ფილტრი
არჩევის ჩამონათვალი როგორც ფილტრაციის საშუალება
მონაცემების გასაფილტრად მაუსი მიიტანეთ მოცემული სვეტის დასახელებაზე და დააწკაპუნეთ გამოსულ ფილტრის ღილაკს (). მონაცემების გასაფილტრად ჩამონათვალის შესაბამისი სტრიქონები უნდა მონიშნოთ.
სწრაფი ფილტრაციის სტრიქონი
სწრაფი გაფილტრვისთვის საჭიროა ლენტის მთავარი ჩანართის მონაცემების განყოფილებაში მდებარე ღილაკზე- გაფილტვრის სტრიქონი, დაჭერა ან CTRL+Q ღილაკების კომბინაციის გამოყენება. საჭირო მონაცემის გასაფილტრად შეიყვანეთ იგი გამოსულ გაფილტვრის სტრიქონის შესაბამის სვეტში.
მონიშნული სტრიქონების გაფილტვრის საშუალება
მონიშნული სტრიქონების გასაფილტრად, დააჭირეთ ლენტის მთავარი ჩანართის მონაცემები განყოფილებაში მდებარე ღილაკს- მონიშნულთა გაფილტვრა:
ფილტრის რედაქტირება
მოცემული სვეტის დასახელებაზე მაუსის მარჯვენა დაწკაპუნება შეასრულეთ და აირჩიეთ ბრძანება ფილტრი.
დააჭირეთ ფილტრის პანელზე არსებულ ღილაკს ფილტრის რედაქტირება .
ფილტრის რედაქტირების ფანჯარას გაეცანით ქვემოთ.
ფილტრის გასუფთავება
სვეტის თაობაზე ფილტრის გასასუფთავებლად დასახელებაზე შეასრულეთ მაუსის მარჯვენა დაწკაპუნება და აირჩიეთ ბრძანება ფილტრის გასუფთავება.
ჩამონათვალის ფილტრის გასასუფთავებლად დააჭირეთ ფილტრის პანელზე არსებულ ღილაკს ფილტრის გასუფთავება.
ფილტრის ჩართვა/გამორთვა
ფილტრის ჩართვა/გამორთვისთვის გააქტიურეთ/პასიური გახადეთ ფილტრის პანელზე ალამი ფილტრის ჩართვა/გამორთვა .
მოცემული პირობის დამაკმაყოფილებელი სტრიქონის მოძებნა
მთელს ჩამონათვალში რაიმე მონაცემის მოსაძებნად დააჭირეთ ლენტის მთავარი ჩანართის, მონაცემები განყოფილებაში მდებარე ღილაკს ძებნა და გამოსულ ძებნის სტრიქონში შეიყვანეთ საძებნი მნიშვნელობა. მსგავსი სტრიქონის არსებობის შემთხვევაში იგი გახდება მიმდინარე (მაჩვენებელი გადადის მასზე). საძებნი სტრიქონი შეიძლება გამოიძახოთ აგრეთვე CTRL+F ღილაკების კომბინაციაზე დაჭერით.
ფილტრის გამოყენებისთვის გათვალისწინებული ინსტრუმენტები, დაჯგუფებულია აგრეთვე, ლენტის მონაცემები ჩანართის, გაფილტვრა განყოფილებაში.
გაფილტვრის პირობების ამობეჭდვა
ჩამონათვალის ბეჭდვის ფორმაში, ფილტრის პირობების ჩასართავად, საჭიროა დააჭიროთ, ლენტის მთავარი ჩანართის, ჯგუფის ბეჭდვა ღილაკს- ბეჭდვის პარამეტრები და ჩართოთ ალამი გაფილტვრის პირობების ამობეჭდვა.
საბეჭდ ფორმაში გაფილტვრის პირობები აისახება, ჩამონათვალამდე ზედა ნაწილში.