სმფ გადაადგილება

ექსპლორერი:  საწყობი > დოკუმენტები >

სმფ გადაადგილება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების გადაადგილება გამოიყენება ერთი საწყობიდან სხვა საწყობში სმფ გადაადგილების ჩასაწერად. დოკუმენტი შედგება 3 გვერდისგან ზოგადი, ზედნადები, გატარებები. 

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია:

ველი

დანიშნულება

თარიღი

სმფ გადაადგილების დოკუმენტის შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

სმფ გადაადგილების დოკუმენტის ნომერი.სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით. ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის დოკუმენტების ნომრები გვერდზე.

გასავლის საწყობი

საწყობი, საიდანაც გამოიწერება სმფ.

შემოსავლის საწყობი

საწყობი, სადაც შედის სმფ.

 

გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი სახე

Storage.Documents.Movement

ველი

დანიშნულება

გასაყიდი ფასებით ამობეჭდვა

ეს ველი გამოიყენება დოკუმენტის ბეჭდვისას, MS Word და MS Excel ექსპორტირებისას. მას შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება, 1 - საბითუმო ფასი ლარში, ან 2 - საცალო ფასი ლარში გამოიყენება ცნობარი სმფ პრეისკურანტის სვეტში ფასი შევსებული ფასები. თუ ველი ცარიელია, საბეჭდ ფორმაში შევა თვითღირებულება.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი

ამ გვერდზე აგრეთვე უნდა შეავსოთ გადასატანი სმფ ჩამონათვალი. ამ ჩამონათვალის შევსებამდე, წინასწარ უნდა შეავსოთ ველი გასავლის საწყობი, რადგან სმფ ჩამონათვალის შევსებისას იგი აუცილებელია. სმფ ჩამონათვალის სვეტების დანიშნულება შემდეგია:  

სვეტი

დანიშნულება

კოდი

სმფ კოდი.

დასახელება

სმფ დასახელება.

ერთეული

საზომი ერთეული.

რაოდენობა

გადასატანი რაოდენობა.

თანხა

ამ ველში უნდა შეავსოთ გამოსაწერი ან დასახარჯი სმფ თანხა. ჩამონათვალის შევსებისას ჩანს 0, თუ პარტია მონიშნულია ავტოშერჩევა. თანხები აისახება ჩამონათვალში დოკუმენტის ჩაწერის შემდეგ.

შემოსავლის ანგარიში

სმფ შემოსავლის ანგარიში

პარტია

ამ ველში გადასატანი სმფ პარტია უნდა შეავსოთ. შესაძლოა იყოს ავტოშერჩევა, თუ არ არის არჩეული პარტია, ან პარტია შერჩეულია, თუ განხორციელდა პარტიის ამორჩევა.

 

ჩამონათვალის შესავსებად გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების  add16, მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და  წაშლის  Trash-icon16 ღილაკები.

ჩამონათვალში მუშაობა აღწერილია  განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა.

 ახალი სტრიქონის დამატებისას უნდა აირჩიოთ სმფ კოდი, რომლის მიხედვითაც სისტემა ავტომატურად ავსებს დასახელება და საზომი ერთეული ველებს. ამის შემდეგ უნდა მონიშნოთ გასავლის ან გახარჯვის რაოდენობა. ამ რაოდენობის მიხედვით, სისტემა სმფ აღრიცხვის ან გასავლის მეთოდის გათვალისწინებით, წყვეტს, თუ სმფ არსებული რაოდენობებიდან რომელი სააღრიცხვო ფასიდან რა რაოდენობით უნდა გამოიწეროს, და ამის მიხედვით ჩაწერის შემდეგ ავტომატურად ავსებს  ველს თანხა.  მოცემული სმფ-ს არსებობიდან აღრიცხვის მეთოდის მიხედვით ამორჩეული რაოდენობები დაწვრილებით ასახავენ პარტია(გასავლის სპეციფიკა) ფანჯარაში. ამ ფანჯრის ჩამონათვალის სტრიქონებში ჩანს არჩეული სმფ-ს არსებობა მოცემული დროისთვის, შესვლის თარიღის, აღრიცხვის ფასის, გამოსაწერი რაოდენობის, ანგარიშის და შემოსავლის დოკუმენტების მიხედვით. 

მიმდინარე სტრიქონის რედაქტირებისას ნებადართულია ველების კოდი, რაოდენობა და პარტია რედაქტირება. ჩამონათვალში შეიძლება იგივე სმფ-ს  ერთზე მეტჯერ ჩაწერა.

