სმფ კომპლექტაცია

ექსპლორერი:  საწყობი > დოკუმენტები >

სმფ კომპლექტაცია

Previous pageReturn to chapter overviewNext page

სისტემაში ხორციელდება სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შედარებით მარტივი წარმოება (შეგროვება). ეს ოპერაცია ხორციელდება დოკუმენტის სმფ კომპლექტაცია მეშვეობით. ბრძანება კომპლექტაციის შედეგად საწყობში ჩაიწერება მოცემული რაოდენობით სმფ (კომპლექტი) და ჩამოიწერება გარკვეული რაოდენობით სმფ ან მომსახურება (კომპლექტის ინგრედიენტები) დოკუმენტის ჩაწერისას შემადგენელი ნაწილები ჩამოიწერება თვითღირებულებით. კომპლექტი ჩაიწერება მნიშვნელობით, რომელიც უდრის ინგრედიენტების თვითღირებულებების ჯამი გაყოფილი კომლექტის რაოდენობაზე. ამ ოპერაციის შესასრულებლად საჭიროა წინასწარ აღწეროთ კომპლექტი. კომპლექტის აღწერა შეიძება დირექტორიაში კომპლექტის ინგრედიენტები ან დირექტორიაში სასაქონლო მატერიალური ფასეულოებების მიმდინარე სტრიქონიდა გახსნილი კონტექსტური მენიუდან ბრძანება` კომპლექტის ინგრედიენტების მეშვეობით. აღწერილი კომპლექტის რედაქტირება შეიძლება აგრეთვე დირექტორია კომპლექტების მიმდინარე სტრიქონიდან გახსნილი კონტექსტური მენიუს ბრძანება კომპლექტის ინგრედიენტების მეშვეობით. სმფ კომპლექტაცია დოკუმენტის ჩაწერისას შეიძლება წინასწარ აღწერილი შემადგენლობის დამატება ან დაკლება.

დოკუმენტს სმფ კომპლექტაცია შედგება 2 გვერდისგან ზოგადი და გატარებები.

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია

ველი

დანიშნულება

თარიღი

სმფ კომპლექტაცია დოკუმენტის შედგენის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის ნომერი.სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით. ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის დოკუმენტების ნომრები გვერდზე.

გასავლის საწყობი

საწყობი, საიდანაც უნდა ჩამოიწეროს კომპლექტის შემადგენელი სასაქონლო მატერიალური ფასეულობები.

შემოსავლის საწყობი

საწყობი, სადაც უნდა მოხდეს დაკომპლექტებული (შეგროვებული) სასაქონლო მატერიალური ფასეულობების (კომპლექტების) შეტანა.

გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი სახე.

Complectation

ველი

დანიშნულება

კომპლექტი

სმფ, რომელის კომპლექტაციაც უნდა მოხდეს. ამორჩევის სიაში გამოდის მხოლოდ კომპლექტის წარმომადგენელი სასაქონო მატერიალური ფასეულობები, ე.ი. ის სმფ-ები, რომელთათვის აღწერილია კომპლექტის ინგრედიენტები.  

რაოდენობა

მისაღები სმფ-ს რაოდენობა.

ანგარიში

ანგარიში, რომლის დებეტში უნდა აისახოს კომპლექტირებადი სმფ-ს თვითღირებულება. ავტომატურად ივსება დირექტორიის სასაქონლო მატერიალური ფასეულოებების შესაბამისი ველიდან.

ტრანზიტული ანგარიში

ანგარიში, რომლის დებეტში უნდა აისახოს გამოსაწერი კომპლექტის ინგრედიენტების თვითღირებულებების ჯამი, ხოლო კრედიტში კომპლექტირებადი სმფ-ების თვითღირებულება.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი.

ღილაკი ჩატვირთვა გათვალისწინებულია ჩამონათვალში კომპლექტის ინგრედიენტების შესავსებად.

ჩამონათვალის სვეტებს აქვს შემდეგი დანიშნულება

სვეტი

დანიშნულება

ტიპი

ინგრედიენტის ტიპი  1 - სმფ ან 2 - მომსახურება.

კოდი

სმფ-ს ან მომსახურების კოდი.

დასახელება

სმფ-ს ან მომსახურების დასახელება.

ერთეული

სმფ-ს ან მომსახურების საზომი ერთეული.

რაოდენობა

სმფ-ს ან მომსახურების რაოდენობა. ეს რიცხვი უდრის კომპლექტში მოცემული ინგრედიენტის რაოდენობის და კომპლექტის რაოდენობის წარმოებულს.

თანხა

სმფ-ს ან მომსახურების თანხა. ამ ველის მნიშვნელობა უდრის მოცემული ინგრედიენტის ფასის და რაოდენობის ველში აღნიშნული მნიშვნელობების წარმოებულს.სიის შევსებისას ამ ველში ჩანს 0, თუ პარტია მონიშნულია ავტოშერჩევა. თანხები აისახება სიაში დოკუმენტის ჩაწერის შემდეგ.

