ანგარიშის გადაფასება

ექსპლორერი:  ბუღალტერია > დოკუმენტები > გადაფასებები >

ანგარიშის გადაფასება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტს ანგარიშის გადაფასები აქვს შემდეგი სახე.

Accounting.Documents.AccountRevaluation

 

ველი

დანიშნულება

თარიღი

აუცილებელი ველია. ივსება გადაფასების თარიღი.

დოკუმენტის N

დოკუმენტის რიგითი ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს დოკუმენტის ნომერს. ისი გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების კომბინაციის აკრეფით ან ველზე მიბმული paytik ღილაკით. ახალ დოკუმენტზე მიწერილი ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრების ფანჯრის გვერდზე დოკუმენტების ნომრები .

ვალუტა

გადაფასების ვალუტა, მისი შევსება ხდება მიმდინარე ველიდან ვალუტა.

ანგარიში

გადაფასების ანგარიში, მისი შევსება ხდება მიმდინარე ველიდან ანგარიში.

პარტნიორი

თუ ანგარიშზე ჩართულია აღრიცხვა პარტნიორების მიხედვით, მაშინ უნდა მოხდეს შესაბამისი პარტნიორის არჩევა.

ვალუტის კურსი

აღნიშნული ვალუტის ექვივალენტი ლარში. არ ექვემდებარება რედაქტირებას. ამ ველს ავტომატურად ავსებს სისტემა, დირექტორიიდან ვალუტის კურსი კურსის მოძებნით.  აქ იძებნება ისეთი სტრიქონი რომლის თარიღი ემთხვევა, დოკუმენტში შევსებულ თარიღს. ამგვარი სტრიქონის არ არსებობის შემთხვევაში შეირჩევა ახლოსმდგარი თარიღით სტრიქონი.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი.

მოგება გადაფასებიდან

აუცილებლად ისვება ის ანგარიში, რომლითაც ხდება ანგარიშის გადაფასებით წარმოშობილი მოგების ფორმულირება.

ზარალი გადაფასებიდან

აუცილებლად ისვება ის ანგარიში, რომლითაც ხდება ანგარიშის გადაფასებით წარმოშობილი ზარალის ფორმულირება.

დამრგვალების ხარისხი

ექვივალნეტი თანხის დამრგვალების ხარისხი.

წინა დღის კურსის გამოყენება

თუ მონიშნულია, ოპერაციის შესრულებისას საფუძვლად მიიღება დოკუმენტის თარიღის წინა დღის მოქმედი კურსი.

 

note შენიშვნა

თუ სისტემაში რაიმე თარიღით არის ჩაწერილი გადაფასების დოკუმენტი, მასზა უფრო ადრე თარიღით გადაფასების შესრულება არ არის ნებადართული.

 

დოკუმენტში გატარებების ფორმულირებისთვის გათვალისიწნებულია შემდეგი ღილაკები.

გამოსახულება

დანიშნულება

add16Fone

მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.:

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ აქტიურდება გატარებების გენერირების ღილაკი wand-icon .

wand-icon

გატარებების გენერირების ღილაკი მისაწვდომია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული. გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართული - აკრძალული) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.  

 

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა , შენახვა და დახურვა , შენახვა და ახალი  ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლოშენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი  ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.