შესყიდვის დოკუმენტები

ექსპლორერი:  შესყიდვები > ჟურნალები >

შესყიდვის დოკუმენტები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ჟურნალში აისახება საანგარიშო პერიოდში სისტემაში ჩაწერილი შესყიდვასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი:

 

საწყობის შემოსავლის ორდერი

საწყობის შემოსავლის ორდერი (საცალო)

დამატებითი ხარჯების განაწილება

მომწოდებლისთვის დაბრუნება

 

ამ ჟურნალის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები:

ველი

დანიშნულება

პერიოდი

აუცილებელი თარიღის ტიპის ველთა წყვილია. ჟურნალში შევა მხოლოდ ამ პერიოდში რეგისტრირებული დოკუმენტები.

ტიპი

დოკუმენტის ტიპი. ველზე მიბმული სიიდან შეიძლება დოკუმენტის ერთი ან რამოდენიმე ტიპის მონიშვნა. ჟურნალში შევა მხოლოდ მონიშნული ტიპის დოკუმენტები, ხოლო ველის არ შევსების შემთხვევაში ყველა ტიპის დოკუმენტი.

ვალუტა

ვალუტის შევსება, რომლის მიხედვით აიგება ჟურნალი.

პარტნიორი

ჟურნალში შევა მხოლოდ აღნიშნულ პარტნიორთან დაკავშირებული დოკუმენტები.

თანამშრომელი

ჟურნალში შევა მხოლოდ მოცემულ თანამშრომელთან დაკავშირებული დოკუმენტები.

მდგომარეობა

დოკუმენტის მდგომარეობა. ჟურნალში შევა მხოლოდ მონახაზი ან რეგისტრირებული მდგომარეობის მქონე დოკუმენტები. 0- ფორმირებული ან მონახაზი, 1 - მონახაზი, 2 - რეგისტრირებული, 3 - წაშლილი. თუ ველი ცარიელია, მაშინ შევა მონახაზი და რეგისტრირებული დოკუმენტები.

 

ჟურნალის სვეტები შეიცავს დოკუმენტის შემდეგი ველების მონაცემებს:

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტის შექმნის თარიღი.

დღის რიგ. ნომერი

დღის რიგითი ნომერია. გამოიყენება განმეორებითი რეგისტრაციის და გადალაგების დროს. დოკუმენტები ჩაიწერება 0-დან დაწყებული ათობითი ზრდით.

დოკუმენტის N

დოკუმენტის რიგითი ნომერი.

ტიპი    

დოკუმენტის დოკუმენტის ტიპი.

ვალუტა

დოკუმენტის ვალუტა. ეს მნიშვნელობა ზოგ დოკუმენტებში არ არის, რომლებშიც არ გამოიყენება ვალუტა. მსგავსი დოკუმენტებია: საქონლის გადაადგილება, კომპლექტაცია, დეკომპლექტაცია, პარტნიორის დავალიანების გადახედვა, გადაფასება.

თანხა

დოკუმენტის საერთო თანხა ან თანხა ველების მნიშვნელობა. ეს მნიშვნელობა ცარიელია შემდეგი დოკუმენტებისთვის: საქონლის გადაადგილება, კომპლექტაცია, დეკომპლექტაცია, პარტნიორის დავალიანების გადახედვა, გადაფასება.

მდგომარეობა

დოკუმენტის მდგომარეობა. დოკუმენტი შესაძლოა იმყოფებოდეს მონახაზ, წაშლილ ან რეგისტრირებულ მდგომარეობაში. რეგისტრირებული მდგომარეობისგან განსხვავებით, მონახაზ და წაშლილ მდგომარეობაში, დოკუმენტი არ აისახება სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. იგი ემსახურება მხოლოდ დოკუმენტში შევსებული მნიშვნელობების დამახსოვრებას. დოკუმენტების მდგომარეობის შეცვლა შეიძლება რედაქტირების დროს ან კონტექსტური მენიუს შესაბამისი ბრძანებით.

საწყობი

ამ ველში დოკუმენტთან დაკავშირებული შემოსავლის ან გასავლის საწყობი ივსება. თუ მოცემულ დოკუმენტს კავშირი არა აქვს საწყობთან, მაშინ ამ ველის მნიშვნელობა ცარიელია. ცხრილი 1- ში მოყვანილია, თუ თითოეული დოკუმენტისთვის რა მნიშვნელობა ივსება ამ სვეტში.

ინფორმაცია

ამ ველში ივსება მოცემულ დოკუმენტთან კავშირის მქონე ყველაზე საჭირო ინფორმაცია. ცხრილი 1- ში მოყვანილია, თუ თითოეული დოკუმენტისთვის რა მნიშვნელობა ივსება ამ სვეტში

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი.

