გამოწერილი ინვოისები

ექსპლორერი:  ბუღალტერია > ჟურნალები >

გამოწერილი ინვოისები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ჟურნალში ასახულია საანგარიშო პერიოდში სისტემაში ასახული ყველა ინვოისი.

 

ამ ჟურნალის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები:

ველი

დანიშნულება

პერიოდი

აუცილებელი თარიღის ტიპის ველთა წყვილია. ჟურნალში შევა მხოლოდ ამ პერიოდში რეგისტრირებული დოკუმენტები.

ვალუტა

ვალუტის შევსება, რომლის მიხედვით აიგება ჟურნალი.

პარტნიორი

ჟურნალში შევა მხოლოდ აღნიშნულ პარტნიორთან დაკავშირებული დოკუმენტები.

 

ჟურნალის სვეტები შეიცავს დოკუმენტის შემდეგი ველების მნიშვნელობებს:

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტის შექმნის თარიღი

დოკუმენტის N

რიგითი ნომერი

ვალუტა

დოკუმენტის ვალუტა. ეს მნიშვნელობა ზოგ დოკუმენტებში არ არის, რომლებშიც არ გამოიყენება ვალუტა. მსგავსი დოკუმენტებია: საქონლის გადაადგილება, კომპლექტაცია, დეკომპლექტაცია.

თანხა

დოკუმენტის საერთო თანხა ან თანხა ველების მნიშვნელობა.

პარტნიორი

პარტნიორის კოდი. თუ აღნიშნულ დოკუმენტთან არ არის დაკავშირებული პარტნიორი, მაშინ ეს ველი ცარიელი რჩება.

დასახელება

პარტნიორის დასახელება. თუ აღნიშნულ დოკუმენტთან არ არის დაკავშირებული პარტნიორი, მაშინ ეს ველი რჩება ცარიელი.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი.

მომხმარებელი

მომხმარებლის სახელი. იმ მომხმარებლის სახელის მითითება, რომელმაც შეიტანა ბოლო ცვლილება მოცემულ დოკუმენტში.

ბოლო ცვლილება

დოკუმენტის ბოლო რედაქტირების თარიღი და დრო.

ჟურნალის მიმდინარე სტრიქონის შესაბამისი ოპერაციებია:

დამატება. ახალი დოკუმენტის შეყვანა.

რედაქტირება. დოკუმენტის რედაქტირება.

ნახვა ამობეჭდვამდე. დოკუმენტის საბეჭდი ფორმის ნახვა

წაშლა. დოკუმენტის წაშლა

ასლი. იქმნება ახალი მსგავსი დოკუმენტი, შევსებული მიმდინარე დოკუმენტის მონაცემებით.

ისტორია. დოკუმენტის ჩაწერის და რედაქტირების შესახებ უწყისი. აისახება, თუ რომელი მომხმარებლის მიერ, რომელი კომპიუტერიდან, და როდის შესრულდა ცვლილებები.

შექმნა დოკუმენტზე დაყრდნობით სისტემას აქვს საშუალება ერთი სახის დოკუმენტიდან მონაცემები გადაიტანოს სხვა სახის დოკუმენტში. მაგალითად შეიძლება გაყივდის დოკუმენტის გაფორმება ადრე შექმნილი ინვოისის საფუძველზე.

ელ ფოსტით გაგზავნა.