დამატებითი ხარჯების განაწილება

ექსპლორერი:  საწყობი > დოკუმენტები >

დამატებითი ხარჯების განაწილება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი დამატებითი ხარჯების განაწილება გამოიყენება სმფ შეძენის ზედნადები ხარჯების (ტრანსპორტირების, დატვირთვის და განტვირთვის დანახარჯები და სხვა) განაწილებისთვის. დოკუმენტის ფანჯარა შედგება 3 გვერდისგან: ზოგადი, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამონათვალი და გატარებები. 

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია:

თარიღი

დოკუმენტი დამატებითი ხარჯების განაწილების შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გთავაზობთ მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის დამატებითი ხარჯების განაწილება ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით. ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის დოკუმენტების ნომრები გვერდზე.

საბაზო დოკუმენტი

დამატებითი ხარჯების განაწილება დოკუმენტისთვის საბაზო დოკუმენტი საწყობის შემოსავლის ორდერი, რომელსაც ეხება დამატებითი ხარჯები და რომელზეც უნდა შესრულდეს განაწილება.

გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი სახე:

Warehouse.Documents.OverheadExpenses1

ველი

დანიშნულება

ვალუტა

დამატებითი ხარჯების შეძენის ვალუტა

ვალუტის კურსი

აღნიშნული ვალუტის ექვივალენტი ლარში. ამ ველს ავტომატურად ავსებს სისტემა, დირექტორიიდან ვალუტის კურსი .  აქ იძებნება ისეთი სტრიქონი რომლის თარიღი ემთხვევა დოკუმენტში შევსებულ თარიღს. ამგვარი სტრიქონის არ არსებობის შემთხვევაში შეირჩევა ახლოსმდგარი თარიღით სტრიქონი. შეიძლება აგრეთვე მისი რედაქტირება. თუ ვალუტა ეროვნული ფულადი ერთეულია, მაშინ ველებში ვალუტის კურსი და თვის იწერება 1.

მომწოდებელი

მომწოდებლის კოდის შევსება. ეს ველი არ არის აუცილებელი. ამ ველის მნიშვნელობიდან გამომდინარე ივსება ველი დასახელება, რომლის რედაქტირება ნებადართულია. თუ დირექტორიაში პარტნიორები მოცემული მომწოდებელი არ არის შევსებული, უშუალოდ ამ ფანჯრიდან შეიძება მისი დამატება avelacnel ღილაკით. პარტნიორის მონაცემების რედაქტირებისთვის დააჭირეთ ღილაკს xmbagrel. თუ მომწოდებლის კოდი შევსებულია, მაშინ მომწოდებლის ანგარიშის შესავსებად სისტემა შემოგთავაზებთ მხოლოდ იმ ანგარიშების სიას, რომელთათვისაც პარტნიორთა მიხედვით აღრიცხვა ნებადართულია.

მომწოდებლის ანგარიში

ამ ველში მომწოდებლის ანგარიში უნდა შეავსოთ. თუ მომწოდებლის კოდი შევსებულია, მაშინ შევსებული ანგარიში უნდა იყოს ისეთი, რომლისთვისაც პარტნიორთა მიხედვით აღრიცხვა ნებადართულია.  

გადახდილი ავანსის ანგარიში

ეს ველი განკუთვნილია მომწოდებლისთვის გადახდილი ავანსის და კრედიტორული დავალიანების გადახურვისთვის. თუ არსებობს გადახდილი ავანსი, რომლის ავტომატური გადახურვა გსურთ კრედიტორულ დავალიანებასთან, მაშინ ამ ველში ავანსის ანგარიში უნდა შეავსოთ. ამის შემდეგ, გვერდზე გატარებები wand-icon  ღილაკის მეშვეობით გატარებების ავტომატური გენერირებისას, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შეძენის გატარებების გარდა კიდევ ერთი გატარება გამოვა, რომლის დაბეტში მომწოდებლის ანგარიშია, კრედიტში გადახდილი ავანსის ანგარიში. ამ გატარების თანხა უდრის ავანსის და კრედიტორული დავალიანების ანგარიშების ნაშთებიდან მინიმალურს.

