შეკვეთის დოკუმენტები

ექსპლორერი:  შესყიდვები > ჟურნალები >

შეკვეთის დოკუმენტები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ჟურნალში აისახება საანგარიშო პერიოდში სისტემაში ჩაწერილი შეკვეთებთან დაკავშირებული დოკუმენტები.

 

ამ ჟურნალის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები:

ველი

დანიშნულება

პერიოდი

აუცილებელი თარიღის ტიპის ველთა წყვილია. ჟურნალში შევა მხოლოდ ამ პერიოდში რეგისტრირებული დოკუმენტები.

პარტნიორი

ჟურნალში შევა მხოლოდ აღნიშნულ პარტნიორთან დაკავშირებული დოკუმენტები.

ავტორი

ჟურნალში შევა მხოლოდ აღნიშნული მომხმარებლის მიერ შექმნილი დოკუმენტები.

ჟურნალის სვეტები შეიცავს დოკუმენტის შემდეგი ველების მონაცემებს:

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტის შექმნის თარიღი.

დოკუმენტის N

დოკუმენტის რიგითი ნომერი.

E-mail მისამართი

პარტნიორის e-mail მისამართი.

მომწოდებელი

პარტნიორის კოდი. თუ აღნიშნულ დოკუმენტთან არ არის დაკავშირებული პარტნიორი, მაშინ ეს ველი ცარიელი რჩება.

დასახელება

პარტნიორის დასახელება. თუ აღნიშნულ დოკუმენტთან არ არის დაკავშირებული პარტნიორი, მაშინ ეს ველი რჩება ცარიელი.

მდგომარეობა

შეიძლება მიიღოს მნიშვნელობა Ready for sending.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი.

მომხმარებელი

მომხმარებლის სახელი. იმ მომხმარებლის სახელის მითითება, რომელმაც შეიტანა ბოლო ცვლილება მოცემულ დოკუმენტში.

ბოლო ცვლილება

დოკუმენტის ბოლო რედაქტირების თარიღი და დრო.

ავტორი

დოკუმენტის ავტორი.

ჟურნალის მიმდინარე სტრიქონის შესაბამისი ოპერაციებია:

დამატება. ახალი დოკუმენტის შეყვანა.

ნახვა ამობეჭდვამდე. დოკუმენტის საბეჭდი ფორმის ნახვა

რედაქტირება. დოკუმენტის რედაქტირება.

წაშლა. დოკუმენტის წაშლა

ასლი. იქმნება ახალი მსგავსი დოკუმენტი, შევსებული მიმდინარე დოკუმენტის მონაცემებით.

ისტორია. დოკუმენტის ჩაწერის და რედაქტირების შესახებ უწყისი. აისახება, თუ რომელი მომხმარებლის მიერ, რომელი კომპიუტერიდან, და როდის შესრულდა ცვლილებები

შექმნა დოკუმენტზე დაყრდნობით... სისტემას აქვს საშუალება ერთი სახის დოკუმენტიდან მონაცემები გადაიტანოს სხვა სახის დოკუმენტში. შეკვეთის დოკუმენტის საფუძლევზე შეიძლება საწყობის შემოსავლის ორდერის სექმნა.

ჟურნალის სათაური შეიცავს საანგარიშო პერიოდს. ნებისმიერ მომენტში განახლებაზე დაჭერით (CTRL+R) , მიიღებთ განახლებულ ჟურნალს ამ პერიოდისთვის.