გადაფასებები

ექსპლორერი:  ბუღალტერია > დოკუმენტები >

გადაფასებები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ბუღალტერია ქვესისტემაში არსებობს შემდეგი ტიპის გადაფასებები.

ანგარიშის გადაფასება

პარტნიორის ანგარიშის გადაფასება

სინთეტიკური ანგარიშების ჯგუფური გადაფასება.

პარტნიორთა ჯგუფური გადაფასება.

ანგარიშის გადაფასება დოკუმენტი გამოიყენება პარტნიორთა მიხედვით აღრიცხვის არ მქონე, ვალუტით აღრიცხვადი სინთეტიკური ანგარიშების გადაფასებისთვის.

პარტნიორის ანგარიშის გადაფასება დოკუმენტის მეშვეობით სრულდება პარტიორთა მიხედვით აღრიცხვის მქონე, ვალუტით აღრიცხვადი სინთეტიკური ანგარიშების გადაფასება.

სინთეტიკური ანგარიშების ჯგუფური გადაფასება სრულდება უწყისზე ნაშთები გახსნილი კონტექსტური მენიუდან. გადაფასებას ექვემდებარებიან იმ სტრიქონების ანგარიშები, რომელთა ვალუტა ველი არ არის ეროვნული ფულადი ერთეული და რომელთათვისაც არ არის გათვალისწინებული პარტნიორთა მიხედვით აღრიცხვა. მონიშნული სტრიქონები არ არსებობის შემთხვევაში გადაფასებას ექვემდებარება მიმდინარე სტრიქონის ანგარიში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯგუფურად გადაფასდება მონიშნული სტრიქონების ანგარიშები.

პარტნიორთა ანგარიშების ჯგუფური გადაფასება სრულდება პარტნიორთა ანგარიშების ნაშთები უწყისის მიმდინარე სტრიქონიდან გახსნილი კონტექსტური მენიუდან. გადაფასებას ექვემდებარება იმ სტრიქონების ანგარიშები, რომელთა ვალუტა არ არის ეროვნული ფულადი ერთეული. თუ არ არის მონიშნული სტრიქონები გადაფასდება მიმდინარე სტრიქონის პარტნიორის ანგარიში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯგუფურად გადაფსადება მონიშნული სტრიქონების პარტნიორების ანგარიშები.

 

იხილეთ მეტი

სავალუტო აღრიცხვის თავისებურებანი სისტემაში