სმფ დეკომპლექტაცია

ექსპლორერი:  საწყობი > დოკუმენტები >

სმფ დეკომპლექტაცია

Previous pageReturn to chapter overviewNext page

სისტემაში განხორციელებულია კომპლექტის შემადგენელი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დაშლა ინგრედიენტებათ. ეს ოპერაცია სრულდება დოკუმენტის დეკომპლექტაცია მეშვეობით. დაშლის ოპერაციის შედეგად საწყობში შედის გარკვეული რაოდენობით კომპლექტის ინგრედიენტები და ჩამოიწერება მოცემული რაოდენობით კომპლექტი. დოკუმენტის ჩაწერისას კომპლექტი ჩამოიწერება თვითღირებულებით. ინგრედიენტები შეიტანება ღირებულებით, რომელიც გამოითვლება ინგრედიენტების საფასო კოეფიციენტების ურთიერთობების საფუძველზე. ამ ოპერაციის შესრულებისთვის საჭიროა კომპლექტის წინასწარ აღწერა, ინგრედიენტების ფასის ნაწილი კოეფიციენტის მონიშვნით. კომპლექტი აღიწერება დირექტორიის სასაქონლო მატერიალური ფასეულობები მიმდინარე სტრიქონის კონტექსტური მენიუდან ბრძანება კომპლექტის ინგრედიენტების მეშევობით.

ამ გამოთვლის ნათლად დანახვისთვის, განვიხილოთ მაგალითი: ვთქვათ კომპლექტი შედგება ორი ინგრედიენტისგან: ინგრედიენტებიდან ერთის ფასის ნაწილი კოეფიციენტი უდრის 10-ს, ხოლო მეორის 20. თუ დეკომპლექტაციის დროს კომპლექტის თვითღირებულება უდრის 4500 ლარს, მაშინ ინგრედიენტები შეიტანება საწყობში შესაბამისად 1500=4500x10/(10+20) და 3000=4500x20/(10+20) ლარი ფასებით (დაცულია ურთიერთობა კოეფიციენტებს შორის 1:2).

დოკუმენტის დეკომპლექტაცია ჩაწერისას შეიძლება წინასწარ აღწერილი შემადგენლობის დამატება ან დაკლება.

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია:

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტის დეკომპლექტაცია შედგენის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის ნომერი.სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით. ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის გვერდზე დოკუმენტების ნომრები.

გასავლის საწყობი

საწყობი, საიდანაც უნდა ჩამოიწეროს კომპლექტი.

შემოსავლის საწყობი

საწყობი, სადაც უნდა მოხდეს კომპლექტის ინგრედიენტების შეტანა.

 

დოკუმენტს აქვს შემდეგი სახე:

 

Warehouse.Documents.Decomplectation

 

ველი

დანიშნულება

კომპლექტი

კომპლექტის კოდი. ჩამონათვალში გამოდის მხოლოდ იმ სმფ-ების კოდები, რომლებზეც შექმნილია კომპლექტი.

რაოდენობა

ჩამოსაწერი სმფ-ს (კომპლექტის) რაოდენობა.

ტრანზიტული ანგარიში

სმფ-ს ტრანზიტული ანგარიში.

პარტია

ჩამოსაწერი კომპლექტის პარტია.  შეიძლება მიიღოს შემდეგი მნიშვნელობები ავტოშერჩევა, თუ არ არის მონიშნული პარტია, ან პარტია შერჩეულია, თუ შერჩეულია პარტია.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი.

 

კომპლექტის ინგრედიენტები ჩამონათვალის შევსებისთვის გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების  add16, მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და  წაშლის  Trash-icon16 ღილაკები.

ჩამონათვალში მუშაობა აღწერილია  განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა.
ჩატვირთვა fill ღილაკი გათვალისწინებულია ჩამონათვალში კომპლექტის ინგრედიენტების შესავსებად.
კომპლექტის ინგრედიენტები ცხრილს აქვს შემდეგი ველები:
 

სვეტი

დანიშნულება

კოდი

საქონლის კოდია.

დასახელება

საქონლის დასახელება.

ერთეული

მოცემული საქონლის ძირითადი საზომი ერთეული (ერთეულის დასახელება)

რაოდენობა

საქონლის რაოდენობა. ეს რიცხვი უდრის კომპლექტში მოცემული ინგრედიენტის რაოდენობის და კომპლექტების რაოდენობის წარმოებულს.

ფასის ნაწილი

კომპლექტში აღწერილი ინგრედიენტის ფასის ნაწილი კოეფიციენტი.

თანხის ნაწილი

ეს ველი უდრის ველების რაოდენობა და ფასის ნაწილი წარმოებულს.  

ანგარიში

საქონლის ანგარიშია. ივსება ავტომატურად დირექტორიიდან სასაქონლო მატერიალური ფასეულობა.

 

გვერდს გატარებები აქვს შემდეგი სახე.

warehouse.documents.decomplectation2

ამ გვერდზე ხდება დოკუმენტის გატარებების ფორმულირება.

გვერდზე გატარებები არის შემდეგი ღილაკები.

გამოსახულება

დანიშნულება

add16Fone

მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.:

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ აქტიურდება გატარებების გენერირების ღილაკი wand-icon .

wand-icon

გატარებების გენერირების ღილაკი მისაწვდომია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული. სმფ ჩამონათვალის საფუძველზე ხდება გატარებების სტრიქონების შექმნა შემდეგი პრინციპით, ერთი და იგივე ანგარიშით მონიშნული სმფ-ების ან მომსახურების სტრიქონები ჯამურად აისახება ერთი სტრიქონით როგორც კრედიტი, ხოლო დებეტის სახით იწერება ტრანზიტული ანგარიში. გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართული  - აკრძალული) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.

რედაქტირების რეჟიმზე გადასვლით შევსებული გატარების სტრიქონის ნებისმიერი ველი, გარდა ველისა თანხა ლარში, შეიძლება რედაქტირება, ხოლო თანხა ლარში სვეტი ავტომატურად გამოითვლება თანხა ვალ. და ვალუტა სვეტების საფუძველზე.

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა , შენახვა და დახურვა , შენახვა და ახალი  ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლოშენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი  ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.

იხილეთ მეტი

რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გადახრა სინთეტიკური ანგარიშების და სმფ ნაშთებს შორის

გატარების დამატებისას ან წაშლისას წითლდება ანგარიშის ნაშთი