დოკუმენტებზე მუშაობა

ექსპლორერი:  პირველი დონე

დოკუმენტებზე მუშაობა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ინფორმაციის შეყვანა სისტემაში ხდება დოკუმენტების მეშვეობით. დოკუმენტები აისახება სხვადასხვა ჟურნალებში და უწყისებში.

ქვემოთ აღწერილია დოკუმენტის ზოგადი განყოფილებები.

 

Document

 

სწრაფი წვდომის პანელი: ფანჯრის ზედა ნაწილში ჩანს ხშირად გამოყენებადი ოპერაციები

შენახვა(CTRL+S)
შენახვა და დახურვა(CTRL+ENTER)
შენახვა და ახალი(CTRL+K)
ნახვა

 

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა save16, შენახვა და დახურვა save_close16, შენახვა და ახალი save_new16 ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლო შენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი.

ამ პანელის გამოტანა შეიძლება ლენტის ზედა ან ქვედა ნაწილში სწრაფი წვდომის პანელის ზევით/ქვევით გამოტანა ბრძანების მეშვეობით.

 

ლენტი: ლენტი როგორც მთავარი ფანჯარა, შეიცავს ღილაკებს და გვერდებს, რომლებიც აქტიურია იმის მიხედვით, თუ მომხმარებელი დოკუმენტის რომელ ნაწილში იმყოფება და რა ოპერაციას ასრულებს.

 

მთავარი ნაწილი: ამ მონაკვეთში მდებარე ველები ჩანს არჩეულ გვერდზე დამოუკიდებლად. ყველა დოკუმენტში ამ ნაწილში არის თარიღი, საბუთის ნომერი ველები. ახალ დოკუმენტს სისტემა ავტომატურად ანიჭებს ნომერს, რომელიც წინა საბუთის ნომერზე ერთით მეტია. საბუთის თარიღის სახით გვთავაზობს ლენტში მოთავსებული ველის მიმდინარე თარიღი მნიშვნელობას.

 

გვერდები: დოკუმენტის ფანჯარა შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამოდენიმე გვერდებისგან. ინფორმაციის შეყვანა ხდება განცალკევებულ გვერდებში შემადგენლობის მიხედვით. მონაცემების შეყვანისთვის საჭიროა შესაბამისი გვერდის არჩევა.