შეძენის დოკუმენტები

ექსპლორერი:  ბუღალტერია > ჟურნალები >

შეძენის დოკუმენტები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ჟურნალში აისახება საანგარიშო პერიოდში სისტემის ყველა ქვესისტემაში რეგისტრირებული შეძენის დოკუმენტები. 

მიღებული მომსახურებები

საწყობის შემოსავლის ორდერი

დამატებითი ხარჯების განაწილება 

მალც.საგ.-ბის შეძენა და ექსპლუატაცია 

ძირ.საშ.-ბის მიღება

ძირ.საშ.-ბის შეძენა და ექსპლუატაცია

 

ამ ჟურნალის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

პერიოდი

აუცილებელი თარიღის ტიპის ველთა წყვილია. ჟურნალში შევა მხოლოდ ამ პერიოდში რეგისტრირებული დოკუმენტები.

ტიპი

დოკუმენტის ტიპი. ველზე მიბმული სიიდან შეიძლება დოკუმენტის ერთი ან რამოდენიმე ტიპის მონიშვნა. ჟურნალში შევა მხოლოდ მონიშნული ტიპის დოკუმენტები, ხოლო ველის არ შევსების შემთხვევაში ყველა ტიპის დოკუმენტი.

ვალუტა

ვალუტის შევსება, რომლის მიხედვით აიგება ჟურნალი.

პარტნიორი

ჟურნალში შევა მხოლოდ აღნიშნულ პარტნიორთან დაკავშირებული დოკუმენტები.

მდგომარეობა

დოკუმენტის მდგომარეობა. ჟურნალში შევა მხოლოდ მონახაზი ან რეგისტრირებული მდგომარეობის მქონე დოკუმენტები. თუ ველი ცარიელია, მაშინ შევა მონახაზი და რეგისტრირებული დოკუმენტები.

 

ჟურნალის სვეტები შეიცავს დოკუმენტის შემდეგი ველების მონაცემებს.

ველი

დანიშნულება

თარიღი

შექმნის თარიღი

დღის რიგ. ნომერი

დღის რიგითი ნომერია. გამოიყენება განმეორებითი რეგისტრაციის და გადალაგების დროს. დოკუმენტები ჩაიწერება 0-დან დაწყებული ათობითი ზრდით.

დოკუმენტის N

დოკუმენტის რიგითი ნომერი

ტიპი

დოკუმენტის ტიპი

ვალუტა

დოკუმენტის ვალუტა.

თანხა

ძირითადი თანხა

შეძენის N

შეძენის დოკუმენტის ნომერი.

შეძენის თარ.

შეძენის დოკუმენტის თარიღი.

პარტნიორი

პარტნიორის კოდი. თუ აღნიშნულ დოკუმენტთან არ არის დაკავშირებული პარტნიორი, მაშინ ეს ველი ცარიელი რჩება

დასახელება

პარტნიორის დასახელება. თუ აღნიშნულ დოკუმენტთან არ არის დაკავშირებული პარტნიორი, მაშინ ეს ველი რჩება ცარიელი.

კომენტარი

კომენტარი დოკუმენტის შესახებ.

მდგომარეობა

დოკუმენტის მდგომარეობა. დოკუმენტი შესაძლოა იმყოფებოდეს მონახაზ ან რეგისტრირებულ მდგომარეობაში. რეგისტრირებული მდგომარეობისგან განსხვავებით, მონახაზ მდგომარეობაში, დოკუმენტი არ აისახება სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. იგი ემსახურება მხოლოდ დოკუმენტში შევსებული მნიშვნელობების დამახსოვრებას. დოკუმენტების მდგომარეობის შეცვლა შეიძლება რედაქტირების დროს ან კონტექსტური მენიუს შესაბამისი ბრძანებით

გატარება

მოცემული დოკუმენტის გატარებების რეგისტრაციის ტიპს აჩვენებს.

