დირექტორიები

ექსპლორერი:  ხელფასი >

დირექტორიები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ქვესისტემა ხელფასში გათვალისწინებულია დირექტორიები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ხელფასის გამოთვლისას და აადვილებენ მომხმარებლის სამუსაოს. უფრო საიმედო და მიზანშეწონილია მოცემული ველის მნიშვნელობის შესაბამისი დირექტორიიდან არჩევა, ასე დაზღვეულნი იქნებით ერთი და იგივე მონაცემების განმეორებითი შეყვანის და შეცდომისგან. ამის გარდა ხშირად დირექტორიიდან სტრიქონის არჩევის შედეგად ერთდროულად რამოდენიმე ველი ივსება, რომლებიც ერთმანეთთან კავშირში არიან, რომელიც უფრო აადვილებს მომხმარებლის სამუშაოს. დირექტორია წარმოადგენს ჩამონათვალს. შესაძლებელია დირექტორიის სტრიქონების დამატება, რედაქტირება ან წაშლა.

 

note შენიშვნა

დირექტორიის სტრიქონების დამატების და რედაქტირების დროს შეთავაზებული ველების ჩამონათვალი ყოველთვის, არ ემთხვევა არსებულ ველებს და უფრო ხშირად უფრო მეტ ველს შეიცავს. დირექტორიების აღწერისას გამოდის ველთა სრული ჩამონათვალი.