საწყობის გასავლის ორდერი

ექსპლორერი:  საწყობი > დოკუმენტები >

საწყობის გასავლის ორდერი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი საწყობის გასავლის ორდერი გამოიყენება სასაქონლო მატერიალური ფასეულობების საწყობიდან გასავლის ჩასაწერად. ეს დოკუმენტი შედგება 3 გვერდისგან ზოგადი, დამატებითი და გატარებები.

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია,

ველი

დანიშნულება

თარიღი

საწყობის გასავლის ორდერის შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გთავაზობთ მიმდინარე თარიღს.

საწყობი

საწყობი, სადიანაც უნდა მოხდეს სასაქონლო მატერიალური ფასეულობის გასვლა.

დოკუმენტის N

საწყობის გასავლის ორდერის ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით. ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის დოკუმენტების ნომრები გვერდზე.

 

გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი სახე.

Storagewriteoff

 

ველი

დანიშნულება

ხარჯის ანგარიში

ამ ველში გასავლის ანგარიში უნდა შეავსოთ. შევსებული ანგარიში უნდა იყოს ისეთი ანგარიში, რომლისთვისაც არ არის ნებადართული პარტნიორთა მიხედვით აღრიცხვა. თუ პარამეტრებში მონიშნულია სმფ დოკუმენტების გატარებების ავტომატური ჩაწერა მაშინ ხარჯის ანგარიში აუცილებელი ველია.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი

ამ გვერდზე აგრეთვე უნდა შეავსოთ ჩამოსაწერი ან დასახარჯი სმფ ჩამონათვალი. ამ ჩამონათვალის შევსებამდე, წინასწარ უნდა შეავსოთ ველი საწყობი, რადგან სმფ ჩამონათვალის შევსებისას იგი აუცილებელია. სმფ ჩამონათვალის სვეტების დანიშნულება შემდეგია:  

სვეტი

დანიშნულება

კოდი

სმფ კოდი.

დასახელება

სმფ დასახელება.

ერთეული

საზომი ერთეული.

რაოდენობა

გამოსაწერი ან დასახარჯი რაოდენობა.

თანხა

ამ ველში უნდა შეავსოთ გამოსაწერი ან დასახარჯი სმფ თანხა. ჩამონათვალის შევსებისას ჩანს 0, თუ პარტია მონიშნულია ავტოშერჩევა. თანხები აისახება ჩამონათვალში დოკუმენტის ჩაწერის შემდეგ.    

პარტია

ამ ველში გამოსაწერი ან გასახარჯი სმფ პარტია უნდა შეავსოთ. შესაძლოა იყოს ავტოშერჩევა, თუ არ არის არჩეული პარტია, ან პარტია შერჩეულია, თუ განხორციელდა პარტიის ამორჩევა.

 

ჩამონათვალის შესავსებად გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების  add16, მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და  წაშლის  Trash-icon16 ღილაკები.

ჩამონათვალში მუშაობა აღწერილია  განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა.

სტრიქონის რედაქტირება მიმდინარეობს სტრიქონიდან.  ახალი სტრიქონის დამატებისას უნდა აირჩიოთ სმფ კოდი, რომლის მიხედვითაც სისტემა ავტომატურად ავსებს დასახელება და საზომი ერთეული ველებს. ამის შემდეგ უნდა მონიშნოთ გასავლის ან გახარჯვის რაოდენობა. ამ რაოდენობის მიხედვით, სისტემა სმფ აღრიცხვის ან გასავლის მეთოდის გათვალისწინებით, წყვეტს, თუ სმფ არსებული რაოდენობებიდან რომელი სააღრიცხვო ფასიდან რა რაოდენობით უნდა გამოიწეროს, და ამის მიხედვით ჩაწერის შემდეგ ავტომატურად ავსებს  ველს თანხა.  მოცემული სმფ-ს არსებობიდან აღრიცხვის მეთოდის მიხედვით ამორჩეული რაოდენობები დაწვრილებით ასახავენ პარტია(გასავლის სპეციფიკა) ფანჯარაში. ამ ფანჯრის ჩამონათვალის სტრიქონებში ჩანს არჩეული სმფ-ს არსებობა მოცემული დროისთვის, შესვლის თარიღის, აღრიცხვის ფასის, გამოსაწერი რაოდენობის, ანგარიშის და შემოსავლის დოკუმენტების მიხედვით. 

მიმდინარე სტრიქონის რედაქტირებისას ნებადართულია ველების კოდი, რაოდენობა და პარტია რედაქტირება. ჩამონათვალში შეიძლება იგივე სმფ-ს  ერთზე მეტჯერ ჩაწერა.

გვერდს დამატებითი აქვს შემდეგი სახე.

storagewriteoff1

ამ გვერდზე ხდება საწყობის გასავლის ორდერის შესახებ დამატებითი მონაცმების შეტანა. 

ველი

დანიშნულება

მინდობილობა

მინდობილობის ნომერი.

შუამავალი

შუამავალი, მისი არჩევა შეგიძლიათ სიიდან გამონათქვამები.

ავტ/კონტეინერი

ავტო კონტეინერის ნომერი

მთავარი ბუღალტერი

მთავარი ბუღალტრის სახელი გვარი, სისტემის პარამეტრებიდან ივსება, შეიძლება რედაქტირება.

ნება  დართო

ნების დამრთველი პირის სახელი, გვარი, მისი არჩევა შეიძლება სიიდან გამონათქვამები.

მოითხოვა

მომთხოვნელი პირის სახელი, გვარი, მისი არჩევა შეიძლება სიიდან გამონათქვამები.

გვერდს გატარებები აქვს შემდეგი სახე.

Storagewriteoff2

ამ გვერდზე დოკუმენტის გატარებების ფორმირება ხდება. აქ გათვალისწინებულია შემდეგი სწრაფი წვდომის ღილაკები.

გამოსახულება

დანიშნულება

add16Fone

მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.:

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ აქტიურდება გატარებების გენერირების ღილაკი wand-icon .

wand-icon

გატარებების გენერირების ღილაკი მისაწვდომია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული. სმფ ჩამონათვალის საფუძველზე ხდება გატარებების სტრიქონების შექმნა შემდეგი პრინციპით, ერთი და იგივე ანგარიშით მონიშნული სმფ სტრიქონები ჯამურად აისახება ერთი სტრიქონით როგორც კრედიტი, ხოლო როგორც დებეტი ივსება გასავლის ანგარიში. გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართული - აკრძალული) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.

რედაქტირების რეჟიმზე გადასვლით შევსებული გატარების სტრიქონის ნებისმიერი ველი, გარდა ველისა თანხა ლარში, შეიძლება რედაქტირება, ხოლო თანხა ლარში სვეტი ავტომატურად გამოითვლება თანხა ვალ. და ვალუტა სვეტების საფუძველზე.

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა , შენახვა და დახურვა , შენახვა და ახალი  ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლოშენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი  ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.

 

note შენიშვნა

საწყობის გასავლის ორდერი შეიძლება იმპორტირებულ იქნას MS Excel-ის ExpenseImport.xls ფაილის მეშვეობით, რომელიც მდებარეობს ბიბლიოთეკაში Import  (მაგალითად C:\Program Files\Apricot Software\AS-Accountant 7\Import ).

იხილეთ მეტი

რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გადახრა სინთეტიკური ანგარიშების და სმფ ნაშთებს შორის

გატარების დამატებისას ან წაშლისას წითლდება ანგარიშის ნაშთი