დღგ-ს ანგარიში

დღგ-ს ანგარიში.

ზედნადების N

ივსება მიღებული ზედნადების ნომერი.

ზედნადების თარიღი

ივსება მიღებული ზედნადების თარიღი.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი.

გვერდს სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამონათვალს აქვს შემდეგი სახე.

Warehouse.Documents.OverheadExpenses2

ამ გვერდზე უნდა შეავსოთ დამატებითი ხარჯის შეძენის ტიპი, თანხა და საბაზო დოკუმენტის სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამონათვალი.

ველი

დანიშნულბა

ზედნადები ხარჯის შეძენის ტიპი

ამ ველისთვის შემდეგი ტიპებია გათვალისწინებული, მომწოდებლისგან ანგარიშ-ფაქტურით და გადასახადების გარეშე. არჩეული ტიპიდან გამომდინარე გვერდზე გატარებები ღილაკის გატარებების გენერირება wand-icon დახმარებით ხდება შესაბამისი გატარებების ფორმულირება.

დღგ-ს დაანგარიშების ფორმა

ეს ველი აქტიურია როდესაც სმფ შეძენის ტიპი მონიშნულია მომწოდებლისგან ანგარიშ-ფაქტურით. ამ ველს შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება 1 - დღგ-ით, 3 - დაუბეგრავი დღგ, 4 - ნულოვანი დღგ.

საწყობი

ამ ველში საწყობის კოდი აისახება, სადაც მდებარეობს ის სასაქონლო მატერიალური ფასეულობები, რომლებზეც სრულდება დამატებითი ხარჯების განაწილება.

ჩამონათვალის რედაქტირების ნებართვა

განაწილება სრულდება მხოლოდ ალამით მონიშნულ სტრიქონებზე. რედაქტირებისთვის უნდა მონიშნოთ სტრიქონი ჩამონათვალის რედაქტირების ნებართვა.

განაწილების მეთოდი

ამ ველმა შეიძლება მიიღოს მნიშვნელობები: 1-ავტომატური, 2-ხელით. თუ არჩეულია ხელით, შესაძლებელი ხდება სტრიქონებში განაწილებული თანხის ავტომატური ცვლილება.

დისტრიბუციის ბაზა

დამატებითი ხარჯების განაწილების საფუძველი: ჯამური, რაოდენობრივი ან რაოდენობა x კოეფიციენტი. კოეფიციენტი ინიშნება დირექტორიაში სასაქონლო მატერიალური ფასეულობა.  

თანხა

ველში თანხა უნდა შეავსოთ გასანაწილებელი თანხა.

დღგ ჯამი

ამ ველში დამატებითი ხარჯის თანხის საფუძველზე ავტომატურად ივსება დღგ-ს თანხა, რომლის რედაქტირება ნებადართულია.დოკუმენტში გატარებების ავტომატური ჩაწერისას დღგ-ს თანხის სახით სისტემა ამ ველის მნიშვნელობას გვთავაზობს.

სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამონათვალს აქვს შემდეგი სვეტები:

სვეტი

დანიშნულება

კოდი

სმფ კოდი.

დასახელება

სმფ დასახელება.

ერთეული

საზომი ერთეული

რაოდენობა

საბაზო დოკუმენტში სმფ რაოდენობა.

დამატ. ხარჯ. კოეფ.

დამატებითი ხარჯების განაწილების კოეფიციენტი. ეს სვეტი ჩნდება მაშინ, როდესაც დისტრიბუციის ბაზად არჩეულია 3 რაოდენობა x კოეფიციენტი. კოეფიციენტი ივსება დირექტორიიდან სასაქონლო მატერიალური ფასეულობები.

სშო თანხა ლარში

ბაზურ დოკუმენტში სმფ თანხა ლარში, ეს წარმოადგენს თანხების განაწილების საფუძველს. განაწილება სრულდება პროპორციული პრინციპით.

განაწილებული თანხა ლარში

განაწილების შედეგად სმფ თანხის ზრდა.

ანგარიში

სმფ ანგარიში.

 

note შენიშვნა

დამატებითი ხარჯების განაწილების შედეგად სმფ ფასების დამრგვალებიდან წარმოქმნილი გადახრის თანხა ემატება ჩამონათვალის ბოლო სტრიქონის თანხას.

