საწყობის შემოსავლის ორდერი

ექსპლორერი:  საწყობი > დოკუმენტები >

საწყობის შემოსავლის ორდერი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი საწყობის შემოსავლის ორდერი გამოიყენება სასაქონლო მატერიალური ფასეულობების საწყობში შესვლის ჩასაწერად. ეს დოკუმენტი შედგება 4 გვერდისგან ზოგადი, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამონათვალი, ზედნადები  და გატარებები.

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია,

ველი

დანიშნულება

თარიღი

საწყობის შემოსავლის ორდერის შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გთავაზობთ მიმდინარე თარიღს.

საწყობი

საწყობი, სადაც უნდა მოხდეს სასაქონლო მატერიალური ფასეულობის შემოსვლა.

დოკუმენტის N

საწყობის შემოსავლის ორდერის ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით. ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის დოკუმენტების ნომრები გვერდზე.

შეძენის თვითღირებულების გამოთვლა

გამოთვლის ღილაკი აქტიურია, როდესაც საწყობის შემოსავლის ორდერი ჩაწერილია. იძლევა დამატებითი ხარჯების განაწილება და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების შესახებ დამატებით ინფორმაციას.

 

გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი სახე.

Warehouse.Documents.Income

ველი

დანიშნულება

ვალუტა

სმფ შემოსავლის ვალუტა.

ვალუტის კურსი

აღნიშნული ვალუტის ექვივალენტი ლარში. ამ ველს ავტომატურად ავსებს სისტემა, დირექტორიიდან ვალუტის კურსი .  აქ იძებნება ისეთი სტრიქონი რომლის თარიღი ემთხვევა დოკუმენტში შევსებულ თარიღს. ამგვარი სტრიქონის არ არსებობის შემთხვევაში შეირჩევა ახლოსმდგარი თარიღით სტრიქონი. შეიძლება აგრეთვე მისი რედაქტირება. თუ ვალუტა ეროვნული ფულადი ერთეულია, მაშინ ველებში ვალუტის კურსი და თვის იწერება 1.

მომწოდებელი

მომწოდებლის კოდის შევსება. ეს ველი არ არის აუცილებელი. ამ ველის მნიშვნელობიდან გამომდინარე ივსება ველი დასახელება, რომლის რედაქტირება ნებადართულია. თუ დირექტორიაში პარტნიორები მოცემული მომწოდებელი არ არის შევსებული, უშუალოდ ამ ფანჯრიდან შეიძება მისი დამატება avelacnel ღილაკით. პარტნიორის მონაცემების რედაქტირებისთვის დააჭირეთ ღილაკს xmbagrel. თუ მომწოდებლის კოდი შევსებულია, მაშინ მომწოდებლის ანგარიშის შესავსებად სისტემა შემოგთავაზებთ მხოლოდ იმ ანგარიშების სიას, რომელთათვისაც პარტნიორთა მიხედვით აღრიცხვა ნებადართულია.

დასახელება

მომწოდებლის დასახელება.

მომწოდებლის ანგარიში

ამ ველში მომწოდებლის ანგარიში უნდა შეავსოთ. თუ მომწოდებლის კოდი შევსებულია, მაშინ შევსებული ანგარიში უნდა იყოს ისეთი, რომლისთვისაც პარტნიორთა მიხედვით აღრიცხვა ნებადართულია.  

გადახდილი ავანსის ანგარიში

ეს ველი განკუთვნილია მომწოდებლისთვის გადახდილი ავანსის და კრედიტორული დავალიანების გადახურვისთვის. თუ არსებობს გადახდილი ავანსი, რომლის ავტომატური გადახურვა გსურთ კრედიტორულ დავალიანებასთან, მაშინ ამ ველში ავანსის ანგარიში უნდა შეავსოთ. ამის შემდეგ, გვერდზე გატარებების გენერირების wand-icon  ღილაკის მეშვეობით გატარებების ავტომატური გენერირებისას. სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შეძენის გატარებების გარდა კიდევ ერთი გატარება გამოვა, რომლის დებეტში მომწოდებლის ანგარიშია, კრედიტში გადახდილი ავანსის ანგარიში. ამ გატარების თანხა უდრის ავანსის და კრედიტორული დავალიანების ანგარიშების ნაშთებიდან მინიმალურს.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი

გვერდს სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამონათავალი აქვს შემდეგი სახე.

Warehouse.Documents.Income1

ამ გვერდზე უნდა შეავსოთ შესატანი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამონათვალი და მათი შეძენის ფორმა. 