ზედნადების N

ზედნადების ნომერი.

პარტნიორი

პარტნიორის კოდი. თუ აღნიშნულ დოკუმენტთან არ არის დაკავშირებული პარტნიორი, მაშინ ეს ველი ცარიელი რჩება.

პარტნიორის დასახელება

პარტნიორის დასახელება. თუ აღნიშნულ დოკუმენტთან არ არის დაკავშირებული პარტნიორი, მაშინ ეს ველი რჩება ცარიელი.

თანამშრომელი

თანამშრომლის კოდი. თუ აღნიშნულ დოკუმენტთან არ არის დაკავშირებული თანამშრომელი, მაშინ ეს ველი რჩება ცარიელი

დასახელება

თანამშრომლის დასახელება. თუ აღნიშნულ დოკუმენტთან არ არის დაკავშირებული თანამშრომელი, მაშინ ეს ველი რჩება ცარიელი

მომხმარებელი

მომხმარებლის სახელი. იმ მომხმარებლის სახელის მითითება, რომელმაც შეიტანა ბოლო ცვლილება მოცემულ დოკუმენტში.

ბოლო ცვლილება

დოკუმენტის ბოლო რედაქტირების თარიღი და დრო.

ჟურნალის მიმდინარე სტრიქონის შესაბამისი ოპერაციებია:

დამატება. ახალი დოკუმენტის შეყვანა.

ნახვა ამობეჭდვამდე. დოკუმენტის საბეჭდი ფორმის ნახვა

რედაქტირება. დოკუმენტის რედაქტირება.

წაშლა. დოკუმენტის წაშლა

ასლი. იქმნება ახალი მსგავსი დოკუმენტი, შევსებული მიმდინარე დოკუმენტის მონაცემებით.

ისტორია. დოკუმენტის ჩაწერის და რედაქტირების შესახებ უწყისი. აისახება, თუ რომელი მომხმარებლის მიერ, რომელი კომპიუტერიდან, და როდის შესრულდა ცვლილებები

მონახაზად გადაკეთება. ნაშთები არ გაწითლების შემთხვევაში, აღრიცხვიდან წაიშლება დოკუმენტის რეგისტრირების შედეგად შექმნილი ოპერაციები და ავტომატური გატარებები, ხოლო დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში. რედაქტირების რეჟიმით შესრულებული გატარებები ინახება მონახაზი ფორმულირებების სახით. 

ჩაწერა. დოკუმენტი ჩაიწერება აღრიცხვაში. გარდა ამისა შესაძლებელია დოკუმენტის მისი თანხობრივი გატარებებით ჩაწერა.

შექმნა დოკუმენტზე დაყრდნობით... სისტემას აქვს საშუალება ერთი სახის დოკუმენტიდან მონაცემები გადაიტანოს სხვა სახის დოკუმენტში. მაგალითად შეიძლება საგადახდო დავალების შემნა, უფრო ადრე რეგისტრირებული საწყობის შემოსავლის ორდერის მონაცემების საფუძველზე. 

ჩაწერილი დოკუმენტების საფუძველზე, ახალი დოკუმენტის ჩასაწერად, საჭიროა დოკუმენტების ჟურნალის გახსნა, სადაც იმყოფება საჭირო სახის დოკუმენტები და კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ ბრძანება შექმნა დოკუმენტზე დაყრდნობით... თუ, მოცემული სახის დოკუმენტის საფუძველზე შეიძლება ერთზე მეტი სახეობის დოკუმენტის შექმნა, მაშინ ეკრანზე გამოვა დოკუმენტის ტიპი არჩევის ჩამონათვალი. ჩამონათვალიდან საჭიროა, შესაქმნელი დოკუმენტის ტიპის არჩევა, რომლის შედეგად გაიხსნება შესავსები დოკუმენტის ფანჯარა და მასში კოპირდება საჭირო მონაცემები საფუძველი-დოკუმენტიდან. ახალი დოკუმენტის ყველა მონაცემი ექვემდებარება რედაქტირებას.  

დღის რიგითი ნომრის შეცვლა. იცვლება მონახაზი დოკუმენტის დღის რიგითი ნომერი. შეიძლება აგრეთვე დოკუმენტის გადაადგილება დღის დასაწყისში ან დასასრულში.

ჟურნალის სათაური შეიცავს საანგარიშო პერიოდს. ნებისმიერ მომენტში განახლებაზე დაჭერით (CTRL+R) , მიიღებთ განახლებულ ჟურნალს ამ პერიოდისთვის.