ყველა საბუთები

ექსპლორერი:  გაყიდვები/შესყიდვები > ჟურნალები >

ყველა საბუთები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ჟურნალში ასახულია საანგარიშო პერიოდში სისტემაში ჩაწერილი ყველა ტიპის საბუთები.

ამ ჟურნალის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

პერიოდი

აუცილებელი თარიღის ტიპის ველთა წყვილია. ჟურნალში შევა მხოლოდ ამ პერიოდში რეგისტრირებული საბუთები.

ტიპი

საბუთის ტიპი. ველზე მიბმული სიიდან შეიძლება საბუთის ერთი ან რამოდენიმე ტიპის მონიშვნა. ჟურნალში შევა მხოლოდ მონიშნული ტიპის საბუთები, ხოლო ველის არ შევსების შემთხვევაში ყველა ტიპის საბუთი.

პარტნიორი

ჟურნალში შევა მხოლოდ აღნიშნულ პარტნიორთან დაკავშირებული დოკუმენტები.

 

ჟურნალის სვეტები შეიცავს საბუთის შემდეგი ველების მნიშვნელობებს.

ველი

დანიშნულება

თარიღი

შექმნის თარიღი

საბუთის N

რიგითი ნომერი

ტიპი  

საბუთის ტიპი

თანხა

საბუთის საერთო თანხა ან თანხა ველების მნიშვნელობა.

კომენტარი

საბუთის შესახებ კომენტარი.

პარტნიორი

პარტნიორის კოდი. თუ აღნიშნულ დოკუმენტთან არ არის დაკავშირებული პარტნიორი, მაშინ ეს ველი ცარიელი რჩება.

პარტნიორის დასახელება

პარტნიორის დასახელება. თუ აღნიშნულ დოკუმენტთან არ არის დაკავშირებული პარტნიორი, მაშინ ეს ველი რჩება ცარიელი.

ჟურნალის მიმდინარე სტრიქონის შესაბამისი ოპერაციებია:

დამატება. ახალი დოკუმნტის შეყვანა.
ნახვა ამობეჭდვამდე. დოკუმენტის საბეჭდი ფორმის ნახვა
რედაქტირება. დოკუმენტის რედაქტირება.
წაშლა. დოკუმენტის წაშლა
ასლი. იქმნება ახალი მსგავსი დოკუმენტი, შევსებული მიმდინარე საბუთის მონაცემებით.

ჟურნალის სათაური შეიცავს საანგარიშო პერიოდს. ნებისმიერ მომენტში განახლებაზე დაჭერით (CTRL+R) , მიიღებთ განახლებულ ჟურნალს ამ პერიოდისთვის.