ველი

დანიშნულება

სმფ შეძენის ტიპი

სმფ შეძენის შემდეგი ტიპებია გათვალისწინებული, მომწოდებლისგან ანგარიშ-ფაქტურით და გადასახადების გარეშე. არჩეული ტიპიდან გამომდინარე გვერდზე გატარებები ღილაკის გატარებების გენერირება wand-icon დახმარებით ხდება შესაბამისი გატარებების ფორმულირება.

დღგ-ს დაანგარიშების ფორმა

ეს ველი აქტიურია როდესაც სმფ შეძენის ტიპი მონიშნულია მომწოდებლისგან ანგარიშ-ფაქტურით. ამ ველს შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება 1 - დღგ-ით, 2 - დღგ-ს ჩათვლით, 3 - დაუბეგრავი დღგ, 4 - ნულოვანი დღგ.

დღგ ჯამი

ამ ველში სმფ თანხების საფუძველზე ავტომატურად ხდება დღგს თანხის შევსება, რომლის რედაქტირება ნებადართულია. დოკუმენტში გატარებების ავტომატური ჩაწერისას დღგ-ს თანხის სახით სისტემა ამ ველის მნიშვნელობას გვთავაზობს.

სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამონათვალს აქვს შემდეგი სვეტები:

სვეტი

დანიშნულება

კოდი

სმფ კოდი. თუ დირექტორიაში სასაქონლო მატერიალური ფასეულობები მოცემული სმფ არ არის ჩაწერილი, შეიძლება მისი დამატება უშუალოდ ამ ფანჯრიდან avelacnel ღილაკზე დაჭერით. სმფ მონაცემების რედაქტირება შეიძლება xmbagrel ღილაკზე დაჭერით.

დასახელება

სმფ დასახელება.

ერთეული

საზომი ერთეული.

რაოდენობა

შესატანი რაოდენობა.

ფასი /ფასი ვალ.

ფასი ლარში ან ვალუტაში. თუ ვალუტა ეროვნული ფულია, მაშინ ველის დასახელება არის ფასი, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასი ვალ.

თანხა /თანხა ვალ.

თანხა ლარში ან ვალუტაში. თუ ვალუტა ეროვნული ფულია მაშინ ველის დასახელება არის თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა ვალ.

დღგ

თუ ეს ალამი მონიშნულია შესატანი სტრიქონისთვის გამოითვლება დღგ.

ანგარიში

სმფ ანგარიში.

 

ჩამონათვალის შესავსებად გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების  add16, მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და  წაშლის  Trash-icon16 ღილაკები.

ჩამონათვალში მუშაობა აღწერილია  განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა.

წაშლის ღილაკი შლის მიმდინარე სტრიქონს გაფრთხილების გარეშე. სტრიქონის რედაქტირება მიმდინარეობს სტრიქონიდან. სმფ ჩამონათვალში ახალი სტრიქონის დამატების ან მიმდინარე სტრიქონის რედაქტირებისას, ფასი ან რაოდენობა ველების შევსებისას, ავტომატურად აღირიცხება და ივსება ველი თანხა.  სმფ ჩამონათვალში ერთი და იგივე სმფ-დან ნებადართულია ერთზე მეტი სტრიქონის ქონა, მხოლოდ მოწმდება, რომ ერთი და იგივე სმფ მსგავსი ფასით და ანგარიშით იყოს ერთი სტრიქონით. 

ჩამონათვალში საჭირო სტრიქონების მოსაძებნად გამოიყენება ძებნის ბრძანება CTRL+F ღილაკების კომბინაციის აკრეფით. მუშაობა ძებნის ფანჯარასთან აღწერილია განყოფილებაში ფილტრი.  ძებნის შედეგად ნაპოვნი სტრიქონი ხდება მიმდინარე და ფერი ეცვლება.

გვერდს ზედნადები აქვს შემდეგი სახე.

Warehouse.Documents.Income2

ამ გვერდზე ხდება ზედნადების ინფორმაციის შევსება. ეს გვერდი შედგება არააქტიური ველებისგან და მათი შევსება ავტომატურად ხდება შემოსავლების სამსახერის ვებ-გვერდიდან ზედნადების ჩამოტვირთვის დროს. 

გვერდს გატარებები აქვს შემდეგი სახე.

Warehouse.Documents.Income3

ამ გვერდზე დოკუმენტის გატარებების ფორმირება ხდება. აქ გათვალისწინებულია შემდეგი სწრაფი წვდომის ღილაკები.

