გაყიდვების ა/ფ

ექსპლორერი:  ბუღალტერია > ჟურნალები >

გაყიდვების ა/ფ

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ჟურნალი გაყიდვების ა/ფ წარმოადგენს გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების ჟურნალს. ჟურნალის შესაქმნელად გამოსული ფანჯარა შეიცავს შემდეგ ველებს. 

 

ველი

დანიშნულება

პერიოდი

აუცილებელი თარიღის ტიპის ველთა წყვილია. ჟურნალში შევა მხოლოდ ამ პერიოდში რეგისტრირებული დოკუმენტები.

ტიპი

დოკუმენტის ტიპი. ველზე მიბმული სიიდან შეიძლება დოკუმენტის ერთი ან რამოდენიმე ტიპის მონიშვნა. ჟურნალში შევა მხოლოდ მონიშნული ტიპის დოკუმენტები, ხოლო ველის არ შევსების შემთხვევაში ყველა ტიპის დოკუმენტი.

ვალუტა

ვალუტის შევსება, რომლის მიხედვით აიგება ჟურნალი.

პარტნიორი

ჟურნალში შევა მხოლოდ აღნიშნულ პარტნიორთან დაკავშირებული დოკუმენტები

მდგომარეობა

დოკუმენტის მდგომარეობა. შესაძლებელია აირჩიოთ: 0 რეგისტრირებული ან მონახაზი, 1 მონახაზი, 2 რეგისტრირებული, 3 წაშლილი.  ჟურნალში შევა დოკუმენტები მდგომარეობით, რომელსაც აირჩევთ.

გაფართოებული

მოსანიშნი ტიპის ველია ,თუ გამორთულია,  ჟურნალი იქმნება ზედნადების შესახებ ძირითადი ინფორმაციით. თუ ალამი ჩართულია, მაშინ მოხდება ზედნადებების შესახებ  დამატებითი ინფორმაციის ჩვენება. მაგალთად: ანგარიშ-ფაქტურის ID, შექმნა, დასრულება.

 

ჟურნალის სვეტები, როდესაც არ არის ჩართული ალამი  გაფართოებული შეიცავს დოკუმენტის შემდეგი ველების მონაცემებს:

ველი

დანიშნულება

თარიღი

შექმნის თარიღი.

დოკუმენტის N

დოკუმენტის რიგითი ნომერი.

ტიპი

დოკუმენტის ტიპი.

ზედნადების N

ზედნადების ნომერი, რომელიც დაკავშირებულია მოცემულ დოკუმენტთან.

ა/ფ ნომერი

ა/ფ ნომერი, რომელიც დაკავშირებულია მოცემულ დოკუმენტთან.

ვალუტა

დოკუმენტის ვალუტა.

თანხა

ძირითადი თანხა.

ზედნადების ტიპი

ივსება შესაბამისი ზედნადების ტიპი, მაგალითად ტრანსპორტირებით, ტრანსპორტირების გარეშე.

პარტნიორი

პარტნიორის კოდი, რომელიც დაკავშირებულია მოცემულ დოკუმენტთან.

დასახელება

პარტნიორის დასახელება, რომელიც დაკავშირებულია მოცემულ დოკუმენტთან.

საიდენტ. N

პარტნიორის საიდენტ. N, რომელიც დაკავშირებულია მოცემულ დოკუმენტთან.

კომენტარი

დოკუმენტის კომენტარი.

მდგომარეობა

დოკუმენტის მდგომარეობა. დოკუმენტი შესაძლოა იმყოფებოდეს მონახაზ ან რეგისტრირებულ მდგომარეობაში. რეგისტრირებული მდგომარეობისგან განსხვავებით, მონახაზ მდგომარეობაში, დოკუმენტი არ აისახება სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. იგი ემსახურება მხოლოდ დოკუმენტში შევსებული მნიშვნელობების დამახსოვრებას. დოკუმენტების მდგომარეობის შეცვლა შეიძლება რედაქტირების დროს ან კონტექსტური მენიუს შესაბამისი ბრძანებით.

გატარება

მოცემული დოკუმენტის გატარებების რეგისტრაციის ტიპს აჩვენებს.

თუ, გატარებები ჩაწერილია ავტომატურად, მაშინ გამოსახული იქნება greenstyle_09_star. რედაქტირების რეჟიმით ჩაწერილი გატარებების შემთხვევაში გამოსახულია redstyle_09_star . გატარების გარეშე დოკუმენტებისთვის სვეტის მნიშვნელობა იქნება ცარიელი.

მომხმარებელი

მომხმარებლის სახელი. იმ მომხმარებლის სახელის მითითება, რომელმაც შეიტანა ბოლო ცვლილება მოცემულ დოკუმენტში.

ბოლო ცვლილება

დოკუმენტის ბოლო რედაქტირების თარიღი და დრო.

ალამის - გაფართოებული მონიშვნის შემთხვევაში გამოდის დამატებითი ველები. ესენია:

ველი

დანიშნულება

RS.GE-ზე მდგომარეობა

RS.GE-ზე ზედნადების მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია მოცემულ დოკუმენტთან.

RS.GE-ის სტატუსი

RS.GE-ის ზედნადების სტატუსი, რომელიც დაკავშირებულია მოცემულ დოკუმენტთან.

ანგარიშ-ფაქტურის მდგომარეობა

ა/ფ მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია მოცემულ დოკუმენტთან.

ანგარიშ-ფაქტურის სტატუსი

ა/ფ სტატუსი, რომელიც დაკავშირებულია მოცემულ დოკუმენტთან.

ზედნადების ID

ზედნადების ID.

ანგარიშ-ფაქტურის ID

ა/ფ ID.

ტრანსპ. დაწყების თარიღი

ტრანსპორტირების დაწყების რიცხვი/თვე/წელი

ჟურნალის მიმდინარე სტრიქონის შესაბამისი ოპერაციებია:

დამატება. ახალი დოკუმენტის შეყვანა

რედაქტირება. დოკუმენტის რედაქტირება

ნახვა ამობეჭდვამდე. დოკუმენტის საბეჭდი ფორმის ნახვა

წაშლა. დოკუმენტის წაშლა

ასლი. იქმნება ახალი მსგავსი დოკუმენტი, შევსებული მიმდინარე დოკუმენტის მონაცემებით.

ისტორია. დოკუმენტის ჩაწერის და რედაქტირების შესახებ უწყისი. აისახება, თუ რომელი მომხმარებლის მიერ, რომელი კომპიუტერიდან, და როდის შესრულდა ცვლილებები

ჟურნალის სათაური შეიცავს საანგარიშო პერიოდს. ნებისმიერ მომენტში განახლებაზე დაჭერით (CTRL+R) , მიიღებთ განახლებულ ჟურნალს ამ პერიოდისთვის.