ბრუნვა

ექსპლორერი:  ბუღალტერია > უწყისები >

ბრუნვა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისი ბრუნვა გათვალისწინებულია, რაიმე ანგარიშის ან ანგარიშების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ამ უწყისის შექმნისთვის გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

პერიოდი

თარიღის ტიპის აუცილებელი ველთა წყვილია. უწყისში შევა ის გატარებები, რომლებიც ჩაწერილია მოცემულ პერიოდში.

ანგარიში

ანგარიშის ნომრის მითითება. უწყისში შევა ამ ველში მითითებული ანგარიშის და მისი ქვეანგარიშების ბრუნვა. არ შევსების შემთხვევაში ყველა ანგარიშის ბრუნვა აისახება.

ვალუტა

ვალუტის შევსება, რომლის მიხედვითაც ხდება უწყისის აგება.

ანგარიშგების ვალუტა

აუცილებელი ველია. უწყისის ვალუტის მითითებისას აირჩევა 1- ლარში, 2- ვალუტით, 3- ლარში და უცხ. ვალუტაში.

ანგარიშის კუთვნილების განყოფილება

აუცილებელი ველია. ანგარიშების კუთვნილების განყოფილების მითითებისას აირჩევა 1- საბალანსო, 2- ბალანსგარეშე ან 3- ყველა.

მხოლოდ ბოლო დონის ანგარიშების ჩვენება

თუ მონიშნულია, უწყისში შევა მხოლოდ ბოლო დონის ანგარიშები.

დასახელებათა ჩვენება

თუ მონიშნულია, უწყისში შევა ანგარიშების დასახელებები.

პარტნიორის ჩვენება

თუ მონიშნულია, უწყისი გამოყოფს პარტნიორების ბრუნვას.

ნულოვანი სტრიქონების ჩვენება

თუ მონიშნულია, უწყისში შევა აგრეთვე ნულოვანი ნაშთის მქონე ანგარიშები.

 

უწყისში ბრუნვა ჩანს ანგარიშის საწყისი ნაშთი (დებეტი-კრედიტი), ბრუნვა (დებეტი-კრედიტი) და საბოლოო ნაშთი.

ამ უწყისის მიმდინარე ან მონიშნული სტრიქონებისთვის კონტექსტური მენიუდან შეიძლება უწყისის პარტნიორთა ბრუნვა გამოძახება. უწყისი აიგება მხოლოდ იმ ანგარიშებისთვის, რომლითაც ხდება პარტნიორთა მიხედვით აღრიცხვის წარმოება.

ბრუნვის უწსის დაჯგუფება შესაძლებელია დაგროვებით ანგარიშების მიხედვით. ამის გაკეთება შესაძლებელია ლენთში ჩანართ მონაცემებში ღილაკზე ხის სახით ხელის დაჭერით.

უწყისის მიმდინარე ან მონიშნული სტრიქონებისთვის კონტექსტური მენიუდან შეიძლება T-ანგარიშის გამოძახება.