საბაჟო (იმპორტი)

ექსპლორერი:  საწყობი > დოკუმენტები >

საბაჟო (იმპორტი)

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი საბაჟო (იმპორტი) გამოიყენება შესყიდვის საფუძველზე იმპორტის დღგ-ს, იმპორტის გადასახადის და საბაჟო მოსაკრებლის გასანაწილებლად. ამ დოკუმენტის შევსების საფუძველს წარმოადგენს საბაჟო დეკლარაცია.

დოკუმენტი შედგება სამი გვერდისგან: ზოგადი, სმფ-ს ჩამონათვალი, გატარებები 

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია:

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტის შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გთავაზობთ მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით. ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის დოკუმენტების ნომრები გვერდზე.

გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი სახე:
 

Warehouse.Documents.CustomsDeclarations(Import)1

 

ველი

დანიშნულება

საბაჟო

ივსება საბაჟო, რომელზეც განხორციელდა საქონლის განბაჟება. თუ დირექტორიაში პარტნიორები  მოცემული საბაჟო არ არსებობს, შეიძლება მისი უშუალოდ ამ ფანჯრიდან დამატება + ნიშანზე დაჭერით. პარტნიორის რედაქტირებისთვის დააჭირეთ ღილაკს xmbagrel.

საბაჟო მოსაკრებელი

ივსება საბაჟო მოსაკრებლის თანხა ლარში.

საბაჟო მოსაკრებლის ანგარიში

ივსება ანგარიში, რომელზეც მოხდება საბაჟო მოსაკრებლის დარიცხვა. ავტომატურად ჩაისმება ანგარიში, რომელიც მითითებულია პარამეტრებში გვერდზე ანგარიშები.

იმპორტის გადასახადის ანგარიში

ივსება ანგარიში, რომელზეც მოხდება იმპორტის გადასახადის დარიცხვა. ავტომატურად ჩაისმება ანგარიში, რომელიც მითითებულია პარამეტრებში გვერდზე ანგარიშები.

საბაჟო ღირებულების ანგარიში

ივსება ანგარიში, რომელზეც მოხდება საბაჟო ღირებულების დარიცხვა. ავტომატურად ჩაისმება ანგარიში, რომელიც მითითებულია პარამეტრებში გვერდზე ანგარიშები.

დღგ-ს სადებეტო ანგარიში

ივსება ანგარიში, რომელზეც მოხდება სადებეტო დღგ-ს დარიცხვა. ავტომატურად ჩაისმება ანგარიში, რომელიც მითითებულია პარამეტრებში გვერდზეანგარიშები.

დღგ-ს საკრედიტო ანგარიში

ივსება ანგარიში, რომელზეც მოხდება საკრედიტო დღგ-ს დარიცხვა. ავტომატურად ჩაისმება ანგარიში, რომელიც მითითებულია პარამეტრებში გვერდზე ანგარიშები.

საბაჟო (იმპორტის)-ს N

სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ნომერი.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი.

გვერდს სმფ-ს ჩამონათვალი აქვს შემდეგი სახე.

 

Warehouse.Documents.CustomsDeclarations(Import)2

 

ამ გვერდის მონაცემების შევსებისთვის პირველ რიგში აუცილებელია ღილაკით საბაზო სშო-ების არჩევა. ავირჩიოთ ის საწყობის შემოსავლის ორდერები, რომელთა იმპორტის საბაჟო დეკლარაციის გაფორმებას ვაპირებთ.

საბაჟო დეკლარაციის სტრიქონების ჩამონათვალში გამოისახება დოკუმენტის ყველა ეკ. საქ. კლასიფიკატორი. თუ ჩამონათვალში არსებობს სმფ, რომელსაც არ აქვს განსაზღვრული კლასიფიკატორი, სიაში დაემატება სტრიქონი "კოდის გარეშე".

აუცილებელია ჩამონათვლიდან ავირჩიოთ ეკ. საქ.  კლასიფიკატორი, შევავსოთ ამ ჯგუფის საბაჟო ღირებულება დეკლარაციიდან. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ავტომატურად შევსებული იმპორტის გადასახადის და დღგ-ს პროცენტებისა და თანხების რედაქტირება. შემდეგ აუცილებელია დავაჭიროთ ღილაკს განაწილება სტრიქონების მიხედვით. სისტემა ავტომატურად გადაანაწილებს თანხებს სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებზე შესაბამისი ეკ. საქ. კლასიფიკატორის კოდის მიხედვით: საერთო თანხიდან პროცენტულად ან საერთო რაოდენობის მიხედვით დოკუმენტიდან საწყობის შემოსავლის ორდერი.

მსგავსად განხორციელდება შესაბამისი თანხების გადანაწილება ყველა ეკ. საქქ. კლასიფიკატორისთვის.

    სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამონათვალს აქვს შემდეგი სვეტები:

სვეტი

დანიშნულება

კოდი

სმფ კოდი.

დასახელება

სმფ დასახელება.

საბაჟო დეკლარაციის სტრიქონი

სეს ესნ კლასიფიკატორის კოდი. ექვემდებარება რედაქტირებას. თუ დირექტორიაში სასაქონლო მატერიალური ფასეულობები იგი განსაზღვრულია, მაშინ დოკუმენტში ის ავტომატურად შეივსება.

ერთეული

საზომი ერთეული.

რაოდენობა

საბაზო დოკუმენტში სმფ რაოდენობა.

სშო თანხა ლარში

ბაზურ დოკუმენტში სმფ თანხა ლარში, ეს წარმოადგენს თანხების განაწილების საფუძველს. განაწილება სრულდება პროპორციული პრინციპით.

იმპორტის გადასახადი

იმპორტის გადასახადის თანხა, რომელიც გადანაწილდება სმფ-ს თვითღირებულებაზე. ექვემდებარება რედაქტირებას.

დღგ ჯამი

სმფ-ს  დებეტური დღგ-ს ჯამური თანხა. ექვემდებარება რედაქტირებას.  

ანგარიში

სმფ ანგარიში.

შემოსავლის თარიღი

საბაზო დოკუმენტის თარიღი.

შემოსავლის საბუთი

საბაზო საწყობის შემოსავლის დოკუმენტის ნომერი.

გვერდს გატარებები აქვს შემდეგი სახე:

 

Warehouse.Documents.CustomsDeclarations(Import)3

ამ გვერდზე დოკუმენტის გატარებების ფორმირება ხდება. აქ გათვალისწინებულია შემდეგი სწრაფი წვდომის ღილაკები.

გამოსახულება

დანიშნულება

add16Fone

მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.:

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ აქტიურდება გატარებების გენერირების ღილაკი wand-icon .

wand-icon

გენერირების ღილაკი მისაწვდომია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული. სმფ ჩამონათვალის საფუძველზე ხდება გატარებების სტრიქონების შექმნა შემდეგი პრინციპით, ერთი და იგივე ანგარიშით მონიშნული სმფ სტრიქონები ჯამურად აისახება ერთი სტრიქონით როგორც დებეტი, ხოლო როგორც კრედიტი ივსება მომწოდებლის ანგარიში. დამატებითი ხარჯების შეძენის ტიპი ველის მნიშვნელობაზე დამოკიდებულად, შეიძლება კიდევ ერთი გატარება დაემატოს. თუ მონიშნულია მომწოდებლისგან ანგარიშ-ფაქტურით, მაშინ დებეტის სახით ივსება პარამეტრების გვერდიდან   ანგარიშები დღგ-ს სადებეტო ანგარიში, ხოლო კრედიტის სახით მომწოდებლის ანგარიში. თუ ტიპი ,მონიშნულია ცალმხრივი შეძენის აქტით ან ორმხრივი შეძენის აქტით, მაშინ დებეტი რჩება ცარიელი, ხოლო კრედიტის სახით ივსება პარამეტრების გვერდიდან   ანგარიშები საშემოსავლო გადასახადის კრედიტული ანგარიში. გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართული - აკრძალული) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.

 

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა , შენახვა და დახურვა , შენახვა და ახალი  ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლოშენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი  ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.

დოკუმენტის საბაჟო (იმპორტი) საფუძველზე შეიძლება საგადახდო დავალების შექმნა. ამის შესრულებისთვის დოკუმენტების ჟურნალში ან  სმფ დოკუმენტების ჟურნალში უნდა დადგეთ შესაბამის დოკუმენტის სტრიქონზე და კონტექსტური მენიუდან აირჩიოთ ბრძანება დოკუმენტის საფუძველზე შექმნა...  ახალი დოკუმენტის ძირითადი ველები შევსებულია ბაზური დოკუმენტის შესაბამისი ველების მნიშვნელობებით.