მყიდველისგან დაბრუნება

ექსპლორერი:  საწყობი > დოკუმენტები >

მყიდველისგან დაბრუნება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი მყიდველისგან დაბრუნების მეშვეობით ხორციელდება გაყიდული საქონლის ორგანიზაციაში დაბრუნება. 

დაბრუნების ორგანიზება შეიძლება წარსულში რეგისტრირებული გაყიდვის საფუძველზე, ან გაყიდვების ჟურნალიდან შესაბამისი სტრიქონების შერჩევით. ჩამონათვალი ივსება ყველა გაყიდული საქონლით და ჩამონათვალში საჭიროა მხოლოდ დასაბრუნებელი საქონლის დატოვება (მაგალითად: დაზიანებული ან ხარისხის შეუსაბაამო). სისტემა, გაყიდვის დოკუმენტზე დაყრდნობით, წყვეტს დასაბრუნებელი საქონლის პარტიას და აღნიშნულ საწყობში იმ ფასებით ახდენს შეტანას, რომლითაც ისინი იქნა გაყიდული. თუ მონიშნულია მყიდველი, მაშინ დასაბრუნებელი თანხის ოდენობით მცირდება მყიდველის დავალიანება ორგანიზაციის მიმართ.  

იმ შემთხვევაში, როდესაც გაყიდვის ჩაწერისას არ არის მითითებული საბაზო დოკუმენტი, მომხმარებელმა თვითონ უნდა განახორციელოს დაბრუნებული საქონლის შეტანა: რაოდენობის, გასაყიდი ფასის და თანხის, თვითღირებულების და პარტიის მახასიათებლების. 

დოკუმენტის ჩაწერა სრულდება ფანჯრის მეშვეობით, რომელიც შედგება 6 გვერდისგან ზოგადი, ჩამონათვალი, ზედნადები, მომწოდებელი, მყიდველი, დაგატარებები.

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია:

 

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტის მყიდველისგან დაბრუნება შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე  თარიღს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის გაყიდვები (ანგარიშ-ფაქტურა) ნომერი.სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით.  ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის დოკუმენტების ნომრები გვერდზე.

საბაზო დოკუმენტი

შეიძლება იმ დოკუმენტის მონიშვნა, რომლის საფუძველზე ხორციელდება გაყიდვა. საბაზო დოკუმენტის ასარჩევად საჭიროა დოკუმენტების ჟურნალის გახსნა, რომლისთვის საჭიროა ველის მარჯვენა მხარეს მდებარე UI.OpenWindows.DownArrow  ღილაკზე დაჭერა. ჟურნალის ფანჯრის გახსნამდე გამოდის დიალოგური ფანჯარა, სადაც უნდა მონიშნოთ საბაზო დოკუმენტის რეგისტრაციის პერიოდი, ტიპი და მდგომარეობა. საბაზოს შეიძლება წარმოადგენდეს დოკუმენტი გაყიდვები. საბაზო დოკუმენტის ამორჩევის შემთხვევაში სისტემა გვთავაზობს დოკუმენტის ველთა შევსებას საბაზო დოკუმეტის შესაბამისი ველების მნიშვნელობებით

მყიდველი

მყიდველის კოდი. თუ ცნობარში პარტნიორები მოცემული მყიდველი არ არის ჩაწერილი, შეგიძლიათ უშუალოდ ამ ფანჯრიდან დაამატოთ იგი, avelacnel ღილაკზე დაჭერით. პარტნიორის რედაქტირებისთვის დააჭირეთ ღილაკს xmbagrel.

შტრიხკოდი (F2)

საქონლის შტრიხკოდი, გამოიყენება ჩამონათვალში ახლი სტრიქონის დამატებისთვის. ველის მნიშვნელობის შეტანა შეიძლება კლავიატურიდან ან შტრიხ-კოდის წამკითხავი სკანერის გამოყენებით' საქონლის ამორჩევის სიზუსტის დასაცავად.F2 ღილაკის მეშვეობით შეიძლება ამ ველზე სწრაფი გადასვლა.

 
გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი სახე:

 

Warehouse.Documents.ReturnFromBuyer1

ველი

დანიშნულება

ვალუტა

პროდუქციის უკან დაბრუნების ვალუტა.

ვალუტის კურსი

აღნიშნული ვალუტის ექვივალენტი ლარში. ამ ველს სისტემა ავტომატურად ავსებს, ვალუტის კურსის დირექტორიაში ვალუტის კურსი მოძებნით. აქ ხდება იმგვარი სტრიქონის მოძებნა, რომლის თარიღი ემთხვევა დოკუმენტის თარიღს. თუ ამგვარი სტრიქონი არ არის, ხდება ახლოსმყოფი თარიღის სტრიქონის არჩევა. შეიძლება აგრეთვე მისი რედაქტირება. თუ ვალუტა ეროვნული ფულია, მაშინ ვალუტის კურსი და თვის  ველებში იწერება ერთი.

