უწყისი კატალოგის მიხედვით

ექსპლორერი:  ძირითადი საშუალებები > უწყისები >

უწყისი კატალოგის მიხედვით

Previous pageReturn to chapter overviewNext page

კატალოგის მიხედვით უწყისის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

თარიღი

აუცილებელი თარიღი ტიპის ველია, ის თარიღი უნდა შეავსოთ, რომლის მდგომარეობითაც გსურთ უწყისის აგება

გაანგარიშება

ფინანსური ან საგადასახადო აღრიცხვის უწყისის მიღება. თუ არ არის შევსებული, მაშინ ორივე

ადგილმდებარეობა

ძირ.საშ.-ების ადგილმდებარეობა. თუ შევსებულია იქმნება მხოლოდ ამ დანაყოფში არსებული ძირითადი საშუალებების შესახებ უწყისი.

მატ.პასუხ.პირი

მატ.პას. პირი. თუ შევსებულია უწყისი აიგება მხოლოდ იმ ძირითადი საშუალებებისთვის რომლის მატ.პას. პირი აღნიშნული თანამშრომელია.

ძირ.საშ. ტიპი

ძირ.საშ.-ის ტიპი. თუ შევსებულია უწყისი აიგება ამ ტიპის ძირითადი საშუალებებისთვის.

მდგომარეობა

ძირ. საშ. მდგომარეობა: ექსპლუატაციაში არ გადაცემული, ექსპლუატირებადი, დროებით ექსპლუატაციიდან ამოღებული, გამოწერილი. თუ შევსებულია უწყისი აიგება აღნიშნული მდგომარეობის ძირითადი საშუალებებისთვის.  

საინვენტარო ნომერი

საინვენტარო ნომერი. თუ შევსებულია უწყისი აიგება ამ ძირითადი საშუალებისთვის.

გაფართოებული

თუ მონიშნულია უწყისში შევა აგრეთვე შემდეგი ველები სას.მომს. ვადა (თვე), შემოსავლის თარიღი, გამოშვების თარიღი, სერიული ნომერი, ტექნიკური პასპორტის ნომერი, მარკა, მოკლე დახასიათება და მწარმოებელი.

დაჯგუფება

ძირითადი საშუალებების მთლიანი საბალანსო ღირებულებების, დაგროვილი ცვეთების და საბალანსო ღირებულებების დაჯგუფების ტიპის შევსება. შეიძლება ძირ.საშ.-ების ტიპების, მდგომარეობის და ტიპების და მგომარეობის მიხედვით დაჯგუფება. თუ ველი ცარიელია არ ხდება დაჯგუფება, თითოეული სტრიქონი წარმოადგენს ძირ.საშ.-ების საინვენტარო ნომერს წარმოადგენს.

თუ ველი დაჯგუფება ცარიელია, მაშინ უწყისი შეიცავს შემდეგ მონაცემებს.

ველი

დანიშნულება

საინვენტარო ბარათი

ძირ.საშ.-ის საინვენტარო ბარათი.

საინვენტარო ნომერი

ძირ.საშ.-ის საინვენტარო ნომერი.

დასახელება

ძირ.საშ.-ის დასახელება.

კომენტარი

ძირ. საშ-ის კომენტარი.

მთლიანი საბალანსო ღირებულება

აღნიშნული თარიღისთვის მთლიანი საბალანსო ღირებულება, საიდანაც გამოიანგარიშება ცვეთა.

დაგროვილი ცვეთა

ძირ.საშ.-ის დაგროვილი ცვეთა აღნიშნულ თარიღამდე.

საბალანსო ღირებულება

ძირ.საშ.-ის მთლიანი საბალანსო ღირებულებიდან გამოკლებული დაგროვილი ცვეთა.

ტიპი

ძირ.საშ.-ის ტიპი.

ადგილმდებარეობა

ძირ.საშ.-ის ადგილმდებარეობა' კომპანიის სტრუქტურული დანაყოფი.

მატ.პასუხ. პირი

ძირ.საშ.-ის მატ.პას. პირი.

ლიკვიდაციური ღირებულება

ძირ.საშ.-ის ლიკვიდაციური ღირებულება, რომლის ზომითაც არ დარიცხულა ცვეთა.

საწყისი მნიშვნელობის ანგარიში

ძირ.საშ.-ის საწყისი ღირებულების ანგარიში.

ცვეთის ანგარიში

ძირ.საშ.-ის ცვეთის დარიცხვის ანგარიში.

ხარჯის ანგარიში

ძირ.საშ.-ის გამოწერის ანგარიში.

მდგომარეობა

ძირ.საშ.-ის მდგომარეობა: ექსპლუატაციაში არ გადაცემული, ექსპლუატირებადი, დროებით ექსპლუატაციიდან ამოღებული, გამოწერილი

ექსპლუატაციაში გადაცემის თარიღი

ძირ.საშ.-ის ექსპლუატაციაში გადაცემის თარიღი.

სას. მომს. ვადა (თვე)

ძირ.საშ.-ის შეძენის დროს შეტანილი სასარგებლო მომსახურების ვადა.

ნაშ. სას. მომს. ვადა (თვე)

აღნიშნული თარიღისთვის ძირ.საშ.-ის  სასარგებლო მომსახურების ვადის ნაშთური მონაცემი.

შემოსავლის თარიღი

ძირ.საშ.-ის შემოსავლის თარიღი.

მომწოდებელი

ძირ.საშ.-ის მომწოდებლის კოდი.

