სავაჭრო პროცესების ავტომატიზაციის სისტემა საშუალო და მცირე ბიზნესისთვის
თქვენ გახსენით თქვენი პირველი მაღაზია და ჯერ-ჯერობით არ გაგაჩნიათ მაღაზიის აღრიცხვის სისტემის შეძენის საშუალება. იქნებ მაღაზია მცირეა და მიზანშეწონილად არ თვლით სისტემის შეძენას. სისტემა AS-MarketPlace 6 დაპროექტებულ და შემუშავებულ იქნა სპეცილაურად მცირე მაღაზიებისთვის. სისტემის დანერგვა და ექსპლუატაცია ადვილია, მარტივი და ინტუიციური სტრუქტურის წყალობით. სისტემის ტექნიკური მოთხოვნები არ არის მაღალი. ე.ი. ორგანიზაციას არ ესაჭიროება სისტემის ექსპლუატაციისთვის დამატებითი კომპიუტერული ტექნიკის და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა. |
თანამედროვე, მომხიბლველი, კომფორტული სამუშაო გარემო
• | სისტემის სამუშაო გარემო აგებულია ნაცნობ და მოხერხებულ MS-Office-ის სტილში. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს ადვილად დაიწყონ სისტემის მოხმარება და თავი აარიდონ ახალ სამუშაო გარემოზე მიჩვევით გამოწვეულ დროის ხარჯვას და დისკომფორტს. |
• | სისტემა მუშაობს Unicode-ით, რაც შესაძლებელს ხდის ნებისმიერი ენით შეყვანილ მონაცემებთან მუშაობას. |
• | დოკუმენტის შექმნისას მიმდინარე მრავალი შემოწმება უზრუნველყოფს მონაცემთა მთლიანობას და სიზუსტეს. |
• | სისტემას აქვს სხვადასხვა ფერების და შრიფტების თემები. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია სისტემის მისთვის მაქსიმალურად მოხერხებული ხედის შერჩევა. |
ვაჭრობის მნიშვნელოვანი ქვედანაყოფების ავტომატიზაცია
• | შესყიდვები |
• | გაყიდვები |
• | ფასები და პრეისკურანტები |
• | შემოსავლები და ხარჯები |
• | მყიდველების და მომწოდებლების მოთხოვნები და დავალიანება |
• | ანალიტიკური უწყისები და დიაგრამები |
ძლიერი და მოქნილი საუწყისო სისტემა
უწყისებში მონაცემების ფილტრაციის, დაჯგუფების, ჯამების დამატების, სვეტების არჩევის ინსტრუმენტები გვაძლევს საშუალებას უშუალოდ მუშაობის პროცესში, მივიღოთ ნებისმიერი მონაცემები, ნებისმიერი სახით.
ანალიზი/დიაგრამები
საქმიანობის შედეგიანობის ამსახველი ძირითადი მანიშნებლების გრაფიკული ასახვა ერთ ფანჯარაში.
კავშირი MS Word, MS Excel, Open Office პროგრამებთან
სისტემიდან შესაძლებელია მონაცემების ექსპორტირება MS Word, MS Excel და Open Office გარემოში.
სავაჭრო მოწყობილობებთან კავშირი
კავშირი სავაჭრო მოწყობილობებთან აადვილებს პროცესების ორგანიზებას, შესაყვანი მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფით.
სისტემა AS-MarketPlace 6 დაკავშირებულია შემდეგ მოწყობილობებთან:
• | სალარო აპარატი |
• | შტრიხკოდის წამკითხავი სკანერები |
• | ფასის იარლიყის საბეჭდი მოწყობილობები |
• | თერმული პრინტერები |
• | ელექტრონული სასწორები |
ექსპორტი და იმპორტი
შესაძლებელია ყველა მონაცემის ექსპორტი და იმპორტი XML ფორმატის ფაილების მეშვეობით.
მუდმივად განახლებადი სისტემა
AS- MarketPlace 6 სისტემის ვერსიების განახლება რეგულარულად ხდება. ახალ ვერსიებში ემატება ახალი შესაძლებლობები, რათა მომხმარებლის სამუშაო გახდეს უფრო შედეგიანი.