მალც.საგ.-ების დოკუმენტების ჟურნალი

ექსპლორერი:  მალცვეთადი საგნები > ჟურნალები >

მალც.საგ.-ების დოკუმენტების ჟურნალი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ჟურნალში აისახება საანგარიშგებო პერიოდში სისტემის ქვესისტემა მალცვეთადი საგნები გატარებული ყველა ტიპის დოკუმენტი. 

მალც.საგ.-ები შეძენა და ექსპლუატაცია

მალც.საგ.-ების ექსპლუატაციაში შესვლა

ექსპლუატირებადი მალც.საგ.-ების გადაადგილება

მოხმარებადი მალც.საგ.-ების ლიკვიდაცია

ამ ჟურნალის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

პერიოდი

თარიღის ტიპის აუცილებელ ველთა წყვილია. ჟურნალში შევა ამ პერიოდში გატარებული დოკუმენტები.

ტიპი

დოკუმენტის ტიპი. ველთან მდებარე ამორჩევის სიაში შეგიძლიათ დოკუმენტის ერთი ან რამოდენიმე ტიპის მონიშვნა. ჟურნალში შევა აღნიშნული ტიპის დოკუმენტები, ხოლო თუ ველი ცარიელია ყველა ტიპის დოკუმენტები.

ვალუტა

ვალუტის შევსება, რომლის მიხედვითაც გსურთ ჟურნალის აგება.

პარტნიორი

ჟურნალში შევა მხოლოდ აღნიშნულ პარტნიორთან დაკავშირებული დოკუმენტები.

მალცვეთადი საგანი

ჟურნალშჭი შევა მხოლოდ მოცემულ მალცვეთად საგნთან დაკავშირებული დოკუმენტები.

მდგომარეობა

დოკუმენტის მდგომარეობა. ჟურნალში შევა 0 - ფორმულირებული ან მონახაზი, 1- მონახაზი, 2- რეგისტრირებული ან 3 - წაშლილი დოკუმენტები. თუ ველი ცარიელია შევა მონახაზი და რეგისტრირებული დოკუმენტები.

ჟურნალის სვეტები შეიცავს დოკუმენტების შემდეგი ველების მონაცემებს.

ველი

დანიშნულება

თარიღი

შექმნის თარიღი

დღის რიგ.N

დღის რიგითი ნომერი. გამოიყენება გაწერის და გადალაგების დროს. დოკუმენტები ჩაიწერება 0-დან დაწყებული ათობითი ზრდით.

დოკუმენტის N

რიგითი ნომერი

ტიპი

დოკუმენტის ტიპი

ვალუტა

დოკუმენტის ვალუტა

თანხა

ძირითადი თანხა

პარტნიორი

პარტნიორის კოდი. თუ მოცემულ დოკუმენტთან არ არის დაკავშირებული პარტნიორი, მაშინ ეს ველი ცარიელია.

პარტნიორის დასახელება

პარტნიორის დასახელება. თუ მოცემულ დოკუმენტთან არ არის დაკავშირებული პარტნიორი, მაშინ ეს ველი ცარიელი რჩება.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი.

მდგომარეობა

დოკუმენტის მდგომარეობა. დოკუმენტი შესაძლოა იმყოფებოდეს მონახაზ ან რეგისტრირებულ მდგომარეობაში. რეგისტრირებული მდგომარეობისგან განსხვავებით, მონახაზ მდგომარეობაში, დოკუმენტი არ აისახება სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. იგი ემსახურება მხოლოდ დოკუმენტში შევსებული მნიშვნელობების დამახსოვრებას. დოკუმენტების მდგომარეობის შეცვლა შეიძლება რედაქტირების დროს ან კონტექსტური მენიუს შესაბამისი ბრძანებით.

გატარება

მოცემული დოკუმენტის გატარებების რეგისტრაციის ტიპს აჩვენებს.

თუ, გატარებები ჩაწერილია ავტომატურად, მაშინ გამოსახული იქნება greenstyle_09_star. რედაქტირების რეჟიმით ჩაწერილი გატარებების შემთხვევაში გამოსახულია redstyle_09_star . გატარების გარეშე დოკუმენტებისთვის სვეტის მნიშვნელობა იქნება ცარიელი.

მომხმარებელი

მომხმარებლის სახელი. იმ მომხმარებლის სახელის მითითება რომელმაც შეიტანა ბოლო ცვლილება მოცემულ დოკუმენტში.

ბოლო ცვლილება

დოკუმენტის ბოლო რედაქტირების თარიღი და დრო.

ჟურნალის მიმდინარე სტრიქონის შესაბამისი ოპერაციებია:

დამატება. ახალი დოკუმენტის შეყვანა 

ნახვა ამობეჭდვამდე. დოკუმენტის საბეჭდი ფორმის ნახვა

რედაქტირება. დოკუმენტის რედაქტირება

წაშლა. დოკუმენტის წაშლა

ასლი. იქმნება ახალი მსგავსი დოკუმენტი, შევსებული მიმდინარე დოკუმენტის მონაცემებით.

ისტორია. დოკუმენტის ჩაწერის და რედაქტირების შესახებ უწყისი. აისახება, თუ რომელი მომხმარებლის მიერ, რომელი კომპიუტერიდან, და როდის შესრულდა ცვლილებები

გატარებების გენერირება. დოკუმენტში და პარამეტრებში მითითებული მონაცემების საფუძველზე ბუღალტრული გატარებების გენერირება.

გატარების წაშლა. საბუღალტრო ფორმულირებების წაშლა.

მონახაზად გადაკეთება. ნაშთები არ გაწითლების შემთხვევაში, აღრიცხვიდან წაიშლება დოკუმენტის რეგისტრირების შედეგად შექმნილი ოპერაციები და ავტომატური გატარებები, ხოლო დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში. რედაქტირების რეჟიმით შესრულებული გატარებები ინახება მონახაზი ფორმულირებების სახით. 

ჩაწერა. დოკუმენტი ჩაიწერება აღრიცხვაში. გარდა ამისა შესაძლებელია დოკუმენტის მისი თანხობრივი გატარებებით ჩაწერა.

დღის რიგითი ნომრის შეცვლა. იცვლება მონახაზი დოკუმენტის დღის რიგითი ნომერი. შეიძლება აგრეთვე დოკუმენტის გადაადგილება დღის დასაწყისში ან დასასრულში.

ჟურნალის სათაური შეიცავს საანგარიშო პერიოდს. ნებისმიერ მომენტში განახლებაზე დაჭერით (CTRL+R) , მიიღებთ განახლებულ ჟურნალს ამ პერიოდისთვის.

იხილეთ მეტი

რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გადახრა სინთეტიკური ანგარიშების და სმფ ნაშთებს შორის