ხელშეკრულება

ხელშეკრულების ნომერი.

ხელშეკრულების თარიღი

ხელშეკრულების დადების თარიღი.

მყიდველის ანგარიში

მყიდველის ანგარიში. თუ შევსებულია მყიდველის ველი შევსებული ანგარიში უნდა იყოს პარტნიორების მიხედვით აღრიცხვადი.

დღგ-ს ანგარიში

დღგ-ს ანგარიში.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი. შეუძლია მნიშვნელობების მიღევა დირექტირიიდან გამონათქვამები.

 
დოკუმენტში მყიდველისგან დაბრუნება გვერდზე ჩამონათვალი  აღინიშნება

 

ველი

დანიშნულება

დღგ-ს დაანგარიშების ფორმა

დღგ-ს დაანგარიშების ფორმად გათვალისწინებულია შემდეგი შემთხვევები.  1 - დღგ-ით, 2 - დღგ-ს ჩათვლით, 3 - დაუბეგრავი დღგ და 4 - ნულოვანი დღგ.

საწყობი

ველში საწყობი შეტანილი მნიშნელობა გამოდის სმფ ახალი სტრიქონის ჩაწერისას. სმფ სტრიქონის დამატებისას სიის სვეტში საწყობი მოცემული მნიშვნელობა გამოვა.

ფასდაკლების პროცენტი

ეს ველი უნდა შეავსოთ, თუ უკან დაბრუნების დროს გამოიყენება ფასდაკლება. შევსებული ფასდაკლება გამოიყენება დოკუმენტის მთელ თანხაზე. ამ ველში შეიძლება აგრეთვე უარყოფითი მნიშვნელობის შევსება, ამ დროს ადგილი ექნება მითითებული პროცენტით გაძვირებას. დოკუმენტის საბეჭდ ფორმაში ჩანს მხოლოდ ფასდაკლებული ღირებულება.

 

Warehouse.Documents.ReturnFromBuyer2

 

ჩამონათვალის შევსებითვის გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების  add16მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და წაშლის Trash-icon16 ღილაკები.

მუშაობა ჩამონათვალში აღწერილია განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა

 

ჩამონათვალის სვეტებს აქვს შემდეგი დანიშნულება

 

ველი

დანიშნულება

ტიპი

აჩვენებს ჩამონათვალში შესავსები სტრიქონი სასაქონლო მატერიალური ფასეულობა არის, თუ ძირითადი საშუალება.

საწყობი

თუ ტიპში არჩეულია სასაქონლო მატერიალური ფასეულობა, მაშინ ეს ველი ხდება აუცილებელი. ივსება საწყობი, სადაც ხდება სმფ-ს დაბრუნება.

კოდი

სმფ-ს კოდი ან ძირითადი საშუალების საინვენტარო ნომერი.

დასახელება

სმფ-ს ან ძირითადი საშუალების დასახელება.

ერთეული

სმფ-ს ან ძირითადი საშუალების საზომი ერთეული. ავტომატურად ივსება, სმფ-ს ან ძირითადი საშუალების კოდის შევსებისას.

რაოდენობა

დაბრუნებული სმფ-ს ან ძირითადი საშუალების რაოდენობა.

ფასი / ფასი ვალ.

სმფ-ს ან ძირითადი საშუალების ერთეულის დასაბრუნებელი ფასი. თუ ვალუტა ეროვნული ფულადი ერთეულია, მაშინ ველის დასახელება არის ფასი, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასი ვალ.

თანხა / თანხა ვალ.

სმფ-ს ან ძირითადი საშუალების დასაბრუნებელი თანხა. თუ ვალუტა ლარია, მაშინ ველის დასახელება არის თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა ვალ.

დღგ

თუ მონიშვნა ჩართულია, მაშინ შევსებული სტრიქონისთვის გამოიანგარიშება დღგ.

ხარჯის ანგარიში

სმფ-ს ან ძირითადი საშუალების  დაბრუნებისას შესამცირებელი ხარჯის ანგარიში.

შემოსავლის ანგარიში

სმფ-ს ან ძირითადი საშუალების დაბრუნებიდსას შესამცირებელი შემოსავლის ანგარიში.

 

ჩამონათვალში შეიძლება ერთი და იგივე სმფ-ს ერთზე მეტჯერ ჩაწერა, ამ შემთხვევაში გამოდის შეტყობინება, ჩამონათვალში მოცემული სმფ-ს არსებობის შესახებ. 