გამოსახულება

დანიშნულება

add16Fone

მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.:

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ აქტიურდება გატარებების გენერირების ღილაკი wand-icon .

wand-icon

გატარებების გენერირების ღილაკი მისაწვდომია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული. სმფ ჩამონათვალის საფუძველზე ხდება გატარებების სტრიქონების შექმნა შემდეგი პრინციპით, ერთი და იგივე ანგარიშით მონიშნული სმფ სტრიქონები ჯამურად აისახება ერთი სტრიქონით როგორც დებეტი, ხოლო როგორც კრედიტი ივსება მომწოდებლის ანგარიში. სმფ შეძენის ტიპი ველის მნიშვნელობაზე დამოკიდებულად, შეიძლება კიდევ ერთი გატარება დაემატოს. თუ მონიშნულია მომწოდებლისგან ანგარიშ-ფაქტურით, მაშინ დებეტის სახით ივსება პარამეტრების გვერდიდან   ანგარიშები დღგ-ს სადებეტო ანგარიში, ხოლო კრედიტის სახით მომწოდებლის ანგარიში. თუ ტიპი ,მონიშნულია ცალმხრივი შეძენის აქტით ან ორმხრივი შეძენის აქტით, მაშინ დებეტი რჩება ცარიელი, ხოლო კრედიტის სახით ივსება პარამეტრების გვერდიდან   ანგარიშები საშემოსავლო გადასახადის კრედიტული ანგარიში. გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართული - აკრძალული) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.

რედაქტირების რეჟიმზე გადასვლით შევსებული გატარების სტრიქონის ნებისმიერი ველი, გარდა ველისა თანხა ლარში, შეიძლება რედაქტირება, ხოლო თანხა ლარში სვეტი ავტომატურად გამოითვლება თანხა ვალ. და ვალუტა სვეტების საფუძველზე.

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა , შენახვა და დახურვა , შენახვა და ახალი  ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლოშენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი  ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.

საწყობის შემოსავლის ორდერის საფუძველზე შეიძლება საგადახდო დავალების და დამატებითი ხარჯების განაწილების შექმნა. ამის შესრულებისთვის დოკუმენტების ჟურნალში ან  სმფ დოკუმენტების ჟურნალში უნდა დადგეთ შესაბამის საწყობის შემოსავლის ორდერის სტრიქონზე და კონტექსტური მენიუდან აირჩიოთ ბრძანება დოკუმენტის საფუძველზე შექმნა... შედეგად იხსნება სია საიდანაც შეგიძლიათ დოკუმენტის ტიპის არჩევა საგადახდო დავალება ან დამატებითი ხარჯების განაწილება, რომლის ძირითადი ველები შევსებულია საფუძველი დოკუმენტის შესაბამისი ველების მნიშვნელობებით.  თუ საწყობის შემოსავლის ორდერში შევსებულია ველი მომწოდებელი, მაშინ საგადახდო დავალების პარტნიორი, მიმღები და კრედიტ ანგ. N ველებში უნდა შეავსოთ მოცემული პარტნიორის კოდი, დასახელება და ანგარიშსწორების ანგარიში. ვალუტა  ველში უნდა შეავსოთ საწყობის შემოსავლის ორდერის  ვალუტა, ტანხა ვალ. საწყობის შემოსავლის ორდერის თანხის და თანხა დღგ ველების ჯამი. თანხა ლარში ექვივალენტი ლარში, კურსის სახით საწყობის შემოსავლის ორდერში მითითებული კურსი. გადახდის დანიშნულებაში ანგარიშ-ფაქტურის თანახმად სიტყვები და მომწოდებლის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის ნომერი, თუ იგი შევსებულია საწყობის შემოსავლის ორდერის ველში ზედნადების ნომერი. თუ საწყობის შემოსავლის ორდერში შევსებულია ველი მომწოდებლის ანგარიში, მაშინ ამ ველის მნიშვნელობა ივსება საგადახდო დავალების გვერდი გატარებების ველში მოკორესპონდენტო ანგარიში და ამის შემდეგ, აისახება გატარების დებეტურ ნაწილში. დოკუმენტის დამატებითი ხარჯების განაწილება შემთხვევაში უნდა შეავსოთ აგრეთვე სმფ ჩამონათვალი.

 

note შენიშვნა

საწყობის შემოსავლის ორდერი შეიძლება იმპორტირებულ იქნას MS Excel-ის IncomeImport.xls ფაილის მეშვეობით, რომელიც მდებარეობს ბიბლიოთეკაში Import  (მაგალითად C:\Program Files\Apricot Software\AS-Accountant 7\Import ):

 

იხილეთ მეტი

 სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთების შეყვანა სისტემაში AS-Accountant 7    

გატარების დამატებისას ან წაშლისას წითლდება ანგარიშის ნაშთი

შეძენის თვითღირებულების გამოთვლა