დასახელება

ძირ.საშ.-ის მომწოდებლის დასახელება.

დოკუმენტის N

ძირ.საშ.-ის შემოსავლის დოკუმენტის ნომერი.

მომწოდებელის ანგარიში

ძირ.საშ.-ის მომწოდებელის ანგარიში.

გამოშვების წელი

ძირ.საშ.-ის გამოშვების თარიღი.

სერიული ნომერი

ძირ.საშ.-ის სერიული ნომერი.

ტექნიკური პასპორტი

ძირ.საშ.-ის ტექნიკური პასპორტის ნომერი.

მარკა

ძირ.საშ.-ის მარკა.

მოკლე დახასიათება

ძირ.საშ.-ის მოკლე დახასიათება.

გამოწერის მეთოდი

ძირ.საშ.-ის შეძენის დოკუმენტის გამოწერის მეთოდი ელექტრონული ან ფურცლოვანი.

ზედნადების N

ძირ.საშ.-ის შეძენის ზედნადების ნომერი.

ზედნადების თარიღი

ძირ.საშ.-ის ზედნადების თარიღი.

უწყისის კონტექსტური მენიუდან შეიძლება უწყისი ძირ.საშ.-ის დოკუმენტების ჟურნალის გამოძახება.

თუ ველი დაჯგუფების მნიშვნელობა არის 1- ძირ.საშ.-ების ტიპების მიხედვით, მაშინ უწყისი შეიცავს შემდეგ ველებს.

ველი

დანიშნულება

ტიპი

ძირ.საშ.-ის ტიპი.

დასახელება

ძირ.საშ.-ის ტიპის დასახელება.

მთლიანი საბალანსო ღირებულება

აღნიშნული თარიღისთვის შესაბამისი ტიპის ძირ.საშ.-ის მთლიანი საბალანსო ღირებულებების ჯამი.

დარიცხული ცვეთა

შესაბამისი ტიპის ძირ.საშ.-ის დარიცხული ცვეთების ჯამი აღნიშნულ თარიღამდე.

საბალანსო ღირებულება

შესაბამისი ტიპის ძირ.საშ.-ის მთლიანი საბალანსო ღირებულებების ჯამის და დარიცხული ცვეთის ჯამის სხვაობა.

თუ ველი დაჯგუფების მნიშვნელობა არის 2- ძირ.საშ.-ების მდგომარეობის მიხედვით, მაშინ უწყისი შეიცავს შემდეგ ველებს.

ველი

დანიშნულება

მდგომარეობა

ძირ.საშ.-ის მდგომარეობა: ექსპლუატაციაში არ გადაცემული, ექსპლუატირებადი, დროებით ექსპლუატაციიდან ამოღებული, გამოწერილი

მთლიანი საბალანსო ღირებულება

აღნიშნული თარიღისთვის შესაბამისი მდგომარეობის ძირ.საშ.-ის მთლიანი საბალანსო ღირებულებების ჯამი.

დარიცხული ცვეთა

შესაბამისი მდგომარეობის ძირ.საშ.-ის დარიცხული ცვეთების ჯამი აღნიშნულ თარიღამდე.

საბალანსო ღირებულება

შესაბამისი მდგომარეობის ძირ.საშ.-ის მთლიანი საბალანსო ღირებულებების ჯამის და დარიცხული ცვეთის ჯამის სხვაობა.

თუ ველი დაჯგუფების მნიშვნელობა არის 3- ძირ.საშ.-ების მდგომარეობის და ტიპების მიხედვით, მაშინ უწყისი შეიცავს შემდეგ ველებს.

ველი

დანიშნულება

მდგომარეობა

ძირ.საშ.-ის მდგომარეობა: ექსპლუატაციაში არ გადაცემული, ექსპლუატირებადი, დროებით ექსპლუატაციიდან ამოღებული, გამოწერილი

ტიპი

ძირ.საშ.-ის ტიპი.

დასახელება

ძირ.საშ.-ის ტიპის დასახელება

მთლიანი საბალანსო ღირებულება

აღნიშნული თარიღისთვის შესაბამისი ტიპის შესაბამის მდგომარეობაში მყოფი ძირ.საშ.-ის მთლიანი საბალანსო ღირებულებების ჯამი.

დარიცხული ცვეთა

შესაბამისი ტიპის შესაბამის მდგომარეობაში მყოფი ძირ.საშ.-ის დარიცხული ცვეთების ჯამი აღნიშნულ თარიღამდე.

საბალანსო ღირებულება

შესაბამისი ტიპის შესაბამის მდგომარეობაში მყოფი ძირ ძირ.საშ.-ის მთლიანი საბალანსო ღირებულებების ჯამის და დარიცხული ცვეთის ჯამის სხვაობა.

 

დაჯგუფებული უწყისის ნებისმიერი სტრიქონისთვის კონტექსტური მენიუდან ბრძანება დეტალები... მეშვეობით შეიძლება უწყისის აგება იმ ძირ.საშ.-ების შესახებ, რომლებიც მონაწილეობენ ამ დაჯგუფებული მნიშვნელობის ფორმირებაში.

ნებისმიერ მომენტში განახლებაზე დაჭერით (CTRL+R) , მიიღებთ განახლებულ უწყისს იმ პარამეტრებით, რომელიც მონიშნეთ დიალოგურ ფანჯარაში.

იხილეთ მეტი

რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გადახრა სინთეტიკური ანგარიშების და სმფ ნაშთებს შორის