მონახაზი გატარებების ჟურნალი

ექსპლორერი:  ბუღალტერია > უწყისები >

მონახაზი გატარებების ჟურნალი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ამ ჟურნალში აისახება სისტემაში მონახაზი მდგომარეობაში მყოფი გატარებები. ჟურნალის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

პერიოდი

თარიღის ტიპის აუცილებელი ველთა წყვილია. უწყისში შევა ის გატარებები, რომლებიც ჩაწერილია ამ პერიოდში.

ანგარიში დებეტი/კრედიტი

გატარებაში მონაწილე სადებეტო ან საკრედიტო ანგარიშების ნომრები.

პარტნიორები დებეტი/კრედიტი

გატარებაში მონაწილე სადებეტო ან საკრედიტო პარტნიორების კოდები.

ვალუტა დებეტი/კრედიტი

შესაბამისად სადებეტო და საკრედიტო ანგარიშების ვალუტების შევსება. ჟურნალი აიგება აღნიშნული ვალუტების მიხედვით.

დოკუმენტის ტიპი

დოკუმენტის ტიპის მონიშვნა. ველთან მდებარე ამორჩევის სიიდან შეიძლება ერთი ან რამოდენიმე დოკუმენტის ტიპის მონიშვნა. ჟურნალში შევა მონიშნული დოკუმენტის ტიპის გატარებები, ხოლო თუ ველი ცარიელია ყველა გატარება.

დოკუმენტის მდგომარეობა

ჩამონათვლის ტიპის ველია. შესაძლებელია დოკუმენტი იყოს: 1 - მონახაზ ან 3- წაშლილ მდგომარეობაში.

ვალუტების ჩვენება

თუ მონიშნულია, ჟურნალში შევა აგრეთვე ვალუტები.

პარტნიორების ჩვენება

თუ მონიშნულია, ჟურნალში შევა აგრეთვე გატარების ანალიტიკა სადებეტო/საკრედიტო ანგარიშები და მათი დასახელებები.

გატარებები დალაგებულია თარიღის მიხედვით. თუ რაიმე ველი (დებეტი ან კრედიტი) შევსებულია მაშინ, ჟურნალში შევა ის გატარებები, რომელთა შესაბამისი ველები ემთხვევა ამ მნიშვნელობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ველი იგნორირდება.  თუ და ალამი მონიშნულია ჟურნალის აგებისას გაითვალისწინება ანგარიში დებეტი/კრედიტი, პარტნიორები დებეტი/კრედიტი, ვალუტა დებეტი/კრედიტი ველების სადებეტო და საკრედიტო მნიშვნელობები.

რედაქტირება, ასლი და წაშლა ბრძანებებით რედაქტირდება, კოპირდება და წაიშლება გატარების დოკუმენტი.

ბრძანება ნახვა ამობეჭდვამდე ასახავს დოკუმენტის საბეჭდ ფორმას.

ჟურნალის მიმდინარე ან მონიშნული სტრიქონებისთვის კონტექსტური მენიუს ანგარიშთა კორესპონდენციის შემოწმება ოპერაციით მოწმდება გატარებების ანგარიშების კორესპონდენციები ანგარიშთა კორესპონდენციები ცნობარში.კ ორესპონდენციების აღმოჩენის შემთხვევაში, რომლებიც არ შეესაბამება დირექტორიას, სისტემა ქმნის უწყისს ამის შესახებ.