გაყიდვის საბუთები

ექსპლორერი:  გაყიდვები/შესყიდვები > ჟურნალები >

გაყიდვის საბუთები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ჟურნალში მოცემულია საანგარიშო პერიოდში სისტემაში ასახული ყველა გაყიდვის საბუთი:

გაყიდვები
თანხის შემოსვლა

 

ამ ჟურნალის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები

ველი

დანიშნულება

პერიოდი

აუცილებელი თარიღის ტიპის ველთა წყვილია. ჟურნალში შევა მხოლოდ ამ პერიოდში რეგისტრირებული საბუთები.

ტიპი

საბუთის ტიპი. ველზე მიბმული სიიდან შეიძლება საბუთის ერთი ან რამოდენიმე ტიპის მონიშვნა. ჟურნალში შევა მხოლოდ მონიშნული ტიპის საბუთები, ხოლო ველის არ შევსების შემთხვევაში ყველა ტიპის საბუთი.

პარტნიორი

ჟურნალში შევა მხოლოდ აღნიშნულ პარტნიორთან დაკავშირებული საბუთები.

გაფართოებული

ალამის მონიშვნის შემთხვევაში ჟურნალში შევა გაყიდვის დოკუმენტებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია.

ჟურნალის სვეტები შეიცავს საბუთის შემდეგი ველების მნიშვნელობებს

ველი

დანიშნულება

თარიღი

შექმნის თარიღი

საბუთის N

რიგითი ნომერი

ტიპი  

საბუთის ტიპი

ზედნადების N

გაყიდვის ზედნადების ნომერი

ა/ფ ნომერი

ანგარიშ-ფაქტურის ნომერი

თანხა

საბუთის საერთო თანხა ან თანხა ველების მნიშვნელობა

პარტნიორი

პარტნიორის კოდი. თუ აღნიშნულ დოკუმენტთან არ არის დაკავშირებული პარტნიორი, მაშინ ეს ველი ცარიელი რჩება

პარტნიორის დასახელება

პარტნიორის დასახელება. თუ აღნიშნულ დოკუმენტთან არ არის დაკავშირებული პარტნიორი, მაშინ ეს ველი რჩება ცარიელი

კომენტარი

კომენტარი საბუთის შესახებ

ზედნადების ტიპი

თუ მოცემულ საბუთზე გამოწერილია ზედნადები, მაშინ ივსება მისი ტიპი

საიდენტ. N

პარტნიორის საიდენტიფიკაციო ნომერი

ქვითრის N

ქვითრის ნომერია. არ ექვემდებარება რედაქტიებას.

ჟურნალის მიმდინარე სტრიქონის შესაბამისი ოპერაციებია:

დამატება. ახალი დოკუმენტის შეყვანა.
ნახვა ამობეჭდვამდე. დოკუმენტის საბეჭდი ფორმის ნახვა
რედაქტირება. დოკუმენტის რედაქტირება.
წაშლა. დოკუმენტის წაშლა
ასლი. იქმნება ახალი მსგავსი დოკუმენტი, შევსებული მიმდინარე საბუთის მონაცემებით.
საფუძველზე ანგარიშ-ფაქტურის შექმნა. მიმდინარე დოკუმენტზე ან დოკუმენტთა ჯგუფზე ა/ფ შექმნა.
RS.GE-ზე ატვირთვა. ზედნადების და ანგარიშ-ფაქტურის შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ატვირთვა.

ჟურნალის სათაური შეიცავს საანგარიშო პერიოდს. ნებისმიერ მომენტში განახლებაზე დაჭერით (CTRL+R) , მიიღებთ განახლებულ ჟურნალს ამ პერიოდისთვის