სმფ T-ანგარიში

ექსპლორერი:  საწყობი > უწყისები >

სმფ T-ანგარიში

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისი T-ანგარიში გათვალისწინებულია რომელიმე სასაქონლო მატერიალური ფასეულობის შესახებ ინფორმაციის T-ანგარიშის ფორმით  მისაღებად. ამ უწყისის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

პერიოდი

თარიღი ტიპის აუცილებელი ველთა წყვილია. უწყისში შევა ის გატარებები, რომლებიც ჩაწერილია ამ პერიოდში და ველში ანგარიში მითითებულ ანგარიშთან კორესპონდირებს.

სასაქონლო მატერიალური ფასეულობა

აუცილებელი ველია. ივსება სასაქონლო მატერიალური ფასეულობის კოდი.

საწყობი

საწყობის შევსება. სასაქონლო მატერიალური ფასეულობის T-ანგარიში აიგება ამ საწყობის მიხედვით. თუ მოცემული ველი არ არის შევსებული ანგარიშგება აიგება ყველა  საწყობისთვის.

ანგარიში

სასაქონლო მატერიალური ფასეულობის აღრიცხვის ანგარიშის შევსება. ამ ველის შევსების შემთხვევაში ანგარიშგება აიგება, მხოლოდ იმ სასაქონლო მატერიალური ფასეულობის მიხედვით, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ანგარიში.

პარტიების ჩვენება

თუ მონიშნულია, ანგარიშგებაში გამოჩნდება სასაქონლო მატერიალური ფასეულობის პარტიები.

დაჯგუფება მოკორესპოდენტო ობიექტის მიხედვით

თუ მონიშნულია, ანგარიშგების სტრიქონები დაჯგუფდება მოკორესპოდენტო ობიექტის მიხედვით (პარტნიორების ან საწყობების მიხედვით).

ნაშთის ჩვენება დღის ბოლოს

თუ მონიშნულია, ანგარიშგებაში, ყოველი დღის გატარებების შემდეგ დამატებითი სტრიქონით გამოდის სასაქონლი მატერიალური ფასეულობების ნაშთი დღის ბოლოსთვის.

 

T-ანგარიში ფორმით გამოისახება მონიშნული სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ნაშთი მონიშნული პერიოდის დასაწყისისთვის, ამის შემდეგ თითოეულ სტრიქონში ჩანს ამ სასაქონლო მატერიალური ფასეულობის სადებეტო და საკრედიტო ბრუნვა ამ პერიოდის ოპერაციების მიხედვით და ბოლოსთვის, ნაშთი ამ პერიოდის ბოლოს. ცნობაში ასახულია შემდეგი მონაცემები: ოპერაციის თარიღი, მოკორესპოდენტო პარტნიორი ან საწყობი, სმფ-ს ფასი, მისი რაოდენობა, უკანასკნელით განისაზღვრება არჩეული სმფ გახარჯული იყო თუ შეძენილი. ეკრანის შემდეგ ეპიზოდში ასახულია დოკუმენტის ნომერი, სმფ-ს გასაყიდი ფასი, მისი თანხობრივი ბრუნვა.

უწყისი T-ანგარიშის  თითოეული სტრიქონის კონტექსტური მენიუს შესაბამისი ბრძანების არჩევის შედეგად შეიძლება ამ დოკუმენტის  რედაქტირება, წაშლა ან კოპირება, რომლის მეშვეობით ჩაიწერა მოცემული გატარება.  

T-ანგარიშის ფორმით უწყისის გამოძახება ასევე შეიძლება უწყისების ცნობა სმფ-ს არსებობაზე და სმფ ბრუნვის ჟურნალი- კონტექსტური მენიუდან. ამ უკანასკნელის შემთხვევაში T-ანგარიშის ფორმით უწყისის მიღება შეიძლება აგრეთვე მონიშნული სტრიქონებისთვის, რომლის დროს T-ანგარიში უწყისის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში არ არის სასაქონლო მატერიალური ფასეულობა და საწყობი ველები, რადგანაც ამ  ველთა მნიშვნელობები მიიღება შესაბამისი სტრიქონებიდან. ნებისმიერ დროს განახლება ღილაკზე UI.Grid.RefreshButton (CTRL+R) დაჭერით, მიიღებთ ახალ განახლებულ T-ანგარიშის უწყისს იგივე პარამეტრებით, რომელიც აირჩიეთ დიალოგურ ფანჯარაში.

T-ანგარიში უწყისის ექსპორტირება Excel -ში შეიძლება  ლენტის  შესაბამის ღილაკზე დაჭერით.

T-ანგარიში უწყისის გამოძახება, შეიძლება აგრეთვე CTRL+T ღილაკების კომბინაციის აკრეფით.