მალც.საგ.-ების შეძენა და ექსპლუატაცია

ექსპლორერი:  მალცვეთადი საგნები > დოკუმენტები >

მალც.საგ.-ების შეძენა და ექსპლუატაცია

Previous pageReturn to chapter overviewNext page

მალც.საგ.-ების შეძენა და ექსპლუატაცია დოკუმენტი გამოიყენება მალცვეთადი საგნების უშუალოდ შეძენის მომენტიდან სტრუქტურულ ქვედანაყოფებში ექსპლუატაციისთვის გადაცემისთვის. ეს დოკუმენტი შედგება 4 გვერდისგან ზოგადი, მალცვეთადი საგნების ჩამონათვალი, დამატებითი და გატარებები.

მთავარ ნაწილში შემდეგი ველებია შესავსები.

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტის მალც.საგ.-ების შეძენა და ექსპლუატაციის შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის მალც.საგ.-ების შეძენა და ექსპლუატაციის ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით. ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის დოკუმენტების ნომრები გვერდზე.

ადგილმდებარეობა

სტრუქტურული დანაყოფი, სადაც უნდა მოხდეს მალცვეთადი საგნების შეტანა.

მატ.პასუხ.პირი

მალც.საგ.-ის მატ.პასუხ. თანამშრომელი.

გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი სახე.

QWIncome

ველი

დანიშნულება

ვალუტა

მალცვეთადი საგნების შეძენის ვალუტა.

ვალუტის კურსი

აღნიშნული ვალუტის ექვივალენტი ლარში. ამ ველს სისტემა ავტომატურად ავსებს, ვალუტის კურსის დირექტორიაში ვალუტის კურსი მოძებნით. აქ ხდება იმგვარი სტრიქონის მოძებნა, რომლის თარიღი ემთხვევა დოკუმენტის თარიღს. თუ ამგვარი სტრიქონი არ არის, ხდება ახლოსმყოფი თარიღის სტრიქონის არჩევა. შეიძლება აგრეთვე მისი რედაქტირება. თუ ვალუტა ეროვნული ფულია, მაშინ ვალუტის კურსი და თვის  ველებში იწერება ერთი.

მომწოდებელი

მომწოდებლის კოდის შევსება. ამ ველის მნიშვნელობიდან გამომდინარე შეივსება ველი დასახელება, რომლის რედაქტირება ნებადართულია. თუ დირექტორიაში პარტნიორები მოცემული პარტნიორი არ არის რეგისტრირებული, შეიძლება მისი დამატება უშუალოდ ამ ფანჯრიდან avelacnel ღილაკზე დაჭერით. პარტნიორის რედაქტირებისთვის დააჭირეთ xmbagrel ღილაკს. თუ მომწოდებლის კოდი შევსებულია, მაშინ ველი მომწოდებლის ანგარიშის შესავსებად სისტემა შემოგთავაზებთ მხოლოდ იმ ანგარიშების სიას, რომელთათვისაც აღრიცხვა პარტნიორთა მიხედვით ნებადართულია.

დასახელება

მომწოდებლის დასახელება.

მომწოდებლის ანგარიში

ამ ველში მომწოდებლის ანგარიში უნდა შეავსოთ. თუ ველი მომწოდებელი შევსებულია მაშინ ამ ველში შეტანილი ანგარიში უნდა იყოს იმგვარი რომლისთვისაც აღრიცხვა პარტნიორთა მიხედვით ნებადართულია.

