თანამშრომლები

ექსპლორერი:  ხელფასი > დირექტორიები >

თანამშრომლები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

თანამშრომლების საანკეტო, საკანონმდებლო და საპასპორტე მონაცემების დირექტორიაა. დირექტორია თანამშრომლები შედგება ოთხი გვერდისგან. ესენია: ზოგადი, საკანონმდებლო, მისამართები და  სხვა მონაცემები. 

ძირითადი ნაწილის ველები შემდეგია:

ველი

დანიშნულება

ტაბელური ნომერი

აუცილებელი ველია, თანამშრომლის ტაბელური ნომერია. ახალი თანამშრომლის დამატებისას რიგითი ნომრის სახით სისტემა გვთავაზობს მომდევნოს, რომელიც გამოითვლება ბოლოს დამატებული თანამშრომლის ტაბელური ნომრიდან.

სახელი, გვარი

თანამშრომლის გვარი და გვარი. აუცილებელი ველია.

პირადი ნომერი

თანამშრომლის პირადი ნომერი. ივსება 11 ნიშნა ნომერი.

 

გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი ველები. 

ველი

დანიშნულება

დეპარტამენტი

დეპარტამენტის კოდი. აუცილებელი  ველია.

თანამდებობა

თანამდებობის კოდი.

თანამდებობის დასაწყისი

თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი.

სპეციალობა

სპეციალობის კოდი.

სქესი

თანამშრომლის სქესი.

დაბადების თარიღი

თანამშრომლის დაბადების თარიღი.

ხელშეკრულების ტიპი

თანამშრომელთან ხელშეკრულების ტიპი. შრომითი  ან სამოქალაქო. აუცილებელი ველია.

ძირითადი დარიცხვა

თანამშრომლის ძირითადი დარიცხვის კოდი. იგი ავტომატურად ივსება.

მიღების თარიღი

თანამშრომლის სამსახურში მიღების თარიღი.

სამსახ. მიღების ბრძანების N

თანამშრომლის სამსახურში მიღების ბრძანების ნომერი.

განთავისუფლების თარიღი

თანამშრომლის სამსახურიდან განთავისუფლების თარიღი.

სამს. განთავისუფლების ბრძანების N

თანამშრომლის სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების ნომერი.

გვერდს საკანონმდებლო აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

საქართველოს მოქალაქე (რეზიდენტი)

თანამშრომლის რეზიდენტობის მითითება.

საშემოსავლო გადასახადის დაქვითვა

თანამშრომლისგან საშემოსავლოს დაქვითვა. გადასახადი იქვითება იმ დარიცხვებიდან, რომელთათვისაც მონიშნულია სტრიქონი საშემოსავლო იქვითება.

თანამშრომლის საპენსიო გადასახადის ვალდებულება

თანამშრომლისგან საპენსიო დაქვითვა. გადასახადი იქვითება იმ დარიცხვებიდან, რომელთათვისაც მონიშნულია სტრიქონი თანამშრომლის საპენსიო იქვითება.

ორგანიზაციის საპენსიო გადასახადის ვალდებულება

ორგანიზაციის საპენსიო გადასახადის დარიცხვა. გადასახადი ირიცხება იმ დარიცხვებიდან, რომელთათვისაც მონიშნულია სტრიქონი ორგანიზაციის საპენსიო ირიცხება.

სახელფასო ფონდის ანგარიში

სინთეტიკური ანგარიში. ბუღალტრული გატარებების ჩაწერისას ამ ანგარიშის კრედიტში აისახება თანამშრომლისთვის გაანგარიშებული დარიცხვების თანხები, ხოლო დებეტში გადასახადების, გადახდების და სხვა დაქვითვების თანხები.

ფიზ.პირი (პარტნიორი)

თანამშრომელთან დაკავშირებული პარტნიორის კოდი. თუ დირექტორიაში პარტნიორები მოცემული პარტნიორი არ არის დარეგისტრირებული, მაშინ შესაძლებელია მისი ამ ფანჯრიდან დამატება: ღილაკზე + ხელის დაჭერით. შეთავაზებული იქნება ახალი პარტნიორის შექმნა თანამშრომლის ტაბელური ნომრით, სადაც ავტომატურად შეივსება მისი სახელი, მისამართი, პასპორტის მონაცემები, საბანკო ანგარიში და ტელეფონის ნომერი. პარტნიორის დასარედაქტირებლად დავაჭიროთ ღილაკს xmbagrel. ეს ველი ივსება იმ შემთხვევაში, თუ სახელფასო ფონდის ანგარიში არის პარტნიორების მიხედვით აღრიცხვადი.  

გვერდი მისამართები შეცავს შემდეგ ველებს.

ველი

დანიშნულება

რეგისტრაციის ადგილი საქართველო

სტრიქონი იმ შემთხვევაში უნდა მონიშნოთ, როდესაც თანამშრომლის რეგისტრაციის ადგილს საქართველო წარმოადგენს.

რეგიონი

თანამშრომლის რეგისტრაციის რეგიონის კოდი. ეს ველი უნდა შეავსოთ როდესაც თანამშრომლის რეგისტრაციის ადგილს საქართველო წარმოადგენს.

რაიონი

თანამშრომლის რეგისტრაციის რაიონის დასახელება. ეს ველი უნდა შეავსოთ როდესაც თანამშრომლის რეგისტრაციის ადგილს საქართველო წარმოადგენს.

ქალაქი, დასახლება, სოფელი.