ჩამონათვალში საჭირო სტრიქონების მოსაძებნად გამოიყენება ძებნის ბრძანება CTRL+F ღილაკების კომბინაციის აკრეფით. მუშაობა ძებნის ფანჯარასთან აღწერილია განყოფილებაში ფილტრი.  ძებნის შედეგად ნაპოვნი სტრიქონი ხდება მიმდინარე და ფერი ეცვლება.

 

note შენიშვნა

შემოსავლის და გასავლის საწყობებში შეიძლება ერთი და იგივე საწყობის მონიშვნა, თუ ჩამონათვალში ყველა სტრიქონისთვის შემოსავლის ანგარიში განსხვავდება გასავლის ანგარიშისგან.

გვერდს ზედენადები აქვს შემდეგი სახე.

Storage.Documents.Movement2

 

გვერდზე ზედნადები ხდება მოცემული დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის შეყვანა, რომელიც საჭიროა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდისთვის, შიდა გადაზიდვის ზედნადების შევსების დროს. იგი შედგება შემდეგი ველებისგან:

 

ველი

დანიშნულება

ზედნადების ნომერი

ივსება ზედნადების ნომერი. იგი არააქტიური ველია, ავტომატურად ივსება მას შემდეგ რაც ხდება ზედნადების RS.GE-ზე ატვირთვა.

ზედნადების ID

ივსება ზედნადების ID. იგი არააქტიური ველია, ავტომატურად ივსება მას შემდეგ რაც ხდება ზედნადების RS.GE-ზე ატვირთვა.

ტრანსპ. დაწყების მისამართი

მისამართი, საიდანაც იწყება ტრანსპორტირება.

ტრანსპ. დასრულების მისამართი

მისამართი, სადაც მთავრდება ტრანსპორტირება.

ტრანსპორტირების სახე

ამ ველში ზედნადების ტიპის - ტრანსპორტირებით არჩევის შემთხვევაში ივსება სატრანსპორტო საშუალების ტიპი. ესენია: 1 საავტომობილო, 2 სარკინიგზო, 3 საავიაციო, 4 სხვა, 6 საავტომობილო უცხო ქვეყნის.

მძღოლის პ/ნ

ივსება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პ/ნ

მძღოლის სახელი და გვარი

ივსება მძღოლის სახელი და გვარი ავტომატურად.

ა/მ ნომერი

ივსება სატრანსპორტო საშუალების ნომერი. ეს ველი შესაძლებელია ჩავწეროთ ხელით, ან მოვახდინოთ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან მისი იმპორტირება.

მისაბმელი

ივსება მისაბმელის სარეგისტრაციო ნომერი.

ტრანსპ. ხარჯი (თანხა)

ივსება ტრანსპორტირების ხარჯის თანხა.

ტრანსპ. დაწყების თარიღი

ივსება ტრანსპორტირების დაწყების რიცხვი/თვე/წელი საათი/წუთი

ჩამბარებელი

პიროვნება, რომელმაც ჩააბარა საქონელი.

მიმღები

პიროვნება, რომელმაც ჩაიბარა საქონელი.

მთავარი ბუღალტერი

ივსება მთავარი ბუღალტრის სახელი და გვარი.

გვერდს გატარებები აქვს შემდეგი სახე.

Storage.Documents.Movement3

 

გვერდზე გატარებები გათვალისწინებულია შემდეგი ღილაკები:

გამოსახულება

დანიშნულება

add16Fone

მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.:

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ აქტიურდება გატარებების გენერირების ღილაკი wand-icon .

wand-icon

გატარებების გენერირების ღილაკი მისაწვდომია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული. სმფ ჩამონათვალის საფუძველზე ხდება გატარებების სტრიქონების შექმნა შემდეგი პრინციპით, ერთი და იგივე ანგარიშით მონიშნული სმფ სტრიქონები ჯამურად აისახება ერთი სტრიქონით როგორც დებეტი შემოსავლის ანგარიშის ველის მიღებით, ხოლო როგორც კრედიტი ივსება გასავლის ანგარიში ველი. გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართული - აკრძალული) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.

 

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა , შენახვა და დახურვა , შენახვა და ახალი  ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლოშენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი  ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.

 

note შენიშვნა

სმფ გადაადგილება შეიძლება იმპორტირებულ იქნას MS Excel-ის MoveImport.xls ფაილის მეშვეობით, რომელიც მდებარეობს ბიბლიოთეკაში Import  (მაგალითად C:\Program Files\Apricot Software\AS-Accountant 7\Import ).

იხილეთ მეტი

რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გადახრა სინთეტიკური ანგარიშების და სმფ ნაშთებს შორის

გატარების დამატებისას ან წაშლისას წითლდება ანგარიშის ნაშთი