ველი დღგ ჯამი  გამოითვლება ავტომატურად დღგ-ს გამოთვლის წესის გათვალისწინებით და არ ექვემდებარება რედაქტირებას. 

ველი საერთო თანხა ასევე გამოითვლება და ივსება ავტომატურად, შეიძლება მისი რედაქტირება.

ჩამონათვალის ნებისმიერ სტრიქონში ველთა რაოდენობა და ფასი რედაქტირება იწვევს ველის თანხა ავტომატურ ცვლილებას, ხოლო ველის თანხა რედაქტირება იწვევს ფასი ველის ცვლილებას, თუ ველი რაოდენობა არ უდრის ნულს. აღნიშნული ცვლილებებისას ავტომატურად გამოითვლება ჩამონათვალის ყველა სტრიქონის ჯამი, სწორდება ველები თანხა დღგ და საერთო თანხა. ველის ფასი შევსებისას, ყველა შემთხვევაში, ველიდან გამოსვლისას გაითვალისწინება ველების დღგ-ს გაანგარიშების ფორმა მნიშვნელობა და საჭიროების შემთხვევაში ხდება ველის ფასი გადაანგარიშება დღგ-ს ოდენობის გამოკლებით.  ველის თანხა რედაქტირება იწვევს ველის თანხა დღგ ცვლილებას მისი არ შემცირების პირობით.

 

გვერდზე ზედნადები ხდება მოცემული დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის შეყვანა, რომელიც საჭიროა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდისთვის.

 

Warehouse.Documents.ReturnFromBuyer3

 

ზედნადების შეიცავს შემდეგ ველებს:

 

ველი

დანიშნულება

ზედნადების ნომერი

ივსება ზედნადების ნომერი. იგი არააქტიური ველია, ავტომატურად ივსება მას შემდეგ რაც ხდება ზედნადების RS.GE-ზე ატვირთვა.

ზედნადების ID

ივსება ზედნადების ID. იგი არააქტიური ველია, ავტომატურად ივსება მას შემდეგ რაც ხდება ზედნადების RS.GE-ზე ატვირთვა.

ა/ფ ნომერი

ივსება ანგარიშ-ფაქტურის ნომერი. იგი არააქტიური ველია, ავტომატურად ივსება მას შემდეგ რაც ხდება ანგარიშ-ფაქტურის შექმნა.

ანგარიშ-ფაქტურის ID

ივსება ანგარიშ-ფაქტურის ID. იგი არააქტიური ველია, ავტომატურად ივსება მას შემდეგ რაც ხდება ანგარიშ-ფაქტურის შექმნა.

ზედნადების ტიპი

ასარჩევი ტიპის ველია. შესაძლებელია არჩეული იქნას ზედნადების შემდეგი ტიპები: 1 ტრანსპორტირების გარეშე, 2 ტრანსპორტირებით.

ტრანსპ. დაწყების მისამართი

მისამართი, საიდანაც იწყება ტრანსპორტირება.

ტრანსპ. დასრულების მისამართი

მისამართი, სადაც მთავრდება ტრანსპორტირება.

ტრანსპორტირების სახე

ამ ველში ზედნადების ტიპის - ტრანსპორტირებით არჩევის შემთხვევაში ივსება სატრანსპორტო საშუალების ტიპი. ესენია: 1 საავტომობილო, 2 სარკინიგზო, 3 საავიაციო, 4 სხვა, 6 საავტომობილო უცხო ქვეყნის.

უცხო ქვეყნის მოქალაქე

ინიშნება, თუ მძღოლი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მძღოლის პ/ნ

ივსება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პ/ნ.

მძღოლის სახელი და გვარი

ივსება მძღოლის სახელი და გვარი.

ა/მ ნომერი

ივსება სატრანსპორტო საშუალების ნომერი. ეს ველი შესაძლებელია ჩავწეროთ ხელით, ან მოვახდინოთ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან მისი იმპორტირება.

მისაბმელი

ივსება მისაბმელის სარეგისტრაციო ნომერი.

ტრანსპ. ხარჯი (გადამხდელი)

ასარჩევი ტიპის ველია. შესწაძლებელია არჩეულ იქნას: 1 გამყიდველი, 2 მყიდველი.

ტრანსპ. ხარჯი (თანხა)

ივსება ტრანსპორტირების თანხა.

ტრანსპ. დაწყების თარიღი

ივსება ტრანსპორტირების დაწყების რიცხვი/თვე/წელი საათი/წუთი

ჩამბარებელი

პიროვნება, რომელმაც ჩააბარა საქონელი.

მიმღები

პიროვნება, რომელმაც ჩაიბარა საქონელი.