გადახდილი ავანსის ანგარიში

ეს ველი გათვალისწინებულია მომწოდებლისთვის გადახდილი ავანსის და მისი საკრედიტო დავალიანების გადახურვისთვის. თუ არსებობს გადახდილი ავანსი, რომელიც გსურთ ავტომატურად გადახუროთ კრედიტორულ დავალიანებასთან ერთად, მაშინ ამ ველში უნდა შეავსოთ ავანსის ანგარიში. ამის შემდეგ, გატარებების გვერდზე wand-icon ღილაკის მეშვეობით გატარებების ავტომატური გენერირებისას, მიღებულ მომსახურეობებზე კრედიტორული დავალიანების ასახვის გარდა გამოვა კიდევ ერთი გატარება, რომლის დებეტში მომწოდებლის ანგარიშია, კრედიტში გადახდილი ავანსის ანგარიში. ამ გატარების თანხა უდრის ავანსის და საკრედიტო დავალიანების ანგარიშების თანხებიდან მინიმალურს.

ზედნადების N

ზედნადების ნომრის შევსება. ამ ველის მნიშვნელობა გამოიყენება

თარიღი

ზედნადების თარიღის შევსება.  

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი.

გვერდს მალცვეთადი საგნების ჩამონათვალი აქვს შემდეგი სახე.

QWIncome1

ამ გვერდზე უნდა შეავსოთ შესატანი მალცვეთადი საგნების სია და მათი შეძენის ფორმა.

ველი

დანიშნულება

მალ.საგ. შეძენის ტიპი

მალ.საგ. შეძენის სახეობებს წარმოადგენს მომწოდებლისგან ანგარიშ-ფაქტურით და გადასახადების გარეშე. არჩეული სახეობიდან გამომდინარე გატარებები გვერდზე გატარებების გენერირება ღილაკის wand-icon დახმარებით ხდება შესაბამისი გატარებების გენერირება.

note შენიშვნა: ცნობა საგადასახადო ანგარიშების თაობაზე ანგარიშგებაში გაიხსნება მომწოდებლისგან მიღებული ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები, თუ მალ.საგ. შეძენის ტიპი მონიშნულია მომწოდებლისგან ანგარიშფაქტურით.

დღგ-ს დაანგარიშების ფორმა

ეს ველი აქტიურია, როდესაც მალ.საგ. შეძენის ტიპი ველში მონიშნულია მომწოდებლისგან ანგარიშ-ფაქტურით. ამ ველს შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება 1 - დღგ-ით, 2-  დღგ-ს ჩათვლით, 3- დაუბეგრავი დღგ, 4 - ნულოვანი დღგ.

დღგ ჯამი

ამ ველში შეძენილი მალცვეთადი საგნების თანხებზე დაყრდნობით ავტომატურად ივსება დღგ-ს თანხა, რომლის რედაქტირება შესაძლებელია. დოკუმენტებში გატარებების ავტომატური გენერირებისას დღგ-ს თანხის სახით სისტემა გვთავაზობს ამ ველში მითითებულ თანხას.

ცნობა საგადასახადო ანგარიშების თაობაზე უწყისში მოცემული ანგარიშის დღგ-ს თანხის სახით ჩაიწერება კვლავ ეს რიცხვი.

მალცვეთადი საგნების ჩამონათვალს აქვს შემდეგი სვეტები.

სვეტი

დანიშნულება

კოდი

მალცვეთადი საგნის კოდი. თუ ცნობარში სასაქონლო მატერიალური ფასეულობები მოცემული მალცვეთადი საგანი არ არის ჩაწერილი, მისი დამატება უშუალოდ ამ ფანჯრიდან შეიძლება avelacnel ღილაკზე დაჭერით. მალცვეთადი საგნის მონაცემების რედაქტირებისთვის დააჭირეთ xmbagrel ღილაკს.

დასახელება

მალცვეთადი საგნის დასახელება

ერთეული

საზომი ერთეული

რაოდენობა

შესატანი რაოდენობა

ფასი/ფასი ვალ.

ფასი ლარში ან ვალუტაში. თუ ვალუტა ეროვნული ლარია ამ სვეტის დასახელბა არის ფასი, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასი ვალ.

თანხა/თანხა ვალ.

თანხა ლარში ან ვალუტაში. თუ ვალუტა ეროვნული ლარია ამ სვეტის დასახელბა არის თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა ვალ.

