ნაშთები

ექსპლორერი:  ბუღალტერია > უწყისები >

ნაშთები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ნაშთები უწყისი გათვალისწინებულია რაიმე ანგარიშის ან ანგარიშების ნაშთების შესახებ ინფორმაციის მიღებისთვის. ამ უწყისის შექმნისთვის გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები

ველი

დანიშნულება

თარიღი

აუცილებელი ველია. უწყისში შედის ანგარიშების ნაშთები მითითებული დღის მდგომარეობით.

ანგარიში

ანგარიშის ნომრის მითითება. უწყისში შევა ამ ველში მითითებული ანგარიშის და მისი ქვეანგარიშების ნაშთები. არ შევსების შემთხვევაში ყველა ანგარიშის ნაშთი აისახება.

ვალუტა

ვალუტის შევსება, რომლის მიხედვითაც ხდება უწყისის აგება.

ანგარიშგების ვალუტა

აუცილებელი ველია. უწყისის ვალუტის მითითებისას აირჩევა: 1- ლარში, 2- ვალუტით, 3- ლარში და უცხ. ვალუტაში.

ანგარიშის კუთვნილების განყოფილება

აუცილებელი ველია. ანგარიშების კუთვნილების განყოფილების მითითებისას აირჩევა 1- საბალანსო, 2- ბალანსგარეშე ან 3- ყველა.

მხოლოდ ბოლო დონის ანგარიშების ჩვენება

თუ მონიშნულია, უწყისში შევა მხოლოდ ბოლო დონის ანგარიშები.

დასახელებათა ჩვენება

თუ მონიშნულია, უწყისში შევა ანგარიშების დასახელებები.

პარტნიორის ჩვენება

თუ მონიშნულია, უწყისი გამოყოფს პარტნიორების ნაშთებს.

ნულოვანი სტრიქონების ჩვენება

თუ მონიშნულია, უწყისში შევა აგრეთვე ნულოვანი ნაშთის მქონე ანგარიშები.

 

ნაშთები უწყისში ჩანს ანგარიშის ნაშთი (დებეტი-კრედიტი) აღნიშნული დღის ბოლოსთვის.

ამ უწყისის მიმდინარე ან მონიშნული სტრიქონებისთვის კონტექსტური მენიუდან შეიძლება უწყისის პარტნიორთა ნაშთები გამოძახება. უწყისი აიგება მხოლოდ იმ ანგარიშებისთვის, რომლითაც ხდება პარტნიორთა მიხედვით აღრიცხვის წარმოება.

ნაშთები უწსის დაჯგუფება შესაძლებელია დაგროვებით ანგარიშების მიხედვით. ამის გაკეთება შესაძლებელია ლენტში ჩანართ მონაცემებში ღილაკზე ხის სახით ხელის დაჭერით.

უწყისის მიმდინარე ან მონიშნული სტრიქონებისთვის კონტექსტური მენიუდან შეიძლება T-ანგარიში, ანგარიშის გადაფასება ანგარიშთა ნაშთები დახურვა და ოპერაციები ბრძანებების გამოძხება.