 გვერდს გატარებები აქვს შემდეგი სახე.

Warehouse.Documents.OverheadExpenses3

ამ გვერდზე დოკუმენტის გატარებების ფორმირება ხდება. აქ გათვალისწინებულია შემდეგი სწრაფი წვდომის ღილაკები.

გამოსახულება

დანიშნულება

add16Fone

მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.:

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ აქტიურდება გატარებების გენერირების ღილაკი wand-icon .

wand-icon

გენერირების ღილაკი მისაწვდომია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული. სმფ ჩამონათვალის საფუძველზე ხდება გატარებების სტრიქონების შექმნა შემდეგი პრინციპით, ერთი და იგივე ანგარიშით მონიშნული სმფ სტრიქონები ჯამურად აისახება ერთი სტრიქონით როგორც დებეტი, ხოლო როგორც კრედიტი ივსება მომწოდებლის ანგარიში. დამატებითი ხარჯების შეძენის ტიპი ველის მნიშვნელობაზე დამოკიდებულად, შეიძლება კიდევ ერთი გატარება დაემატოს. თუ მონიშნულია მომწოდებლისგან ანგარიშ-ფაქტურით, მაშინ დებეტის სახით ივსება პარამეტრების გვერდიდან   ანგარიშები დღგ-ს სადებეტო ანგარიში, ხოლო კრედიტის სახით მომწოდებლის ანგარიში. თუ ტიპი ,მონიშნულია ცალმხრივი შეძენის აქტით ან ორმხრივი შეძენის აქტით, მაშინ დებეტი რჩება ცარიელი, ხოლო კრედიტის სახით ივსება პარამეტრების გვერდიდან   ანგარიშები საშემოსავლო გადასახადის კრედიტული ანგარიში. გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართული - აკრძალული) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.

 

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა , შენახვა და დახურვა , შენახვა და ახალი  ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლოშენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი  ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.

დამატებითი ხარჯების განაწილების საფუძველზე შეიძლება საგადახდო დავალების  შექმნა. ამის შესრულებისთვის დოკუმენტების ჟურნალში ან  სმფ დოკუმენტების ჟურნალში უნდა დადგეთ შესაბამის საწყობის შემოსავლის ორდერის სტრიქონზე და კონტექსტური მენიუდან აირჩიოთ ბრძანება დოკუმენტის საფუძველზე შექმნა...  ახალი დოკუმენტის ძირითადი ველები შევსებულია ბაზური დოკუმენტის შესაბამისი ველების მნიშვნელობებით.  თუ დამატებითი ხარჯების განაწილებაში შევსებულია ველი მომწოდებელი, მაშინ საგადახდო დავალების პარტნიორი, მიმღები და კრედიტ ანგ. N ველებში უნდა შეავსოთ მოცემული პარტნიორის კოდი, დასახელება და ანგარიშსწორების ანგარიში. ვალუტა  ველში უნდა შეავსოთ დამატებითი ხარჯების განაწილების დოკუმენტის  ვალუტა, ტანხა ვალ. არის  დამატებითი ხარჯების განაწილების თანხის და თანხა დღგ ველების ჯამი. თანხა ლარში ექვივალენტი ლარში, კურსის სახით დამატებითი ხარჯების განაწილებაში მითითებული კურსია. გადახდის დანიშნულებაში ანგარიშ-ფაქტურის თანახმად სიტყვები და მომწოდებლის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის ნომერი, თუ იგი შევსებულია დამატებითი ხარჯების განაწილების ველში ზედნადების ნომერი. თუ  შევსებულია ველი მომწოდებლის ანგარიში, მაშინ ამ ველის მნიშვნელობა ივსება საგადახდო დავალების გვერდი გატარებების ველში მოკორესპონდენტო ანგარიში და ამის შემდეგ, აისახება გატარების დებეტურ ნაწილში. 

 

იხილეთ მეტი

რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გადახრა სინთეტიკური ანგარიშების და სმფ ნაშთებს შორის

გატარების დამატებისას ან წაშლისას წითლდება ანგარიშის ნაშთი