ანაგარიში

ანგარიში, რომლის კრედიტში უნდა აისახოს კომპლექტის ინგრედიენტი მომსახურების ან სამუშაოების თანხა.

პარტია

ამ ველში უნდა შეავსოთ გამოსაწერი ან გასახარჯი სასაქონლო მატერიალური ფასეულობის პარტია. შეიძლება იყოს ავტოშერჩევა, თუ არ არის მონიშნული პარტია, ან პარტია შერჩეულია, თუ შესრულდა პარტიის მონიშვნა.

 

ჩამონათვალის შესავსებად გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების  add16, მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და  წაშლის  Trash-icon16 ღილაკები.

ჩამონათვალში მუშაობა აღწერილია  განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა.

სტრიქონის რედაქტირება მიმდინარეობს სტრიქონიდან.  ახალი სტრიქონის დამატებისას უნდა აირჩიოთ კომპლექტირების სტრიქონის ტიპი და  სმფ-ს ან მომსახურების კოდი, რომლის მიხედვითაც სისტემა ავტომატურად ავსებს დასახელება და საზომი ერთეული ველებს. ამის შემდეგ უნდა მონიშნოთ გასავლის ან გახარჯვის რაოდენობა. ამ რაოდენობის მიხედვით, სმფ-ს შემთხვევაში სისტემა სმფ აღრიცხვის ან გასავლის მეთოდის გათვალისწინებით, წყვეტს, თუ სმფ არსებული რაოდენობებიდან რომელი სააღრიცხვო ფასიდან რა რაოდენობით უნდა გამოიწეროს, და ამის მიხედვით ჩაწერის შემდეგ ავტომატურად ავსებს  ველს თანხა.  მოცემული სმფ-ს არსებობიდან აღრიცხვის მეთოდის მიხედვით ამორჩეული რაოდენობები დაწვრილებით ასახავენ პარტია(გასავლის სპეციფიკა) ფანჯარაში. ამ ფანჯრის ჩამონათვალის სტრიქონებში ჩანს არჩეული სმფ-ს არსებობა მოცემული დროისთვის, შესვლის თარიღის, აღრიცხვის ფასის, გამოსაწერი რაოდენობის, ანგარიშის და შემოსავლის დოკუმენტების მიხედვით. მომსახურების შემთხვევაში რაოდენობის მონიშვნის შემდეგ უნდა შეავსოთ თანხა ველი. 

მიმდინარე სტრიქონის რედაქტირებისას ნებადართულია ველების კომპლექტირების სტრიქონის ტიპიკოდი, რაოდენობა და პარტია რედაქტირება. ჩამონათვალში შეიძლება იგივე სმფ-ს  ერთზე მეტჯერ ჩაწერა.

ჩამონათვალში საჭირო სტრიქონების მოსაძებნად გამოიყენება ძებნის ბრძანება CTRL+F ღილაკების კომბინაციის აკრეფით. მუშაობა ძებნის ფანჯარასთან აღწერილია განყოფილებაში ფილტრი.  ძებნის შედეგად ნაპოვნი სტრიქონი ხდება მიმდინარე და ფერი ეცვლება.

 

 გვერდს გატარებები აქვს შემდეგი სახე.

Complectation1

ამ გვერდზე ხდება დოკუმენტის გატარებების ფორმულირება.

გვერდზე გატარებები არის შემდეგი ღილაკები.

გამოსახულება

დანიშნულება

add16Fone

მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.:

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ აქტიურდება გატარებების გენერირების ღილაკი wand-icon .

wand-icon

გატარებების გენერირების ღილაკი მისაწვდომია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული. სმფ ჩამონათვალის საფუძველზე ხდება გატარებების სტრიქონების შექმნა შემდეგი პრინციპით, ერთი და იგივე ანგარიშით მონიშნული სმფ-ების ან მომსახურების სტრიქონები ჯამურად აისახება ერთი სტრიქონით როგორც კრედიტი, ხოლო დებეტის სახით იწერება ტრანზიტული ანგარიში. გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართული  - აკრძალული) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.

რედაქტირების რეჟიმზე გადასვლით შევსებული გატარების სტრიქონის ნებისმიერი ველი, გარდა ველისა თანხა ლარში, შეიძლება რედაქტირება, ხოლო თანხა ლარში სვეტი ავტომატურად გამოითვლება თანხა ვალ. და ვალუტა სვეტების საფუძველზე.

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა , შენახვა და დახურვა , შენახვა და ახალი  ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლოშენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი  ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.

იხილეთ მეტი

რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გადახრა სინთეტიკური ანგარიშების და სმფ ნაშთებს შორის

გატარების დამატებისას ან წაშლისას წითლდება ანგარიშის ნაშთი