T-ანგარიში

ექსპლორერი:  ბუღალტერია > უწყისები >

T-ანგარიში

Previous pageReturn to chapter overviewNext page

T-ანგარიში უწყისი გათვალისწინებულია რომელიმე აანგარიშის შესახებ T-ანგარიშის ფორმით ინფორმაციის მისაღებად. ამ უწყისის შესაქმნელად გამოსულ დილოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.  

ველი

დანიშნულება

პერიოდი

თარიღის ტიპის აუცილებელი ველთა წყვილია. უწყისში შევა ის გატარებები, რომლებიც ჩაწერილია ამ პერიოდში და ველში ანგარიში მითითებულ ანგარიშთან კორესპონდირები.

ანგარიში

აუცილებელი ველია. იმ ანგარიშის ნომრის მითითება, რომლისთვისაც ხდება უწყისის აგება.

ვალუტა

ვალუტის შევსება, რომლის მიხედვით აიგება უწყისი.

ანგარიშგების ვალუტა

აუცილებელი ველია. უწყისის ვალუტის მითითებისას აირჩევა 1- ლარში, 2- ვალუტით, 3- ლარში და უცხ. ვალუტაში.

დაჯგუფება მოკორესპ. ანგარიშის მიხედვით

თუ მონიშნულია, უწყისში გატარებები ჯგუფდება მოკორსეპონდეტო ანგარიშის მიხედვით, როგორც მიღებულია მთავარ წიგნში.

ნაშთის ჩვენება დღის ბოლოს

თუ მონიშნულია, უწყისის პირველ ეპიზოდში იგივე დღის გატარებების შემდეგ გამოდის ნაშთი ამ დღის ბოლოსთვის.

თვის ბრუნვის ჩვენება

თუ მონიშნულია, ყოველი თვის გატარებების შემდეგ გამოდის ამ თვის ბრუნვა.

პარტნიორთა ჩვენება

თუ მონიშნულია, უწყისის მეორე ეპიზოდში ემატება გატარებების შესახებ პარტნიორების მონაცემები კოდი და დასახელება.

 

T-ანგარიში ფორმით გამოისახება მონიშნული ანგარიშის ნაშთი მონიშნული პარიოდის დასაწყისისთვის, ამის შემდეგ თითოეულ სტრიქონში ჩანს ამ ანგარიშის სადებეტო და საკრედიტო ბრუნვა იმ ანგარიშების მიხედვით, რომლებთანაც აღნიშნულ ანგარიშს ჰქონდა კორესპონდენცია აღნიშნულ პერიოდში და ბოლოსთვის, ნაშთი ამ პერიოდის ბოლოს. ცნობაში ასახულია გატარების თარიღი და თანხა, უკანასკნელით განისაზღვრება არჩეული ანგარიში დებეტშია, თუ კრედიტში. ეკრანის შემდეგ ეპიზოდში ასახულია დოკუმენტის ნომერი, ანალიტიკა და გატარების კომენტარი.  

T-ანგარიშის მიღება შეიძლება დაგროვებითი ანგარიშებისთვის. ამ შემთხვევაში პირველ ეპიზოდში თარიღის შემდეგ გამოდის გატარების სადებეტო და საკრედიტო ანგარიშები.  

T-ანგარიშის უწყისის თითოეული სტრიქონის კონტექსტური მენიუს შესაბამისი ბრძანების არჩევის შედეგად შეიძლება ამ დოკუმენტის  რედაქტირება, წაშლა ან კოპირება, რომლის მეშვეობით ჩაიწერა მოცემული გატარება.  

T-ანგარიში ფორმით უწყისის გამოძახება შეიძლება უწყისები ქვესიიდან, ისევე როგორც,უწყისების ნაშთები და ბრუნვა - კონტექსტური მენიუდან. ამ უკანასკნელის შემთხვევაში T-ანგარიშის ფორმით უწყისის მიღება შეიძლება აგრეთვე მონიშნული სტრიქონებისთვის, რომლის დროს T-ანგარიში უწყისის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში არ არის ანგარიში და ვალუტა ველები, რადგანაც ამ  ველთა მნიშვნელობები მიიღება შესაბამისი სტრიქონებიდან. ნებისმიერ დროს განახლება ღილაკზე UI.Grid.RefreshButton (CTRL+R) დაჭერით, მიიღებთ ახალ განახლებულ T-ანგარიშის უწყისს იგივე პარამეტრებით, რომელიც აირჩიეთ დიალოგურ ფანჯარაში.

T-ანგარიში უწყისის ექსპორტირება Excel -ში შეიძლება  ლენტის  შესაბამის ღილაკზე დაჭერით.

T-ანგარიში უწყისის გამოძახება, შეიძლება აგრეთვე CTRL+T ღილაკების კომბინაციის აკრეფით.