მოხმარებადი მალც.საგ.-ების ლიკვიდაცია

ექსპლორერი:  მალცვეთადი საგნები > დოკუმენტები >

მოხმარებადი მალც.საგ.-ების ლიკვიდაცია

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი მოხმარებადი მალც.საგ-ების ლიკვიდაცია გამოიყენება მალცვეთადი საგნების მოხმარებიდან ჩამოწერისთვის. ეს დოკუმენტი შედგება 2 გვერდისგან ზოგადი და გატარებები.

მთავარ ნაწილში უნდა შეავსოთ შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტის მოხმარებადი მალც.საგ-ების ლიკვიდაცია შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

დოკუმენტის მოხმარებადი მალც.საგ-ების ლიკვიდაცია ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით. ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის დოკუმენტების ნომრები გვერდზე.

ადგილმდებარეობა

სტრუქტურული დანაყოფი, საიდანაც უნდა მოხდეს მალცვეთადი საგნების ჩამოწერა.

მატ.პასუხ.პირი

მალც.საგ.-ის მატ.პასუხ. თანამშრომელი. რომლის პასუხიმსგებლობის ქვეშ მყოფი მალც.საგ.-ების ლიკვიდაციაც უნდა მოხდეს.

 

გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი სახე.

QWwriteoff

ველი

დანიშნულება

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი

 

ამ გვერდზე ექსპლუატაციიდან ამოსაღები მალცვეთადი საგნების სია უნდა შეიტანოთ. ამ სიის შეტანამდე, წინასწარ უნდა შეავსოთ ველი ადგილმდებარეობა და მატ.პას.პირი, რადგანაც მალცვეთადი საგნების სიის შევსებისას საჭიროა. მალცვეთადი საგნების სიის სვეტების დანიშნულებებია:

სვეტი

დანიშნულება

კოდი

მალცვეთადი საგნის კოდი

დასახელება

დასახელება.

ერთეული

საზომი ერთეული

რაოდენობა

გადასატანი რაოდენობა

თანხა

ამ ველში გამოსაწერი მალცვეთადი საგნის თანხა უნდა შეიტანოთ. სიის შევსებისას ამ ველში ჩანს 0, თუ პარტია მონიშნულია ავტოშერჩევა. ველი თანხა მნიშვნელობას იღებს დოკუმენტის ჩაწერის შემდეგ.  

პარტია

ამ ველში გამოსაწერი მალცვეთადი საგნის პარტია უნდა შეავსოთ. შეიძლება იყოს ავტოშერჩევა, თუ არ არის არჩეული პარტია, ან პარტია მონიშნულია, თუ მოხდა პარტიის შერჩევა.

 

სიის შევსებისას გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების add16 , მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და წაშლის  Trash-icon16  ღილაკები.

ჩამონათვალში მუშაობა აღწერილია განყოფილებაში მუშაობა დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებთან . 

სტრიქონის რედაქტირება სრულდება სტრიქონიდან. ახალი სტრიქონის დამატებისას უნდა აირჩიოთ მალცვეთადი საგნის კოდი, რომლიდან გამომდინარე სისტემა ავტომატურად ავსებს ველებს დასახელება და საზომი ერთეული. ამის შემდეგ უნდა მონიშნოთ გამოსაწერი მალცვეთადი საგნების რაოდენობა. რომლის მიხედვითაც,  სისტემა მალცვეთადი საგნის აღრიცხვის ან გახარჯვის მეთოდის გათვალისწინებით, განსაზღვრავს, თუ მალცვეთადი საგნების არსებული პარტიებიდან რომელი სააღრიცხვო ფასებიდან რა რაოდენობით უნდა გამოიწეროს, და ამ ჩანაწერების მიხედვით ავტომატურად გამოითვლის ველს თანხა. მოცემული მალცვეთადი საგნის არსებობიდან აღრიცხვის მეთოდის მიხედვით არჩეული რაოდენობები დაწვრილებით აისახება ფანჯარაში პარტია (გასავლის სპეციფიკაცია). ამ ფანჯრის სია შეიცავს დოკუმენტის თარიღის მდგომარეობით მალცვეთადი საგნის არსებობის სტრიქონებს, შემოსავლის თარღის, სააღრიცხვო ფასის, გასაწერი რაოდენობის, ანგარიშის და შემოსავლის დოკუმენტის მიხედვით.

მიმდინარე სტრიქონის რედაქტირებისას ნებადართულია მხოლოდ ველების კოდი, რაოდენობა, ფასი, პარტია და ხარჯის ანგარიში რედაქტირება.

ჩამონათვალში საჭირო სტრიქონების მოსაძებნად გამოიყენება ძებნის ბრძანება CTRL+F ღილაკების კომბინაციის აკრეფით. მუშაობა ძებნის ფანჯარასთან აღწერილია განყოფილებაში ფილტრი.  ძებნის შედეგად ნაპოვნი სტრიქონი ხდება მიმდინარე და ფერი ეცვლება.

გვერდს გატარებები აქვს შემდეგი სახე.

QWwriteoff1

ამ გვერდზე დოკუმენტის გატარებები ხდება. გვერდზე გატარებები გათვალისწინებულია შემდეგი ღილაკები.

გამოსახულება

დანიშნულება

add16Fone

მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.:

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ აქტიურდება გატარებების გენერირების ღილაკი wand-icon .

wand-icon

გატარებების გენერირების ღილაკი მისაწვდომია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული. მალცვეთადი საგნების ჩამონათვალის საფუძველზე ხდება გატარებების სტრიქონების შექმნა შემდეგი პრინციპით, ერთი და იგივე ანგარიშით მონიშნული მალცვეთადი საგნების სტრიქონები ჯამურად აისახება ერთი სტრიქონით. როგორც დებეტი ხარჯის ანგარიში, ხოლო როგორც კრედიტი ივსება მალცვეთადი საგნის აღრიცხვის ანგარიში. მეორე გატარების სახით შემოთავაზებულია ბალანსგარეშე გატარება, მათ შორის ეს გამოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პარამეტრების გვერდზე ანგარიშები შევსებულია ექსპ. მყოფი იაფი ძირ.საშ.-ების და მალც.საგ.-ების ანგარიში, ბალანსგარე ანგარიშებთა კორეს.-თვის ანგარიშებიდან ერთ ერთი მაინც.   გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართული - აკრძალული) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.

რედაქტირების რეჟიმზე გადასვლით შევსებული გატარების სტრიქონის ნებისმიერი ველი, გარდა ველისა თანხა ლარში, შეიძლება რედაქტირება, ხოლო თანხა ლარში სვეტი ავტომატურად გამოითვლება თანხა ვალ. და ვალუტა სვეტების საფუძველზე.

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა , შენახვა და დახურვა , შენახვა და ახალი  ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლოშენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი  ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.

იხილეთ მეტი

გატარების დამატებისას ან წაშლისას წითლდება ანგარიშის ნაშთი