ექსპლუატირებადი მალც.საგ.-ების გადაადგილება

ექსპლორერი:  მალცვეთადი საგნები > დოკუმენტები >

ექსპლუატირებადი მალც.საგ.-ების გადაადგილება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი ექსპლუატირებადი მალც.საგ.-ების გადაადგილება გამოიყენება მალცვეთადი საგნების ერთი ქვეგანყოფილებიდან სხვა სტრუქტურულ ქვეგანყოფილებაში გადასატანად ან პატ.პასუხ. პირების შესაცვლელად. დოკუმენტი შედგება 2 გვერდისგან ზოგადი და გატარებები. 

მთავარ ნაწილში უნდა შეავსოთ შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტის ექსპლუატირებადი მალც.საგ.-ების გადაადგილება შექმნის თარიღი. სისტემა                      ავტომატურად დღევანდელ თარიღს გვთავაზობს.

დოკუმენტის  N

დოკუმენტის ექსპლუატირებადი მალც.საგ.-ების გადაადგილება ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით. ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის დოკუმენტების ნომრები გვერდზე.

ჩამბარებელი ქვეგანყოფილება

სტრუქტურული დანაყოფი, საიდანაც უნდა მოხდეს მალცვეთადი საგნების გატანა.

ჩამბარებელი მატ.პას.პირი

ჩამბარებელი მატ.პასუხ. თანამშრომელი.

მიმღები ქვეგნაყოფილება

სტრუქტურული დანაყოფი, სადაც უნდა მოხდეს მალცვეთადი საგნების შეტანა.

მიმღები მატ.პას.პირი

მიმღები მატ.პასუხ. თანამშრომელი.

 

გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი სახე.

ShortLifeItems.Documents.Movement1

 
ველში კომენტარი დოკუმენტის შესახებ კომენტარის შეტანა ხდება, მისი არჩევა შეიძლება ველთან მდებარე ცნობარიდან გამონათქვამები.

გვერდზე ზოგადი უნდა შეავსოთ აგრეთვე გადასატანი მალცევთადი საგნის სია. ამ სიის შევსებამდე წინასწარ უნდა შეავსოთ ველები ჩამბარებელი ქვეგანყოფილება და ჩამბარებელი მატ.პასუხ.პირი.

მალცვეთადი საგნების სიის სვეტების დანიშნულება არის:

სვეტი

დანიშნულება

კოდი

მალცვეთადი საგნის კოდი

დასახელება

დასახელება.

ერთეული

საზომი ერთეული

რაოდენობა

გადასატანი რაოდენობა

თანხა

ამ ველში ექსპლუატაციაში გადასაცემი მალცვეთადი საგნის თანხა უნდა შეიტანოთ. სიის შევსებისას ამ ველში ჩანს 0, თუ პარტია მონიშნულია ავტოშერჩევა. ველი თანხა მნიშვნელობას იღებს დოკუმენტის ჩაწერის შემდეგ.  

პარტია

 

ამ ველში ექსპლუატაციაში გადასაცემი მალცვეთადი საგნის პარტია უნდა შეავსოთ. შეიძლება იყოს ავტოშერჩევა, თუ არ არის არჩეული პარტია, ან პარტია მონიშნულია, თუ მოხდა პარტიის შერჩევა.

 

სიის შევსებისას გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების add16 , მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და წაშლის  Trash-icon16  ღილაკები.

ჩამონათვალში მუშაობა აღწერილია განყოფილებაში მუშაობა დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებთან . 

სტრიქონის რედაქტირება მიმდინარეობს სტრიქონიდან. ახალი სტრიქონის დამატებისას უნდა აირჩიოთ მალცვეთადი საგნის კოდი, რომლიდან გამომდინარე სისტემა ავტომატურად შეავსებს ველებს დასახელება და საზომი ერთეული. ამის შემდეგ უნდა მონიშნოთ ექსპლუატაციაში გადასაცემი მალცვეთადი საგნის რაოდენობა. ამ რაოდენობის მიხედვით, სისტემა მალცვეთადი საგნის აღრიცხვის ან გახარჯვის მეთოდის გათვალისწინებით განსაზღვრავს, თუ მალცვეთადი საგნების არსებული პარტიებიდან რომელი სააღრიცხვო ფასებიდან რა რაოდენობით უნდა გადაეცეს ექსპლუატაციაში, და ამ ჩანაწერების მიხედვით ავტომატურად გამოითვლის ველს თანხა. მოცემული მალცვეთადი საგნის არსებობიდან აღრიცხვის მეთოდის მიხედვით არჩეული რაოდენობები დაწვრილებით აისახება ფანჯარაში პარტია (გასავლის სპეციფიკაცია). ამ ფანჯრის სია შეიცავს დოკუმენტის თარიღის მდგომარეობით მალცვეთადი საგნის არსებობის სტრიქონებს, შემოსავლის თარიღის, სააღრიცხვო ფასის, გასაწერი რაოდენობის, ანგარიშის და შემოსავლის დოკუმენტის მიხედვით.

მიმდინარე სტრიქონის რედაქტირებისას ნებადართულია მხოლოდ ველების კოდი, რაოდენობა, ფასი, პარტია და ხარჯის ანგარიში რედაქტირება.

ჩამონათვალში საჭირო სტრიქონების მოსაძებნად გამოიყენება ძებნის ბრძანება CTRL+F ღილაკების კომბინაციის აკრეფით. მუშაობა ძებნის ფანჯარასთან აღწერილია განყოფილებაში ფილტრი.  ძებნის შედეგად ნაპოვნი სტრიქონი ხდება მიმდინარე და ფერი ეცვლება.

გვერდს გატარებები აქვს შემდეგი სახე.

ShortLifeItems.Documents.Movement2

ამ გვერდზე დოკუმენტის გატარებები ხდება. გვერდზე გატარებები გათვალისწინებულია შემდეგი ღილაკები.

გამოსახულება

დანიშნულება

add16Fone

მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.:

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ აქტიურდება გატარებების გენერირების ღილაკი wand-icon .

wand-icon

გატარებების გენერირების ღილაკი მისაწვდომია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული. მალცვეთადი საგნების ჩამონათვალის საფუძველზე ხდება გატარებების სტრიქონების შექმნა შემდეგი პრინციპით, ერთი და იგივე ანგარიშით მონიშნული მალცვეთადი საგნების სტრიქონები ჯამურად აისახება ერთი სტრიქონით. როგორც დებეტი ხარჯის ანგარიში, ხოლო როგორც კრედიტი ივსება მალცვეთადი საგნის აღრიცხვის ანგარიში. მეორე გატარების სახით შემოთავაზებულია ბალანსგარეშე გატარება, მათ შორის ეს გამოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პარამეტრების გვერდზე ანგარიშები შევსებულია ექსპ. მყოფი იაფი ძირ.საშ.-ების და მალც.საგ.-ების ანგარიში, ბალანსგარე ანგარიშებთა კორეს.-თვის ანგარიშებიდან ერთ ერთი მაინც.   გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართული - აკრძალული) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.

რედაქტირების რეჟიმზე გადასვლით შევსებული გატარების სტრიქონის ნებისმიერი ველი, გარდა ველისა თანხა ლარში, შეიძლება რედაქტირება, ხოლო თანხა ლარში სვეტი ავტომატურად გამოითვლება თანხა ვალ. და ვალუტა სვეტების საფუძველზე.

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა , შენახვა და დახურვა , შენახვა და ახალი  ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლოშენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი  ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.

იხილეტ მეტი

გატარების დამატებისას ან წაშლისას წითლდება ანგარიშის ნაშთი