღისთვის.

ფასი ლარში

სმფ ფასი ლარში. ეს სვეტი ჩანს, როდესაც უწყისის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში მონიშნულია სხვა და სხვა პარტირების მიხედვით.

თანხა

სმფ თანხა.

საბითუმო გაყიდვის ფასი

სმფ გაყიდვის ფასი ლარში. ეს სვეტი ჩანს თუ უწყისის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში ველში გაყიდვის ფასის ჩვენება მონიშნულია 1 - საბითუმო ფასი ლარში.

საბითუმო გაყიდვის ჯამი

სმფ გაყიდვის თანხა ლარში. ეს სვეტი ჩანს თუ უწყისის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში ველში გაყიდვის ფასის ჩვენება მონიშნულია 1 - საბითუმო ფასი ლარში.

ვალუტა

სმფ აღრიცხვის ვალუტა.ეს სვეტი ჩანს თუ უწყისის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში ველში გაყიდვის ფასის ჩვენება მონიშნულია 3 - საბითუმო ფასი ვალუტაში და შევსებულია ველი ვალუტა.

გაყიდვის ფასი ვალ.

სმფ გაყიდვის ფასი ვალუტაში. ეს სვეტი ჩანს თუ უწყისის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში ველში გაყიდვის ფასის ჩვენება მონიშნულია 3 - საბითუმო ფასი ვალუტაში და შევსებულია ველი ვალუტა.

გაყიდვის ჯამი ვალ.

სმფ გაყიდვის თანხა ვალუტაში.ეს სვეტი ჩანს თუ უწყისის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში ველში გაყიდვის ფასის ჩვენება მონიშნულია 3 - საბითუმო ფასი ვალუტაში და შევსებულია ველი ვალუტა.

საცალო გაყიდვის ფასი

სმფ გაყიდვის ფასი ლარში. ეს სვეტი ჩანს თუ უწყისის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში ველში გაყიდვის ფასის ჩვენება მონიშნულია 2 - საცალო ფასი ლარში.

საცალო გაყიდვის ჯამი

სმფ გაყიდვის თანხა ლარში. ეს სვეტი ჩანს თუ უწყისის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში ველში გაყიდვის ფასის ჩვენება მონიშნულია 2 - საცალო ფასი ლარში.

ანგარიში

სმფ ანგარიში. ეს სვეტი ჩანს, როდესაც უწყისის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში მონიშნულია სხვა და სხვა ანგარიშების მიხედვით.

ჯგუფი

სმფ ჯგუფი.

მახასიათებელი

სმფ მახასიათებელი.

შემოსავლის თარიღი

სმფ შემოსავლის თარიღი. ეს სვეტი ჩანს თუ უწყისის შესაქმნელად გამოშულ დიალოგურ ფანჯარაში მონიშნულია სხვა და სხვა პარტიების მიხედვით.

მომწოდებელი

სმფ მომწოდებელი. ეს სვეტი ჩანს როდესაც უწყისის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში მონიშნულია სხვა და სხვა პარტირების მიხედვით.

დოკუმენტის ტიპი

სმფ შემოსავლის დოკუმენტის ტიპი.  ეს სვეტი ჩანს როდესაც უწყისის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში მონიშნულია სხვადასხვა პარტირების მიხედვით.

დოკუმენტის N

სმფ შემოსავლის დოკუმენტის ნომერი.  ეს სვეტი ჩანს როდესაც უწყისის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში მონიშნულია სხვადასხვა პარტიების მიხედვით.

უწყისის კონტექსტური მენიუდან შეიძლება უწყისის მიმდინარე სტრიქონის სმფ-ს ან მონიშნული სტრიქონების სმფ-ების უწყისი T-ანგარიში, ისევე როგორც სმფ-ების გადაფასების შესრულება. თუ ალამი სხვადასხვა ანგარიშების მიხედვით და სხვადასხვა პარტიების მიხედვით გამორთულია გახსნილ კონტექსტურ მენიუში ემატება ბრძანება დოკუმენტის შექმნა, რომლის მეშვეობით შეიძლება გაყიდვების, გაყიდვები საცალო, საწყობის გასავლის ორდერის ან სმფ გადაადგილების ტიპის დოკუმენტების შექმნა.