დოკუმენტი შეიძლება შეიცავდეს ჩამონათვალს. ძირითადად ამ ცხრილებში მოითხოვება სტრიქონების შეყვანა, რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას საქონლის თაობაზე.
ჩამონათვალის ზედა ნაწილში მდებარეობს სტრიქონებთან მუშაობის ინსტრუმენტთა პანელი.
გამოსახულება |
დანიშნულება |
ახალი სტრიქონის დამატება. ახალი სტრიქონის შეყვანა შეიძლება აგრეთვე CTRL+N ღილაკების კომბინაციის აკრეფით. |
|
მიმდინარე სტრიქონის რედაქტირება დიალოგურ ფანჯარაში. სტრიქონის რედაქტირება შეიძლება აგრეთვე CTRL+E ღილაკების კომბინაციის აკრეფით. |
|
ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით. სტრიქონის კოპირება შეიძლება აგრეთვე CTRL+Y ღილაკების კომბინაციის აკრეფით. |
|
მიმდინარე სტრიქონის წაშლა. სტრიქონის წაშლა აგრეთვე შეიძლება CTRL+D ღილაკების კომბინაციის აკრეფით.
|
მთელ რიგ საბუთებში შესაძლოა ჩამონათვალის რედაქტირება არა მარტო სტრიქონში არამედ დიალოგურ ფანჯარაში. დიალოგურ ფანჯარაში რედაქტირებისთვის საჭიროა საბუთის ლენტში დააჭიროთ ღილაკს დიალოგი. ამ რეჟიმში ინსტრუმენტთა პანელიდან ან სწრაფი წვდომის ღილაკებით სტრიქონის დამატება, კოპირება და რედაქტირება ხდება დიალოგური ფანჯრის მეშვეობით. რეჟიმის გათიშვა შეიძლება სტრიქონი ღილაკზე დაჭერით.
ცხრილში მიმდინარე სტრიქონის ნომერი და შევსებული სტრიქონების რაოდენობა ჩანს საბუთის ქვემოთ მდებარე სტატუსის პანელის მარცხენა ნაწილში. მიმდინარე სტრიქონის ფონი განსხვავდება სხვებისგან.
ჩამონათვალში საჭირო სტრიქონის მოძებნა ადვილად შეგიძლიათ ბრძანების ძებნა მეშვეობით. მთელს ჩამონათვალში რაიმე მონაცემის მოსაძებნად ჩამონათვალის სათაურის კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ ბრძანება ძებნა და გამოსულ ძებნის სტრიქონში შეიყვანეთ საძებნი მნიშვნელობა. მსგავსი სტრიქონის არსებობის შემთხვევაში იგი გახდება მიმდინარე (სანიშნე გადადის მასზე).
საძებნი სტრიქონის გამოძახება შეიძლება აგრეთვე CTRL+F ღილაკების აკრეფით.
იხილეთ მეტი