სასაქონლო მატერიალური ფასეულობები

ექსპლორერი:  საწყობი > დირექტორიები >

სასაქონლო მატერიალური ფასეულობები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დირექტორიაში სასაქონლო მატერიალური ფასეულობები აღწერილია ნედლეული, საქონელი, ნაწარმი, მალცვეთადი საგნები და სხვა მარაგები.

 

დირექტორიის სასაქონლო მატერიალური ფასეულობები ფანჯარა შედგება 2 გვერდისგან: ზოგადი და აღრიცხვის ანგარიშები.

 

გვედრს  ზოგადი აქვს შემდეგი სახე:

 

Materials

 

 

ველი

დანიშნულება

კოდი

სმფ კოდი. ახალი სმფ-თვის რიგით ნომრად სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მომდევნოს, რომელიც გამოიანგარიშება ბოლო დამატებული სმფ კოდისგან, აუცილებელი ველია.

დასახელება

სმფ დასახელება. აუცილებელი ველია.

სრული დასახელება

სმფ სრული დასახელება (255 სიმბოლო). გამოიყენება დოკუმენტების MS Word ექსპორტირებისას.

საზომი ერთეული

სმფ საზომი ერთეული. აუცილებელი ველია.

ჯგუფი

სმფ ჯგუფი.

ანგარიში

წარმოადგენს სმფ აღრიცხვის ანგარიშს.

საბითუმო ფასი ლარში

სმფ საბითუმო გაყიდვის ფასი ლარში. იგი გამოყენება დოკუმენტში გაყიდვები გაყიდვის განხორციელებისას და უწყისის ცნობა სმფ არსებობის შესახებ აგებისას.  აქ შევსებული მნიშვნელობები ჩაიწერება სმფ პრეისკურანტი ცნობარში 01/01/2001 თარიღით. პრეისკურანტში სხვა თარიღით საბითუმო ფასის შევსების შემდეგ ეს ველი ხდება პასიური.

საცალო ფასი ლარში

სმფ საცალო გაყიდვის ფასი ლარში. იგი გამოყენება დოკუმენტში გაყიდვები (საცალო)  გაყიდვის განხორციელებისას და უწყისის ცნობა სმფ არსებობის შესახებ აგებისას.  აქ შევსებული მნიშვნელობები ჩაიწერება სმფ პრეისკურანტი ცნობარში 01/01/2001 თარიღით. პრეისკურანტში სხვა თარიღით საცალო ფასის შევსების შემდეგ ეს ველი ხდება პასიური.

ვალუტა

ვალუტის კოდი.

ფასი ვალუტაში

სმფ საბითუმო გაყიდვის ფასი ზემთ აღნიშნული ვალუტით. იგი გამოყენება დოკუმენტში გაყიდვები ამ ვალუტით გაყიდვის განხორციელებისას და უწყისის ცნობა სმფ არსებობის შესახებ აგებისას.  აქ შევსებული მნიშვნელობები ჩაიწერება სმფ პრეისკურანტი ცნობარში 01/01/2001 თარიღით. პრეისკურანტში სხვა თარიღით საბითუმო ფასის შევსების შემდეგ ეს ველი ხდება პასიური. რამოდენიმე სავალუტო ფასის დამატება შეიძლება სმფ პრეისკურანტიდან.

მახასიათებელი

სმფ მახასიათებელი.

თვითღირებულების გამოთვლის მეთოდი

აუცილებელი ველია, სმფ აღრიცხვის მეთოდი ფიფო (პირველი შემოსული, პირველი გადის), ლიფო (ბოლო შემოსული, პირველი გადის), უცვლელი ფიფო (ბოლო შემოსული, პირველი გადის), უცვლელი ლიფო და საშუალო შეწონილი მეთოდი.

შტრიხკოდი

სმფ შტრიხკოდი. მისი შევსება შეიძლება შტრიხკოდის წამკითხავი სკანერით. გამოიყენება დოკუმენტებში ანგარიშ-ფაქტურა და გაყიდვები (საცალო).

დამატ. ხარჯ. კოეფ.

დამატებითი ხარჯების განაწილების საფუძველი: ჯამური, რაოდენობრივი ან რაოდენობა x კოეფიციენტი. კოეფიციენტი გამოიყენება დოკუმენტში დამატებითი ხარჯების განაწილება.

დღგ

თუ ალამი მონიშნულია, მაშინ სმფ იბეგრება დღგ-თი.

გამოსახულება

სმფ-ს გამოსახულება

 

ზოგიერთი სმფ-ები შესაძლოა წარმოადგენდნენ კომპლექტს, ე.ი. შედგებოდეს რამოდენიმე სხვა სმფ-სგან და მომსახურებისგან. აღწერისთვის, თუ რა სმფ-ბისგან და მომსახურებისგან შედგება მოცემული კომპლექტი, უნდა სმფ ცნობარის მიმდინარე სტრიქონის კონტექსტური მენიუდან აირჩიოთ ბრძანება კომპლექტის ინგრედიენტები. ამის შემდეგ ფანჯარაში კომპლექტის ინგრედიენტები ბრძანება დამატების მეშვეობით შეავსოთ ინგრედიენტების სია. კომპლექტის შესადგენად შეიძლება აგრეთვე დირექტორიების კოპლექტები და კომპლექტების ინგრედიენტები გამოყენება. ეს სია გამოიყენება დოკუმენტის სმფ კომპლექტაცია ჩასაწერად.

 

გვედრს  აღრიცხვის ანგარიშები აქვს შემდეგი სახე:

 

Materials2

ველი

დანიშნულება

გაყიდვის შემოსავლსი ანგარიში

წარმოადგენს სმფ საბითუმო რეალიზაციისას შემოსავლის ანგარიში. ანგარიში უნდა არსებობდეს ანგარიშთა გეგმაში.

საცალო გაყიდვის შემოსავლის ანგარიში

წარმოადგენს სმფ საცალო რეალიზაციისას შემოსავლის ანგარიში. ანგარიში უნდა არსებობდეს ანგარიშთა გეგმაში.

გაყიდვის ხარჯის ანგარიში

წარმოადგენს სმფ რეალიზაციისას ხარჯის ანგარიში. ანგარიში უნდა არსებობდეს ანგარიშთა გეგმაში.

 

 

 

note შენიშვნა

სმფ-ების იმპორტირება შეიძლება  MS Excel-ის MaterialsImport.xls ფაილის მეშვეობით, რომელიც მდებარეობს ბიბლიოთეკაში Import (მაგალითად: C:\Program Files\Apricot Software\AS-Accountant 7\Import ).

სმფ-ების დარედაქტირება შესაძლებელია  MS Excel-დან MaterialsEdition.xls ფაილის მეშვეობით, რომელიც მდებარეობს ბიბლიოთეკაში Import (მაგალითად: C:\Program Files\Apricot Software\AS-Accountant 7\Import ).