დარიცხვები

ექსპლორერი:  ხელფასი > დირექტორიები >

დარიცხვები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დარიცხვების დირექტორიაა. 

ამ დირექტორიას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

კოდი

დარიცხვის კოდი. აუცილებელი ველია.

დასახელება

დარიცხვის დასახელება. აუცილებელი ველია.

ტაბელის კოდი

ტაბელის კოდის შევსება.

კოეფიციენტი

გამოიყენება როდესაც მოცემული დარიცხვის გადახდის ფორმა განსაზღვრულია ვალუტით.

შემოსავლის ტიპი

შემოსავლის ტიპის მითითება: 1 - ხელფასი (ძირითადი შემოსავალი), 7 - სამოქალაქო ხელშეკრულების შემოსავალი ან 6 - სხვა შემოსავალი.

წმინდა თანხა (უკუ-გაანგარიშება)

დარიცხვის გამოთვლა შესრულდება უკუ-გაანგარიშების პრინციპით. ეს არის დარიცხვის თანხის ხელზე ჩათვლით, გამოითვალოს კუთვნილი თანხა.

საშემოსავლო გადასახადის დაქვითვა

აღინიშნება დარიცხვიდან საშემოსავლო გადასახადი გამოიქვითოს, თუ არა.

მხოლოდ გადასახადების საანგარიშოდ

თუ ეს სტრიქონი მონიშნულია დარიცხვის თანხა არ შევა საერთო კუთვნილ თანხაში, მაგრამ მონაწილეობას მიიღებს დასაბეგრ თანხაში.

თანამშრომლის საპენსიო გადასახადის დაქვითვა

აღინიშნება დარიცხვიდან თანამშრომლის საპენსიო გადასახადი გამოიქვითოს, თუ არა.

ორგანიზაციის საპენსიო გადასახადის დაქვითვა

აღინიშნება დარიცხვებზე ორგანიზაციას საპენსიო გადასახადი დაერიცხოს, თუ არა.

ხარჯის ანგარიში

სინთეტიკური ანგარიში. ბუღალტრული გატარებების ჩაწერისას ამ ანგარიშის დებეტში აისახება თანამშრომლისთვის გაანგარშებული დარიცხვების თანხები.

 

note შენიშვნა

დარიცხვები და დაქვითვები დირექტორიათა სტრიქონებს არ შეუძლიათ გააჩნდეთ საერთო განმეორებადი კოდები.