ძირ.საშ.-ების ბრუნვა გახსნილი ოპერაციების მიხედვით

ექსპლორერი:  ძირითადი საშუალებები > უწყისები >

ძირ.საშ.-ების ბრუნვა გახსნილი ოპერაციების მიხედვით

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისი ძირ.საშ.-ების ბრუნვა გახსნილი ოპერაციების მიხედვით შეიცავს დაწვრილებით მონაცემებს აღნიშნულ პერიოდში ძირითადი საშუალებებზე შესრულებული ოპერაციების შესაბამის (რეკონსტრუქცია, გადაფასება, ნაწილობრივი ლიკვიდაცია, ჩამოწერის აქტი) საბალანსო ღირებულებას და დარიცხული ცვეთის ზრდის ან კლების შესახებ. ამ უწყისის შესაქმნელად გამოსული დიალოგური ფანჯარა შეიცავს შემდეგ ველებს.

ველი

დანიშნულება

პერიოდი

პერიოდი აუცილებელი ველია. უწყისში შევა მხოლოდ ამ პერიოდში ჩაწერილი ოპერაციები.

გაანგარიშება

ფინანსური ან საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო თუ ცარიელია ორივე ერთად.

ძირ.საშ. ტიპი

ძირ.საშ.-ის ტიპი. თუ შევსებულია უწყისში შევა მონაცემები მხოლოდ ამ ტიპის ძირითადი საშუალებების შესახებ.

საინვენტარო ნომერი

ძირ.საშ.-ის საინვენტარო ნომერი. თუ შევსებულია აიგება ამ საინვენტარო ნომრის შესახებ უწყისი.

 

ნებისმიერ მომენტში განახლებაზე დაჭერით (CTRL+R) , მიიღებთ განახლებულ უწყისს იმ პარამეტრებით, რომელიც მონიშნეთ დიალოგურ ფანჯარაში.