დღგ

თუ მონიშვნა ჩართულია, მაშინ შევსებული სტრიქონისთვის გამოიანგარიშება დღგ.

ანგ. ხარჯი

მალცვეთადის საგნის ხარჯვის ანგარიში.

 

სიის შევსებისას გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების add16 , მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და წაშლის  Trash-icon16  ღილაკები.

ჩამონათვალში მუშაობა აღწერილია განყოფილებაში მუშაობა დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებთან . 

წაშლის ღილაკი შლის მიმდინარე სტრიქონს გაფრთხილების გარეშე. სტრიქონის რედაქტირება მიმდინარეობს სტრიქონიდან. მალცვეთადი საგნების ჩამონათვალში ახალი სტრიქონის დამატების ან მიმდინარე სტრიქონის რედაქტირებისას, ფასი ან რაოდენობა ველების შევსებისას, ავტომატურად აღირიცხება და ივსება ველი თანხა.  მალცვეთადი საგნების ჩამონათვალში ერთი და იგივე მალცვეთადი საგნის ერთზე მეტი სტრიქონის ქონაა ნებადართული, მხოლოდ მოწმდება, რომ ერთი და იგივე მალცვეთადი საგნის ერთი იგივე ფასად მხოლოდ ერთი სტრიქონის იყოს, ხარჯის ანგარიშზე დამოუკიდებლად. მიმდინარე სტრიქონის რედაქტირებისას ნებადართულია მხოლოდ ველების კოდი, რაოდენობა, ფასი და ხარჯის ანგარიში რედაქტირება.

ჩამონათვალში საჭირო სტრიქონების მოსაძებნად გამოიყენება ძებნის ბრძანება CTRL+F ღილაკების კომბინაციის აკრეფით. მუშაობა ძებნის ფანჯარასთან აღწერილია განყოფილებაში ფილტრი.  ძებნის შედეგად ნაპოვნი სტრიქონი ხდება მიმდინარე და ფერი ეცვლება.

გვერდს დამატებითი აქვს შემდეგი სახე.

QWIncome2

ამ გვერდზე მალ.საგ.-ის ზედნადების დოკუმენტის დამატებითი მონაცემების შევსება წარმოებს.

ველი

დანიშნულება

მინდობილობა

მინდობილობის ნომერი.

შუამავალი

შუამავალი, მისი არჩევა შეგიძლიათ სიიდან გამონათქვამები.

მთავარი ბუღალტერი

მთავარი ბუღალტრის ს.გ. სისტემის პარამეტრებიდან ივსება, შეიძლება რედაქტირება.

   ნება დართო

ნების დამრთველის სახელი და გვარი, მისი არჩევა შეგიძლიათ სიიდან გამონათქვამები.

მიიღო

მატ.პასუხისმგებელი პირი, ეს ველი ივსება შემოსავლის საწყობის შევსებისას, შეიძლება რედაქტირება.

გვერდს გატარებები აქვს შემდეგი სახე.

QWIncome3

ამ გვერდზე დოკუმენტის გატარებების ფორმირება ხდება. აქ გათვალისწინებულია შემდეგი სწრაფი წვდომის ღილაკები.

გამოსახულება

დანიშნულება

add16Fone

მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.:

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ აქტიურდება გატარებების გენერირების ღილაკი wand-icon .