 

გვერდზე მომწოდებელი შეივსება მომწოდებლის მონაცემები. ამ ველთა მნიშვნელობები შეივსება  პარამეტრების გვერდზე ორგანიზაცია შევსებული მონაცემების ბაზაზე და არ ექვემდებარება შემოწმებას. მათი წაშლა ან ჩანაცვლება შეიძლება სხვა მონაცემებით. ამ გვერდს აქვს შემდეგი ხედი.

 

Warehouse.Documents.ReturnFromBuyer4

 

ველი

დანიშნულება

დასახელება

მომწოდებლის დასახელება.

იურ. მისამართი

ორგანიზაციის იურიდიული მისამართი.

ფაქტ. მისამართი

იმ ადგილის მისამართი სადაც ორგანიზაცია აწარმოებს მის საქმიანობას. წინასწარგანსაზღვრულად სისტემა გთავაზობთ ჩვენი საწყობის მისამართს. მიმაგრებული ჩამონათვალიდან შეიძლება მისამართებიდან რომელიმე ერთის არჩევა.

ანგარიშსწორების ანგარიში

ბანკში ანგარიშსწორების ანგარიშის ნომერი.

საიდენტ. N

გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.

მენეჯერის თანამდებობა

დოკუმენტის ხელმომწერი მენეჯერის თანამდებობა.

მენეჯერის ს.გ.

მენეჯერის სახელი და გვარი.

ბუღალტრის თანამდებობა

დოკუმენტის ხელმომწერი ბუღალტრის თანამდებობა.

ბუღალტრის ს.გ.

ბუღალტრის სახელი და გვარი.

 

გვერდი მყიდველის ველები გვერდი მომწოდებლის ველებს იმეორებს, ეს ველები უნდა შეავსოთ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი ფიზიკური პირია.

 

Warehouse.Documents.ReturnFromBuyer5

 

ველი

დანიშნულება

დასახელება

მყიდველის დასახელება.

იურ. მისამართი

ორგანიზაციის იურიდიული მისამართი.

ფაქტ. მისამართი

იმ ადგილის მისამართი სადაც ორგანიზაცია აწარმოებს მის საქმიანობას. წინასწარგანსაზღვრულად სისტემა გთავაზობთ დირექტორიის პარტნიორი ველის ფაქტიური მისამართი  მნიშვნელობას. მიმაგრებული ჩამონათვალიდან შეიძლება მისამართებიდან რომელიმე ერთის არჩევა.

ანგარიშსწორების ანგარიში

ბანკში ანგარიშსწორების ანგარიშის ნომერი.

საიდენტ. N

გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.

უცხო ქვეყნის მოქალაქე

ინიშნება, თუ მყიდველი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მენეჯერის თანამდებობა

დოკუმენტის ხელმომწერი მენეჯერის თანამდებობა.

მენეჯერის ს.გ.

მენეჯერის სახელი და გვარი.

ბუღალტრის თანამდებობა

დოკუმენტის ხელმომწერი ბუღალტრის თანამდებობა.

ბუღალტრის ს.გ.

ბუღალტრის სახელი და გვარი.

 

გვერდს გატარებები აქვს შემდეგი ხედი.

 

Warehouse.Documents.ReturnFromBuyer6

გვერდზე გატარებები არის შემდეგი ღილაკები

გამოსახულება

დანიშნულება

add16Fone

მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.:

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ აქტიურდება გატარებების გენერირების ღილაკი wand-icon .

wand-icon

გატარებების გენერირების ღილაკი მისაწვდომია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული. სმფ გაყიდვიდან მოგების ან მომსახურების მიწოდების გატარებები, სადაც დებეტში ივსება მყიდველის ანგარიში, ხოლო კრედიტში მოგების ანგარიში, დღგ-ს გატარებები, სადაც შესაბამისად ვავსებთ მყიდველის ანგარიშს და დღგ-ს ანგარიშს.

გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართული - აკრძალული) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.  

 

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა , შენახვა და დახურვა , შენახვა და ახალი  ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლო შენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი  ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.

გაყიდვების დოკუმენტის საფუძველზე შეიძლება სალაროს შემოსავლის ორდერის შექმნა.  შედეგად იხსნება ახალი სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლის ძირითადი ველები შევსებულია ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისი ველების მნიშვნელობებით. ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე სალაროს შემოსავლის ორდერის შესაქმნელად დოკუმენტების ჟურნალში მოცემული ანგარიშ-ფაქტურის კონტექსტური მენიუდან უნდა აირჩიოთ ბრძანება დოკუმენტის საფუძველზე შექმნა...  

 

იხილეთ მეტი

როგორ დავამატოთ ლოგო ზედნადების ფორმაში

გატარების დამატებისას ან წაშლისას წითლდება ანგარიშის ნაშთი  

რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გადახრა სინთეტიკური ანგარიშების და სმფ ნაშთებს შორის