თანამშრომლის რეგისტრაციის ქალაქის, დასახლების ან სოფლის შევსება. ეს ველი უნდა შეავსოთ როდესაც თანამშრომლის რეგისტრაციის ადგილს საქართველო წარმოადგენს.

ქუჩა, სახლი/შენობა, ბინა

თანამშრომლის რეგისტრაციის ადგილის შევსება შემდეგი თანმიმდევრობით: ქუჩის დასახელება, სახლის/შენობის ნომერი, ბინის ნომერი. ეს ველი უნდა შეავსოთ როდესაც თანამშრომლის რეგისტრაციის ადგილს საქართველო წარმოადგენს.

საცხ. იგივეა რაც რეგ.ადგილი

იმ შემთვევაში უნდა მონიშნოთ, თუ თანამშრომლის რეგისტრაციის ადგილი ემთხვევა საცხოვრებელ ადგილს. თუ მონიშნულია ქვევით მოყვანილი სტრიქონები რჩება ცარიელი.

საცხოვრებელი ადგილი საქართველო

სტრიქონი იმ შემთხვევაში უნდა მონიშნოთ, როდესაც თანამშრომლის საცხოვრებელ ადგილს საქართველო წარმოადგენს.

რეგიონი

თანამშრომლის საცხოვრებელი რეგიონის კოდი. ეს ველი უნდა შეავსოთ როდესაც თანამშრომლის საცხოვრებელ ადგილი არ ემთხვევა რეგისტრაციისას.

რაიონი

თანამშრომლის საცხოვრებელი რაიონის დასახელება. ეს ველი უნდა შეავსოთ როდესაც თანამშრომლის საცხოვრებელ ადგილი არ ემთხვევა რეგისტრაციისას.

ქალაქი, დასახლება, სოფელი

თანამშრომლის საცხოვრებელი ქალაქის, დასახლების ან სოფლის შევსება. ეს ველი უნდა შეავსოთ როდესაც თანამშრომლის საცხოვრებელ ადგილი არ ემთხვევა რეგისტრაციისას.

ქუჩა, სახლი/შენობა, ბინა

თანამშრომლის საცხოვრებელი მისმართის შევსება. ეს ველი უნდა შეავსოთ როდესაც თანამშრომლის საცხოვრებელ ადგილი არ ემთხვევა რეგისტრაციისას.

ქვეყანა

თანამშრომლის საცხოვრებელის ქვეყნის კოდი ISO-3166-1 ქვეყნების კლასიფიკატორის მიხედვით.  ეს ველი უნდა შეავსოთ როდესაც თანამშრომლის საცხოვრებელ ადგილს საქართველო არ წარმოადგენს.

მისამართი

თანამშრომლის საზღვარგარეთ საცხოვრებელი მისამართების შევსება. ეს ველი უნდა შეავსოთ როდესაც თანამშრომლის საცხოვრებელ ადგილს საქართველო არ წარმოადგენს.

საფოსტო N

თანამშრომლის საზღვარგარეთ საცხოვრებელი საფოსტო ნომრების შევსება. ეს ველი უნდა შეავსოთ როდესაც თანამშრომლის საცხოვრებელ ადგილს საქართველო არ წარმოადგენს.

გვერდს სხვა მონაცემები აქვს შემდეგი ველები:

ველი

დანიშნულება

თანაშმრომლის ანგარიში ბანკში

თანამშრომლის საბანკო ანგარიშის ნომერი. გამოიყენება ხელფასის საგადახდო სიის ამობეჭდვისას.

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ტიპი

პირადობის დამადასტირებელი დოკუმენტის ტიპი. შესაძლებელია აირჩიოთ: 1 საიდენტიფიკაციო ბარათი, 2 საქართველოს პასპორტი, 3 დაბადების მოწმობა, 4 უცხოური პასპორტი

დოკუმენტის ნომერი

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი.

გაცემის თარიღი

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის თარიღი

გამცემი ორგანო

თანამშრომლის პასპორტის გამცემი ორგანო.

ქალაქის ტელეფონი

თანამშრომლის ტელეფონის ნომერი.

მობილური ტელეფონი

თანამშრომლის მობილური ტელეფონის ნომერი.

ელ.ფოსტა

თანამშრომლის ელექტრონული ფოსტის მისამართი.

დირექტორიის თანამშრომლები სტრიქონებიდან გახსნილი კონტექსტური მენიუდან შეიძება ახალი თანამშრომლის დამატება, მიმდინარე თანამშრომლის სტრიქონის რედაქტირება, კოპირება ან წაშლა. ამ სიაში არის აგრეთვე თანამშრომლის დარიცხვა/დაქვითვა ბრძანება, რომლის მეშვეობით აღიწერება თანამშრომლის გარკვეული დროით უცვლელი დარიცხვა/დაქვითვები, მაგალითად ბრძანებით განსაზღვრული განაკვეთი. იმისათვის, რომ მიმდინარე თვის ანგარიშში მონაწილეობა მიიღოს მუდმივმა დარიცხვა/დაქვითვამ, საჭიროა დოკუმენტი დარიცხვა/დაქვითვის დადასტურების  მეშვეობით მისი დადსტურება, რომლის დროს იძლევა აგრეთვე თანხის რედაქტირების საშუალება. 
 

note შენიშვნა

თანამშრომლების მონაცემების იმპორტირება შეიძლება MS Excel-ის EmployeesImport.xls ფაილის მეშვეობით, რომელიც მდებარეობს ბიბლიოთეკაში Import  (მაგალითად C:\Program Files\Apricot Software\AS-Accountant 7\Import ).