wand-icon

გატარებების გენერირების ღილაკი მისაწვდომია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული. მალცვეთადი საგნების ჩამონათვალის საფუძველზე ხდება გატარებების სტრიქონების შექმნა შემდეგი პრინციპით, ერთი და იგივე ანგარიშით მონიშნული მალცვეთადი საგნების სტრიქონები ჯამურად აისახება ერთი სტრიქონით როგორც დებეტი, ხოლო როგორც კრედიტი ივსება მომწოდებლის ანგარიში. მალცვეთადი საგნის შეძენის ტიპი ველის მნიშვნელობაზე დამოკიდებულად, შეიძლება კიდევ ერთი გატარება დაემატოს. თუ მონიშნულია მომწოდებლისგან ანგარიშ-ფაქტურით, მაშინ დებეტის სახით ივსება პარამეტრების გვერდიდან   ანგარიშები დღგ-ს სადებეტო ანგარიში, ხოლო კრედიტის სახით მომწოდებლის ანგარიში. თუ ტიპი ,მონიშნულია ცალმხრივი შეძენის აქტით ან ორმხრივი შეძენის აქტით, მაშინ დებეტი რჩება ცარიელი, ხოლო კრედიტის სახით ივსება პარამეტრების გვერდიდან   ანგარიშები საშემოსავლო გადასახადის კრედიტული ანგარიში. ბოლო გატარების სახით შემოთავაზებულია ბალანსგარეშე გატარება, მათ შორის ეს გამოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პარამეტრების გვერდზე ანგარიშები შევსებულია ექსპ. მყოფი იაფი ძირ.საშ.-ების და მალც.საგ.-ების ანგარიში, ბალანსგარე ანგარიშებთა კორეს.-თვის ანგარიშებიდან ერთ ერთი მაინც.   გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართული - აკრძალული) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.

რედაქტირების რეჟიმზე გადასვლით შევსებული გატარების სტრიქონის ნებისმიერი ველი, გარდა ველისა თანხა ლარში, შეიძლება რედაქტირება, ხოლო თანხა ლარში სვეტი ავტომატურად გამოითვლება თანხა ვალ. და ვალუტა სვეტების საფუძველზე.

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა , შენახვა და დახურვა , შენახვა და ახალი  ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლოშენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი  ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.

მალც.საგ.-ების შეძენა და ექსპლუატაცია დოკუმენტის საფუძველზე შეიძლება საგადახდო დავალების და დამატებითი ხარჯების განაწილების შექმნა. ამის შესრულებისთვის დოკუმენტების ჟურნალში ან  სმფ დოკუმენტების ჟურნალში უნდა დადგეთ შესაბამის მალც.საგ.-ის შეძენა და ექსპლუატირების სტრიქონზე და კონტექსტური მენიუდან აირჩიოთ ბრძანება დოკუმენტის საფუძველზე შექმნა... შედეგად იხსნება ახალი საგადახდო დავალება, რომლის ძირითადი ველები შევსებულია საფუძველი დოკუმენტის შესაბამისი ველების მნიშვნელობებით.  თუ საწყობის შემოსავლის ორდერში შევსებულია ველი მომწოდებელი, მაშინ საგადახდო დავალების პარტნიორი, მიმღები და კრედიტ ანგ. N ველებში უნდა შეავსოთ მოცემული პარტნიორის კოდი, დასახელება და ანგარიშსწორების ანგარიში. ვალუტა  ველში უნდა შეავსოთ მალც.საგ.-ების შეძენა და ექსპლუატაციის ვალუტა, თანხა ვალ. მალც.საგ.-ების შეძენა და ექსპლუატირების თანხის და თანხა დღგ ველების ჯამი. თანხა ლარში ექვივალენტი ლარში, კურსის სახით მალც.საგ.-ების შეძენა და ექსპლუატირებაში მითითებული კურსი. გადახდის დანიშნულებაში ანგარიშ-ფაქტურის თანახმად სიტყვები და მომწოდებლის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის ნომერი, თუ იგი შევსებულია მალც.საგ.-ების შეძენა და ექსპლუატაციის ველში ზედნადების ნომერი. თუ მალც.საგ.-ების შეძენა და ექსპლუატაცია შევსებულია ველი მომწოდებლის ანგარიში, მაშინ ამ ველის მნიშვნელობა ივსება საგადახდო დავალების გვერდი გატარებების ველში მოკორესპონდენტო ანგარიში და ამის შემდეგ, აისახება გატარების დებეტურ ნაწილში. 

იხილეთ მეტი

გატარების დამატებისას ან წაშლისას წითლდება ანგარიშის ნაშთი