დოკუმენტის რედაქტირებისთვის ჯერ უნდა გახსნათ ჟურნალი ან იპოვოთ იგი სხვა უწყისებში, რომელშიც იმყოფებიან საჭირო ტიპის საბუთები.
საჭირო დოკუმენტის მონიშვნის შემდეგ, შეასრულეთ შემდეგი პუნქტებიდან რომელიმე:
• | ლენტის ჩანართიდან მთავარი აირჩიეთ ღილაკი რედაქტირება. |
• | კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ ბრძანება რედაქტირება. |
• | აკრიფეთ CTRL+E ღილაკების კომბინაცია. |
მიმდინარე სტრიქონის გახსნა რედაქტირებისთვის შეიძლება Enter ღილაკით ან მაუსის ორჯერ დაწკაპუნებით. ფანჯრის სათაურში დოკუმენტის დასახელების შემდეგ სიტყვა (რედაქტირება) მიგანიშნებთ, რომ მიმდინარეობს დოკუმენტის რედაქტირება.