დოკუმენტი გაყიდვები გათვალისწინებულია გაყიდვების განხორციელებისათვის. საბუთში საქონლის ჩამონათვალის შევსება შეგიძლიათ აგრეთვე შტრიხკოდის წამკითხავი სკანერის მიერ შეავსოთ.
დოკუმენტის გაყიდვები ჩაწერა ხდება შემდეგი ფანჯრის მეშვეობით.
ამ ფანჯრის გამოძახება შეიძლება კლავიატურიდან F12 დაჭერით.
ველი |
დანიშნულება |
თარიღი |
საბუთი გაყიდვების შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად მიმდინარე თარიღს გვთავაზობს. |
საბუთის N |
საბუთი გაყიდვების ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ საბუთის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე |
ქვითარ N |
სალარო აპარატის ქვითარის ნომერი. არ ექვემდებარება რედაქტირებას. |
მყიდველი |
მყიდველის კოდის მითითება. იღებს მნიშვნელობებს დირექტორიიდან პარტნიორები. |
დავალიანება |
ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ აისახება პარტნიორის საბოლოო დავალიანება. ველის მნიშვნელობის განახლებისთვის გათვალისწინებულია ღილაკი განახლება. |
ფასდაკლების პროცენტი |
შეიძლება პროცენტის შევსება, რომლითაც უნდა მოხდეს ფასების დაკლება მოცემული გაყიდვისას. ამ ველში შეიძლება აგრეთვე უარყოფითი პროცენტის შევსება. ამ შემთხვევაში მოხდება მოცემული პროცენტით ფასების მომატება. მყიდველის არჩევის შემდეგ ეს ველი ავტომატურად ივსება, თუ მოცემული პარტნიორის ბარათში შევსებულია ველი გაყ. ფასდაკლების %. |
სულ |
ეს ველი არ ევქემდებარება რედაქტირებას, აქ ავტომატურად ივსება გადასახდელი საერთო თანხა. |
ნაღდი (F6) |
ხელზე მიღებული თანხა. |
ხურდა |
ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, სისტემა აქ ავსებს ველების სულ, ნაღდი და განვადება მნიშვნელობების სხვაობას, რომელიც მყიდველისთვის გადასახდელი ხურდაა. |
საბუთი გაყიდვები ფანჯარაში არის მთელი რიგი ღილაკები და შეყვანის ველები, რომლებიც გათვალისწინებულია საბუთთან მუშაობის გასამარტივებლად.
ველი მნიშვნელობის შეყვანა და მასთან მდებარე ღილაკები მუშაობენ შემდეგნაირად. ველში შეიძლება საჭირო საქონლის შტრიხ-კოდის, კოდის ან დასახელების შეყვანა და შესაბამის ღილაკზე დაჭერა. ამ შემთხვევაში მოცემული საქონელი დაემატება საქონელთა ჩამონათვალს. შტრიხ-კოდის და კოდის შემთხვევაში საჭიროა მნიშვნელობის სრული შეყვანა. დასახელების შემთხვევაში შეიძლება საქონლის დასახელების ნაწილის შევსება. ამ შეთხვევაში ღილაკზე დაჭერის შემდეგ იხსნება სარჩევი, სადაც ჩანს ყველა ის საქონელი, რომელთა დასახელება შეიცავს ველში შეყვანილ მნიშვნელობას. ამ სიიდან უკვე შეიძლება საჭირო საქონლის შევსება. შეყვანის ველში მნიშვნელობის შეყვანის და ღილაკზე
დაჭერის შემთხვევაში საქონლის ჩამონათვალის მიმდინარე სტრიქონის ველში რაოდენობა შეივსება მოცემული მნიშვნელობა.
ღილაკის განვადება მეშვეობით აღინიშნება განვადებით გაცემული თანხის რაოდენობა. განვადებით თანხის შესაყვანად საჭიროა არჩეული იყოს ველი მყიდველი.
ამ ღილაკებისთვის ისევე რიოგორც შეყვანის ველებისთვის მნიშვნელობის შევსება და ნაღდი მოქმედებს აგრეთვე სწრაფი წვდომის ღილაკები, რომლებიც წერია ღილაკებზე ან შეყვანის ველებთან.
საქონლის ჩამონათვლის ზევით მდებარე ღილაკების ან
საშუალებით მიმდინარე სტრიქონის რაოდენობა მოიმატებს ან დაიკლებს.
ღილაკი გათვალისწინებულია თერმულ პრინტერზე სასაქონლო ქვითრის ამოსაბეჭდად. თერმულ პრინტერთან მუშაობა ორგანიზებულია პარამეტრების გვერდზე მოწყობილობები.
ღილაკი გათვალისწინებულია სალარო ქვითრის ამოსაბეჭდად.
ცხრილში ჩამონათვალი უნდა შეავსოთ გასაყიდი საქონლის კოდი, დასახელება, საზომი ერთეული, რაოდენობა, გაყიდვის ფასი, ფასდაკლების პროცენტი, ფასდაკლებული ფასი, თანხა და ფასდაკლების თანხა. ჩამონათვალის შევსებითვის გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების , მიმდინარე სტრიქონის კოპირების
და წაშლის
ღილაკები.
ჩამონათვლებზე მუშაობა აღწერილია განყოფილებაში საბუთებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა.