მომწოდებლისთვის დაბრუნება

ექსპლორერი:  საწყობი > დოკუმენტები >

მომწოდებლისთვის დაბრუნება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი მომწოდებლისთვის დაბრუნების მეშვეობით ხორციელდება მომწოდებლისგან  შეძენილი საქონლის დაბრუნება. დოკუმენტის ჩაწერა მიმდინარეობს ფანჯრის მეშვეობით რომელიც შედგება 6 გვერდისგან ზოგადი, სმფ-ს ჩამონათვალი, მომწოდებელი, მყიდველი, ზედნადები და გატარებები.

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია:

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტი მომწოდებლისთვის დაბრუნება შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის რიგითი ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით. ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის გვერდზე დოკუმენტების ნომრები.

საბაზო დოკუმეტი

ის საბაზო დოკუმენტი, რომლის საფუძველზე ხორციელდება მომწოდებლისთვის დაბრუნება. საბაზო დოკუმენტის ასარჩევად საჭიროა დოკუმენტების ჟურნალის გახსნა, რომლისთვის საჭიროა ველის მარჯვენა მხარეს მდებარე ღილაკზე UI.OpenWindows.DownArrow  დაჭერა. ჟურნალის ფანჯრის გახსნამდე გამოდის დიალოგური ფანჯარა, სადაც უნდა მონიშნოთ საბაზო დოკუმენტის რეგისტრაციის პერიოდი, ტიპი და მდგომარეობა. საბაზოს შეიძლება წარმოადგენდეს დოკუმენტი საწყობის შემოსავლის ორდერი. საბაზო დოკუმენტის ამორჩევის შემთხვევაში სისტემა გვთავაზობს დოკუმენტის ველთა შევსებას ბაზური დოკუმეტის შესაბამისი ველების მნიშვნელობებით.

 

გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი სახე:

 

Warehouse.Documents.ReturnToVendor1

 

ველი

დანიშნულება

ვალუტა

პროდუქციის უკან დაბრუნების ვალუტა.

ვალუტის კურსი

აღნიშნული ვალუტის ექვივალენტი ლარში. ამ ველს სისტემა ავტომატურად ავსებს, ვალუტის კურსის დირექტორიაში ვალუტის კურსი მოძებნით. აქ ხდება იმგვარი სტრიქონის მოძებნა, რომლის თარიღი ემთხვევა დოკუმენტის თარიღს. თუ ამგვარი სტრიქონი არ არის, ხდება ახლოსმყოფი თარიღის სტრიქონის არჩევა. შეიძლება აგრეთვე მისი რედაქტირება. თუ ვალუტა ეროვნული ფულია, მაშინ ვალუტის კურსი და თვის  ველებში იწერება ერთი.

მომწოდებელი

მომწოდებლის კოდის შევსება. თუ დირექტორიაში პარტნიორები მოცემული მომწოდებელი არ არის შევსებული, მისი დამატება შეიძლება უშუალოდ ამ ფანჯრიდან avelacnel ღილაკზე დაჭერით. პარტნიორის მონაცემების რედაქტირებისთვის დააჭირეთ ღილაკს xmbagrel.

მომწოდებლის ანგარიში

მომწოდებლის ანგარიში. თუ შევსებულია მომწოდებელი ველი შევსებული ანგარიში უნდა იყოს პარტნიორების მიხედვით აღრიცხვადი.

ტრანზიტული ანგარიში

საქონლის ტრანზიტული ანგარიში. შესყიდვის და დაბრუნების შორის არსებული სხვაობის აკუმულირებადი ანგარიში.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი. მნიშვნელობების მიღება შეუძლია დირექტორიიდან გამონათქვამები.

 

გვერდს სმფ-ს ჩამონათვალი აქვს შემდეგი სახე:

 

Warehouse.Documents.ReturnToVendor2

 

ველი

დანიშნულება

დღგ-ს დაანგარიშების ფორმა

ველს შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება: 1- დღგ-ით, 2 - დღგ-ს ჩათვლით, 3 - დაუბეგრავი დღგ, 4 - ნულოვანი დღგ.

 

ცხრილში საქონლის ჩამონათვალი უნდა შეავსოთ მომწოდებლისთვის დასაბრუნებელი საქონლის საწყობი, კოდი, დასახელება, საზომი ერთეული, რაოდენობა, ფასი, თანხა, დღგ-ს ტიპი. ჩამონათვალის შევსებითვის გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების add16, მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და წაშლის Trash-icon16 ღილაკები.

მუშაობა ჩამონათვალში აღწერილია განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა

ჩამონათვალის სვეტებს აქვს შემდეგი დანიშნულება:

 

ველი

დანიშნულება

საწყობი

ივსება საწყობი, საიდანაც ხდება სმფ-ის დაბრუნება.

კოდი

სმფ-ს კოდი.

დასახელება

სმფ-ს დასახელება.

ერთეული

სმფ-ს საზომი ერთეული. ავტომატურად ივსება, სმფ-ს კოდის შევსებისას.

რაოდენობა

სმფ-ს რაოდენობა.

ფასი / ფასი ვალ.

სმფ-ს ერთეულის დაბრუნების ფასი. თუ ვალუტა ეროვნული ფულადი ერთეულია, მაშინ ველის დასახელება არის ფასი, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასი ვალ.

თანხა / თანხა ვალ.

სმფ-ს თანხა. თუ ვალუტა ლარია, მაშინ ველის დასახელება არის თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა ვალ.

დღგ

თუ მონიშვნა ჩართულია, მაშინ შევსებული სტრიქონისთვის გამოიანგარიშება დღგ.

პარტია

პროგრამა ავტომატურად ავსებს მნიშვნელობას ავტოშერჩევა.

 

გვერდს მომწოდებელი აქვს შემდეგი სახე:

 

Warehouse.Documents.ReturnToVendor3

 

ველი

დანიშნულება

დასახელება

მომწოდებლის დასახელება.

იურ. მისამართი

ორგანიზაციის იურიდიული მისამართი.

ფაქტ. მისამართი

ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელების ადგილმდებარეობის მისამართი. ავტომატურად გამოდის პარამეტრების ველში ფაქტ.მისამართი მითითებული მნიშვნელობა. დართული სიიდან შეიძლება დამატებითი მისამართებიდან რომელიმეს არჩევა.

ანგარიშსწორების ანგარიში

მომწოდებლის ანგარიშსწორების ანგარიშის ნომერი.

საიდენტ. N

მომწოდებლის საიდენტიფიკაციო ნომერი.

მენეჯერის თანამდებობა

დოკუმენტის ხელმომწერი მენეჯერის თანამდებობა.

მენეჯერის ს.გ.

მენეჯერის სახელი, გვარი.

ბუღალტრის თანამდებობა

დოკუმენტის ხელმომწერი ბუღალტრის თანამდებობა.

ბუღალტრის ს.გ.

ბუღალტრის სახელი, გვარი.

 

 

გვერდს მყიდველი აქვს შემდეგი სახე:

 
Warehouse.Documents.ReturnToVendor4

 

 

ველი

დანიშნულება

დასახელება

მყიდველის დასახელება.

იურ. მისამართი

ორგანიზაციის იურიდიული მისამართი.

ფაქტ. მისამართი

ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელების ადგილმდებარეობის მისამართი. ავტომატურად გამოდის პარამეტრების ველში ფაქტ.მისამართი მითითებული მნიშვნელობა. დართული სიიდან შეიძლება დამატებითი მისამართებიდან რომელიმეს არჩევა.

ანგარიშსწორების ანგარიში

მყიდველის ანგარიშსწორების ანგარიშის ნომერი.

საიდენტ. N

მყიდველის საიდენტიფიკაციო ნომერი.

მენეჯერის თანამდებობა

დოკუმენტის ხელმომწერი მენეჯერის თანამდებობა.

მენეჯერის ს.გ.

მენეჯერის სახელი, გვარი.

ბუღალტრის თანამდებობა

დოკუმენტის ხელმომწერი ბუღალტრის თანამდებობა.

ბუღალტრის ს.გ.

ბუღალტრის სახელი, გვარი.

 

გვერდს ზედნადები აქვს შემდეგი სახე:

 

Warehouse.Documents.ReturnToVendor5

 

ყველა ველი მოცემული ჩანართიდან ივსება ავტომატურად მომწოდებლის მიერ შევსებული ზედნადების ინფორმაციის საფუზველზე.

 

გვერდს გატარებები აქვს შემდეგი სახე:

 

Warehouse.Documents.ReturnToVendor6

გვერდზე გატარებები არის შემდეგი ღილაკები

გამოსახულება

დანიშნულება

add16Fone

მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.:

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ აქტიურდება გატარებების გენერირების ღილაკი wand-icon .

wand-icon

გატარებების გენერირების ღილაკი მისაწვდომია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული. სმფ გაყიდვიდან მოგების ან მომსახურების მიწოდების გატარებები, სადაც დებეტში ივსება მყიდველის ანგარიში, ხოლო კრედიტში მოგების ანგარიში, დღგ-ს გატარებები, სადაც შესაბამისად ვავსებთ მყიდველის ანგარიშს და დღგ-ს ანგარიშს.

გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართული - აკრძალული) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.  

 

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა , შენახვა და დახურვა , შენახვა და ახალი  ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლო შენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი  ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.