სმფ გადაფასება

ექსპლორერი:  საწყობი > დოკუმენტები >

სმფ გადაფასება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი სმფ გადაფასება გამოიყენება სასაქონლო მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების გადაფასებითვის. დოკუმენტის გახსნისას გამოდის შეტყობინება იმის შესახებ, რომ მოცემული ოპერაცია ხორციელდება უწყისიდან ცნობა სმფ არსებობის შესახებ. Ok ღილაკზე დაჭრით და შესაბამისი ბრძანების გამოყენებით იხსნება დოკუმენტი, რომელიც შედგება 2 გვერდისგან: ზოგადი და დატარებები.

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია.

ველი

დანიშნულება

თარიღი

გადაფასების თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკის დაჭერით. ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის დოკუმენტების ნომრები გვერდზე.

გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი სახე.

Warehouse.Documents.Revaluation1

ველი

დანიშნულება

ახალი ფასწარმოქმნის მეთოდი

სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ახალი ფასის ფორმირება შეიძება შემდეგი მეთოდებიდან ერთის არჩევით: 1 კოეფიციენტი, 2 ფასების სია, 3 დისტრიბუციის თანხა, 4 ფიქსირებული ფასი. არჩეული მეთოდიდან გამომდინარე გამოდის შესაბამისი ველები:

1-კოეფიციენტი შემთხვევაში გამოდის ველი კოეფიცინეტი, რომლის საფუძველზე გამოითვლება სმფ ახალი ფასი.

2-ფასების სია შემთხვევაში გამოდის ველი თარიღი და ფასის ტიპი. ახალი ფასის სახით აღნიშნული თარიღის მდგომარეობით, მოცემული ფასის ტიპით სმფ -თვის დადგენილი ფასი იწერება.

3-დისტრიბუციის თანხა შემთხვევაში გამოდის ველები თანხა და დისტრიბუციის ბაზა. სმფ ახალი ფასი ფორმირდება თანხის განაწილებით ამორჩეული განაწილების საფუძვლის თანახმად. უკანასკნელი შეიძლება იყოს 1 - თანხობრივი ან 2 - რაოდენობრივი.

4-ფიქსირებული ფასი შემთხვევაში გამოდის ველი ფასი, აქ მითითებული ღირებულება შეიძლება განსაზღვრულ იქნას, სიის ყველა საქონლის ახალ ფასად.

გადაფასების ანგარიში

გადაფასების ანგარიში, ივსება პარამეტრების ჩანართიდან ანგარიშები, რომლის რედაქტირება ნებადართულია.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი.

ამ გვერდზე აგრეთვე უნდა შეავსოთ იმ სმფ-ების ჩამონათვალი რომლის გადაფასება გსურთ. აქ ახალი სტრიქონის დამატება ან კოპირება შეუძლებელია. სტრიქონის წასაშლელად გათვალისწინებულია ღილაკი Trash-icon16. ჩამონათვალის სვეტები ივსება ცნობა სმფ პარტიის არსებობის შესახებ უწყისის შესაბამისი ველების მნიშვნელობებით. რედაქტირებას ექვემდებარება მხოლოდ რაოდენობა და ახალი ფასი ველები. 
ველთა დანიშნულებები შემდეგია

ველი

დანიშნულება

საწყობი

საწყობის კოდი.

კოდი

სმფ კოდი.

დასახელება

სმფ დასახელება.

ერთეული

სმფ საზომი ერთეული.

რაოდენობა

სასაქონლო მატერიალური ფასეულობის გადასაფასებელი რაოდენობა. იგი არ უნდა აღემატებოდეს სმფ-ს მიმდინარე რაოდენობას.

მიმდინარე ფასი

სმფ აღრიცხვის ფასი საწყობში.

ახალი ფასი

სმფ ახალი ფასი. აუცილებელი ველია.

ანგარიში

ანგარიში, სადაც აისახება სმფ გადაფასებიდან სხვაობა.

 

გვერდს გატარებები აქვს შემდეგი სახე.

Warehouse.Documents.Revaluation2

ამ გვერდზე ხდება დოკუმენტის გატარებების ფორმულირება.

გვერდზე გატარებები არის შემდეგი ღილაკები.

გამოსახულება

დანიშნულება

add16Fone

მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.:

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ აქტიურდება გატარებების გენერირების ღილაკი wand-icon .

wand-icon

გატარებების გენერირების ღილაკი მისაწვდომია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული. ხდება გატარებების შექმნა შემდეგი პრინციპით, თუ სმფ ახალი ფასი მეტია ძველ ფასზე, მაშინ დებეტში ივსება სმფ ანგარიში, ხოლო კრედიტში გადაფასების ანგარიში, წინააღმდეგ შემთხვევაში დებეტ და კრედიტ ანგარიშების ადგილები იცვლება. ველში თანხა ვალ. ივსება სმფ ძველის და ახალი თანხების სხვაობის აბსოლუტური მნიშვნელობა.

გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართული - აკრძალული) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.

 

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა , შენახვა და დახურვა , შენახვა და ახალი  ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლოშენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი  ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.

 

იხილეთ მეტი

რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გადახრა სინთეტიკური ანგარიშების და სმფ ნაშთებს შორის

გატარების დამატებისას ან წაშლისას წითლდება ანგარიშის ნაშთი