ოპერაციების ჟურნალი

ექსპლორერი:  ბუღალტერია > უწყისები >

ოპერაციების ჟურნალი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ამ უწყისში აისახება სისტემაში რეგისტრირებული გატარებები. ჟურნალის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

პერიოდი

თარიღის ტიპის აუცილებელი ველთა წყვილია. უწყისში შევა ის გატარებები, რომლებიც ჩაწერილია ამ პერიოდში.

ანგარიში დებეტი/კრედიტი

გატარებაში მონაწილე სადებეტო ან საკრედიტო ანგარიშის ნომრები.

პარტნიორი დებეტი/კრედიტი

გატარებაში მონაწილე სადებეტო ან საკრედიტო პარტნიორების კოდები.

ვალუტა დებეტი/კრედიტი

შესაბამისად სადებეტო და საკრედიტო ანგარიშების ვალუტების შევსება. ჟურნალი აიგება აღნიშნული ვალუტების მიხედვით.

დოკუმენტის ტიპი

დოკუმენტის ტიპის მონიშვნა. ველთან მდებარე ამორჩევის სიიდან შეიძლება ერთი ან რამოდენიმე დოკუმენტის ტიპის მონიშვნა. ჟურნალში შევა მონიშნული დოკუმენტის ტიპის გატარებები, ხოლო თუ ველი ცარიელია, ყველა გატარება.

ვალუტების ჩვენება

თუ მონიშნულია, ჟურნალში შევა აგრეთვე ვალუტები.

პარტნიორთა ჩვენება

თუ მონიშნულია, ჟურნალში შევა აგრეთვე გატარების ანალიტიკა სადებეტო/საკრედიტო ანგარიშები და მათი დასახელებები.

გატარებები დალაგებულია თარიღის მიხედვით. თუ რაიმე ველი (დებეტი ან კრედიტი) შევსებულია მაშინ, ჟურნალში შევა ის გატარებები, რომელთა შესაბამისი ველები ემთხვევა ამ მნიშვნელობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ველი იგნორირდება. თუ და ალამი მონიშნულია ჟურნალის აგებისას გაითვალისწინება ანგარიში დებეტი/კრედიტი, პარტნიორი დებეტი/კრედიტი, ვალუტა დებეტი/კრედიტი ველების სადებეტო და საკრედიტო მნიშვნელობები.

რედაქტირება, ასლი და წაშლა ბრძანებებით რედაქტირდება, კოპირდება და წაიშლება გატარების დოკუმენტი.

ბრძანება  ნახვა ამობეჭდვამდე ასახავს დოკუმენტის საბეჭდ ფორმას.

ჟურნალის მიმდინარე ან მონიშნული სტრიქონებისთვის კონტექსტური მენიუს ანგარიშთა კორესპონდენციის შემოწმება ოპერაციით მოწმდება გატარებების ანგარიშების კორესპონდენციები დირექტორიაში ანგარიშთა კორესპონდენციები. კორესპონდენციების აღმოჩენის შემთხვევაში, რომლებიც არ შეესაბამება დირექტორიას, სისტემა ქმნის უწყისს ამის შესახებ.