ჟურნალში აისახება საანგარიშო პერიოდში სისტემაში ჩაწერილი შესყიდვასთან დაკავშირებული ყველა საბუთი:
ამ ჟურნალის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები:
ველი |
დანიშნულება |
პერიოდი |
აუცილებელი თარიღის ტიპის ველთა წყვილია. ჟურნალში შევა მხოლოდ ამ პერიოდში რეგისტრირებული საბუთები. |
ტიპი |
საბუთის ტიპი. ველზე მიბმული სიიდან შეიძლება საბუთის ერთი ან რამოდენიმე ტიპის მონიშვნა. ჟურნალში შევა მხოლოდ მონიშნული ტიპის საბუთები, ხოლო ველის არ შევსების შემთხვევაში ყველა ტიპის საბუთი. |
პარტნიორი |
ჟურნალში შევა მხოლოდ აღნიშნულ პარტნიორთან დაკავშირებული საბუთები. |
ჟურნალის სვეტები შეიცავს საბუთის შემდეგი ველების მონაცემებს:
ველი |
დანიშნულება |
თარიღი |
შექმნის თარიღი |
საბუთის N |
რიგითი ნომერი |
ტიპი |
საბუთის ტიპი |
თანხა |
საბუთის საერთო თანხა ან თანხა ველების მნიშვნელობა. |
პარტნიორი |
პარტნიორის კოდი. თუ აღნიშნულ დოკუმენტთან არ არის დაკავშირებული პარტნიორი, მაშინ ეს ველი ცარიელი რჩება. |
პარტნიორის დასახელება |
პარტნიორის დასახელება. თუ აღნიშნულ დოკუმენტთან არ არის დაკავშირებული პარტნიორი, მაშინ ეს ველი რჩება ცარიელი. |
კომენტარი |
საბუთის შესახებ განმარტება. |
ჟურნალის მიმდინარე სტრიქონის შესაბამისი ოპერაციებია:
• | დამატება. ახალი დოკუმნტის შეყვანა. |
• | ნახვა ამობეჭდვამდე. დოკუმენტის საბეჭდი ფორმის ნახვა |
• | რედაქტირება. დოკუმენტის რედაქტირება. |
• | წაშლა. დოკუმენტის წაშლა |
• | ასლი. იქმნება ახალი მსგავსი დოკუმენტი, შევსებული მიმდინარე საბუთის მონაცემებით. |
ჟურნალის სათაური შეიცავს საანგარიშო პერიოდს. ნებისმიერ მომენტში განახლებაზე დაჭერით (CTRL+R) , მიიღებთ განახლებულ ჟურნალს ამ პერიოდისთვის.