თუ, გატარებები ჩაწერილია ავტომატურად, მაშინ გამოსახული იქნება greenstyle_09_star. რედაქტირების რეჟიმით ჩაწერილი გატარებების შემთხვევაში გამოსახულია redstyle_09_star . გატარების გარეშე დოკუმენტებისთვის სვეტის მნიშვნელობა იქნება ცარიელი.

მომხმარებელი

მომხმარებლის სახელი. იმ მომხმარებლის სახელის მითითება, რომელმაც შეიტანა ბოლო ცვლილება მოცემულ დოკუმენტში

ბოლო ცვლილება

დოკუმენტის ბოლო რედაქტირების თარიღი და დრო.

ჟურნალის მიმდინარე სტრიქონის შესაბამისი ოპერაციებია:

დამატება. ახალი დოკუმენტის შეყვანა.

რედაქტირება. დოკუმენტის რედაქტირება

ნახვა ამობეჭდვამდე. დოკუმენტის საბეჭდი ფორმის ნახვა

წაშლა. დოკუმენტის წაშლა

ასლი. იქმნება ახალი მსგავსი დოკუმენტი, შევსებული მიმდინარე დოკუმენტის მონაცემებით.

ისტორია. დოკუმენტის ჩაწერის და რედაქტირების შესახებ უწყისი. აისახება, თუ რომელი მომხმარებლის მიერ, რომელი კომპიუტერიდან, და როდის შესრულდა ცვლილებები

მონახაზად გადაკეთება. ნაშთები არ გაწითლების შემთხვევაში, აღრიცხვიდან წაიშლება დოკუმენტის რეგისტრირების შედეგად შექმნილი ოპერაციები და ავტომატური გატარებები, ხოლო დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში. რედაქტირების რეჟიმით შესრულებული გატარებები ინახება მონახაზი ფორმულირებების სახით. 

გატარებების წაშლა. საბუღალტრო ფორმულირებების წაშლა.

ჩაწერა. დოკუმენტი ჩაიწერება აღრიცხვაში. გარდა ამისა შესაძლებელია დოკუმენტის მისი თანხობრივი გატარებებით ჩაწერა.

შექმნა დოკუმენტზე დაყრდნობით... სისტემას აქვს საშუალება ერთი სახის დოკუმენტიდან მონაცემები გადაიტანოს სხვა სახის დოკუმენტში. მაგალითად შეიძლება საგადახდო დავალების შემნა, უფრო ადრე რეგისტრირებული საწყობის შემოსავლის ორდერის მონაცემების საფუძველზე. 

ჩაწერილი დოკუმენტების საფუძველზე, ახალი დოკუმენტის ჩასაწერად, საჭიროა დოკუმენტების ჟურნალის გახსნა, სადაც იმყოფება საჭირო სახის დოკუმენტები და კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ ბრძანება შექმნა დოკუმენტზე დაყრდნობით...  თუ, მოცემული სახის დოკუმენტის საფუძველზე შეიძლება ერთზე მეტი სახეობის დოკუმენტის შექმნა, მაშინ ეკრანზე გამოვა დოკუმენტის ტიპი არჩევის ჩამონათვალი. ჩამონათვალიდან საჭიროა, შესაქმნელი დოკუმენტის ტიპის არჩევა, რომლის შედეგად გაიხსნება შესავსები დოკუმენტის ფანჯარა და მასში კოპირდება საჭირო მონაცემები საფუძველი-დოკუმენტიდან. ახალი დოკუმენტის ყველა მონაცემი ექვემდებარება რედაქტირებას.  

დღის რიგითი ნომრის შეცვლა. იცვლება მონახაზი დოკუმენტის დღის რიგითი ნომერი. შეიძლება აგრეთვე დოკუმენტის გადაადგილება დღის დასაწყისში ან დასასრულში.

 

ჟურნალის სათაური შეიცავს საანგარიშო პერიოდს. ნებისმიერ მომენტში განახლებაზე დაჭერით (CTRL+R) , მიიღებთ განახლებულ ჟურნალს ამ პერიოდისთვის.