სმფ ინვენტარიზაცია

ექსპლორერი:  საწყობი > დოკუმენტები >

სმფ ინვენტარიზაცია

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი სმფ ინვენტარიზაცია გათვალისინებულია საწყობებში სმფ ინვენტარიზაციის ჩასატარებლად. დოკუმენტის საფუძველზე შეიძლება უწყისების შედგენა. უწყისების გამოძახებისთვის საჭიროა ჯერ დოკუმენტის ჩაწერა, ხოლო შემდეგ დოკუმენტის ლენტის ოპერაციები ჩანართიდან განყოფილება საბეჭდი შაბლონები შესაბამისი უწყისის ფორმის არჩევა და ნახვა (CTRL+F5) ღილაკზე დაჭერა.

Inventory0

სმფ დოკუმენტების ჟურნალში სმფ ინვენტარიზაცია დოკუმენტის კონტექსტური მენიუდან დოკუმენტის საფუძველზე შექმნა... ბრძანების არჩევით შეიძლება საწყობის შემოსავლის ორდერის (თუ ფაქტიური რაოდენობა აღემატება აღრიცხულ რაოდენობას) ან საწყობის გასავლის ორდერის, ან გაყიდვების დოკუმენტის (თუ ფაქტიური რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე აღრიცხული) შექმნა.  

დოკუმენტი სმფ ინვენტარიზაცია შედგება 2 გვერდისგან ზოგადი და კომისიის წევრები.

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია

ველი

დანიშნულება

თარიღი

ინვენტარიზაციის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

სმფ ინვენტარიზაციის დოკუმენტის ნომერი.სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით. ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის დოკუმენტების ნომრები გვერდზე.

საწყობი

საწყობი, სადაც მიმდინარეობს ინვენტარიზაცია. სმფ-ების ჩამონათვალის შევსების შემდეგ ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას.

გვერდზ ზოგადი აქვს შემდეგი სახე.

Inventory1

ველი

დანიშნულება

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი.

 

ღილაკზე ჩატვირთვა fillდაჭერისას ფანჯარაში საქონლის ჩამონათვალი ივსება დოკუმენტის თარიღით საწყობში აღრიცხული საქონელი. შეიძლება აგრეთვე ამ ჩამონათვალის რედაქტირება, მასში სტრიქონის დამატება, წაშლა ან არსებული სტრიქონების შეცვლა.  ღილაკს განახლებაrefresh საქონლის ჩამონათვალი მოჰყავს დოკუმენტის თარიღისთვის საწყობში აღრიცხულ საქონელთან შესაბამისობაში. შესრულებული ცვლილებების შეცვლის გარეშე.

სვეტი

დანიშნულება

კოდი

სმფ კოდი. თუ ჟურნალში სასაქონლო მატერიალური ფასეულობები მოცემული სმფ არ არის ჩაწერილი, შეიძლებ მისი დამატება უშუალოდ ამ ფანჯრიდან avelacnelღილაკზე დაჭერით. სმფ მონაცემების რედაქტირება შეიძლება xmbagrel ღილაკზე დაჭერით.

დასახელება

სმფ დასახელება

ერთეული

სმფ საზომი ერთეული

ბუღ. რაოდენობა

ამ ველში სისტემა ავსებს სმფ-ს მოცემულ საწყობში გატარებულ რაოდენობას.

ფაქტ. რაოდენობა

ეს ველი გათვალისწინებულია სმფ-ების ფაქტიური რაოდენობის შესატანად. სისტემა ამ ველში ავსებს აღრიცხულ რაოდენობას, რომლის რედაქტირება ნებადართულია.

გადახრა

ამ ველის მნიშვნელობა უდრის ფაქტ.რაოდენობის და ბუღ.რაოდენობის ველთა მნიშვნელობების სხვაობას.

ბუღ. ჯამი

ამ ველში სისტემა ავსებს მოცემულ საწყობში აღრიცხულ სმფ-ების თვითღირებულებას.

ფაქტ. ჯამი

ეს ველი გათვალისწინებულია სმფ-ების ფაქტიური თვითღირებულების შესატანად. სისტემა ამ ველში ავსებს აღრიცხულ თვითღირებულებას, რომლის რედაქტირება ნებადართულია.

 

ჩამონათვალის შესავსებად გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების  add16, მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და  წაშლის  Trash-icon16 ღილაკები.

ჩამონათვალში მუშაობა აღწერილია  განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა.

სტრიქონის რედაქტირება მიმდინარეობს სტრიქონიდან.  ახალი სტრიქონის დამატებისას უნდა აირჩიოთ სმფ კოდი, რომლის მიხედვითაც სისტემა ავტომატურად ავსებს დასახელება, საზომი ერთეული, ბუღ.რაოდენობა და ბუღ.ჯამი ველებს. ამის შემდეგ უნდა მონიშნოთ ფაქტ.რაოდენობა. ამ რაოდენობის მიხედვით, გამ,ოითვლება გადახრა და ფაქტ.ჯამი ველები.

მიმდინარე სტრიქონის რედაქტირებისას ნებადართულია ველების კოდი, ფაქტ.რაოდენობა და ფაქტ.ჯამი რედაქტირება. ჩამონათვალში იგივე სმფ-ს მხოლოდ ერთი სტრიქონია დაშვებულია..

ჩამონათვალში საჭირო სტრიქონების მოსაძებნად გამოიყენება ძებნის ბრძანება CTRL+F ღილაკების კომბინაციის აკრეფით. მუშაობა ძებნის ფანჯარასთან აღწერილია განყოფილებაში ფილტრი.  ძებნის შედეგად ნაპოვნი სტრიქონი ხდება მიმდინარე და ფერი ეცვლება.

კომისიის წევრები გვერდს აქვს შემდეგი სახე.

Inventory2

ამ გვერდზე უნდა შეავსოთ კომისიის თავმჯდომარის და ორი წევრის სახელი, გვარი და დაკავებული თანამდებობა.

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა , შენახვა და დახურვა , შენახვა და ახალი  ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლოშენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი  ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.