სასაქნო მატერიალური ფასეულობები ბრუნვის ჟურნალი

ექსპლორერი:  საწყობი > უწყისები >

სასაქნო მატერიალური ფასეულობები ბრუნვის ჟურნალი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

სმფ ბრუნვია შეიცავს სმფ-ების ბრუნვას აღნიშნული პერიოდისთვის. ამ უწყისის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

პერიოდი

თარიღი ტიპის აუცილებელი ველთა წყვილია. ის პერიოდი ივსება რომლის მდგომარეობითაც გსურთ უწყისის აგება

საწყობი

საწყობის შევსება. თუ ეს ველი შევსებულია უწყისში შევა მხოლოდ ამ საწყობში აღნიშნული პერიოდისთვის არსებული სმფ-ების ბრუნვის მონაცემები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა საწყობში აღნიშნული თარიღისთვის არსებული სმფ-ების მონაცემები.  

ჯგუფი

სმფ ჯგუფის შევსება. თუ ეს ველი შევსებულია უწყისში შევა მხოლოდ ჯგუფის კუთვნილი სმფ მონაცემები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ჯგუფის სმფ მონაცემები.

სასაქონლო მატერიალური ფასეულობა

სმფ კოდი. თუ ველი შევსებულია უწყისში შევა მხოლოდ ამ სმფ-ს მონაცემები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა სმფ-ს მონაცემები.

ანგარიში

სმფ აღრიცხვის ანგარიში. თუ შევსებულია უწყისში შევა მხოლოდ მოცემული ანგარიშით აღრიცხვადი სმფ-ების მონაცემები.

სხვადასხვა პარტიების მიხედვით

თუ მონიშნულია სმფ-ები უწყისში შევა სხვადასხვა ჯგუფების მიხედვით შემოსავლის თარიღის, სააღრიცხვო ფასის, გამოსაწერი რაოდენობის, ანგარიშის და შემოსავლის დოკუმენტის გათვალისწინებით. თუ ალამი ჩართულია აისახება სმფ შემოსავლის დოკუმენტის ტიპი (საწყობის შემოსავლის ორდერი, სმფ კომპლექტაცია, სმფ გადაფასება), თარიღი, ნომერი და მომწოდებელი.

გახსნილი ოპერაციების მიხედვით

თუ მონიშნულია უწყისში ჩანს, თუ რომელი ოპერაციის შედეგად მოხდა სმფ გადაადგილება. ამ შემთხვევაში ნებისმიერი ოპერაციისთვის უწყისში ემატება ახალი სვეტი.

გაყიდვის თანხის ჩვენება

თუ მონიშნულია ველები გაყიდვის თანხის ჩვენება და გახსნილი ოპერაციების მიხედვით უწყისში ემატება დამატებითი სვეტი, სადაც ჩანს სმფ გაყიდვის ფასი ლარში.

ქვეჯამები

თუ მონიშნულია უწყისი ჯგუფდება ქვეჯამების მიხედვით. შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება 1 - საწყობი, 2 - ჯგუფი, 3 - სასაქონლო მატერიალური ფასეულობა და 4 - ანგარიში.

 

ამ უწყისის სტრიქონები აღნიშნული პერიოდისთვის ჩაწერილი ოპერაციებია და შეიცავს შემდეგ ველებს.

 

ველი

დანიშნულება

კოდი

სმფ კოდი.

დასახელება

სმფ დასახელება

საზომი ერთეული

სმფ საზომი ერთეული

საწყობი

საწყობის კოდი

საწყ. ნაშ. რაოდენობა

სმფ რაოდენობრივი ნაშთი აღნიშნული პერიოდის დასაწყისში.

საწყ. ნაშ. ჯამი

სმფ თანხობრივი ნაშთი აღნიშნული პერიოდის დასაწყისში.

შეტანა

სმფ შემოსავლის რაოდენობა აღნიშნული პერიოდისთვის.

შემოსავლის თანხა

სმფ შემოსავლის თანხა აღნიშნული პერიოდისთვის.

გასვლა

სმფ გასავლის რაოდენობა აღნიშნული პერიოდისთვის.

გასავლის თანხა

სმფ გასავლის თანხა აღნიშნული პერიოდისთვის.

შემოსავლის რაოდენობა სმფ გადაფ.-დან და დამ.ხარჯ.-დან

სმფ გადაფასებიდან ან დამატებითი ხარჯების განაწილებიდან შემოსავლის რაოდენობა აღნიშნული პერიოდისთვის.

შემოსავლის თანხა სმფ გადაფ.-დან და დამ.ხარჯ.-დან

სმფ გადაფასებიდან ან დამატებითი ხარჯების განაწილებიდან შემოსავლის თანხა აღნიშნული პერიოდისთვის.

გასავლის რაოდენობა სმფ გადაფ.-დან და დამ.ხარჯ.-დან

სმფ გადაფასებიდან ან დამატებითი ხარჯების განაწილებიდან გასავლის რაოდენობა აღნიშნული პერიოდისთვის.

გასავლის თანხა სმფ გადაფ.-დან და დამ.ხარჯ.-დან

სმფ გადაფასებიდან ან დამატებითი ხარჯების განაწილებიდან გასავლის თანხა აღნიშნული პერიოდისთვის.

საბოლოო ნაშ. რაოდენობა

სმფ რაოდენობრივი ნაშთი აღნიშნული პერიოდის ბოლოსთვის.

საბოლოო ნაშ. თანხა

სმფ თანხობრივი ნაშთი აღნიშნული პერიოდის ბოლოსთვის.

ანგარიში

სმფ აღრიცხვის ანგარიში. თუ შევსებულია უწყისში შევა მხოლოდ მოცემული ანგარიშით აღრიცხვადი სმფ-ების მონაცემები.

ჯგუფი

სმფ ჯგუფი

მახასიათებელი

სმფ მახასიათებელი.

 

უწყისის მიმდინარე ან მონიშნული სტრიქონებისთვის კონტექსტური მენიუდან შეიძლება სმფ T-ანგარიშის გამოძახება.