დაჯგუფება
რომელიმე სვეტის მიხედვით დაჯგუფებისთის საჭიროა შემდეგი პუნქტებიდან ერთ-ერთის შესრულება
• | კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ ბრძანება დაჯგუფება ამ სვეტით. |
• | კონტექსტური მენიუდან ან ლენტის ჩანართიდან მონაცემები აირჩიეთ ბრძანება დაჯგუფების პანელის გამოტანა . სვეტის დასახელება გადაიტანეთ პანელში. |
განჯგუფება
დაჯგუფებული სვეტების განჯგუფებისთვის საჭიროა შეასრულოთ შემდეგი პუნქტებიდან ერთ-ერთი:
• | სვეტის სათაურის პანელის კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ ბრძანება განჯგუფება. |
• | გადმოქაჩეთ სვეტის სათაური ჯგუფის პანელიდან და სვეტების სათაურის პანელში დადეთ |
• | ლენტის ჩანართიდან მონაცემები, დაჯგუფება-ის განყოფილებიდან აირჩიეთ ღილაკი განჯგუფება |
ყველა სვეტის დაჯგუფების მოსახსნელად კონტექსტური მენიუდან უნდა აირჩიოთ განჯგუფება ბრძანება.
დაჯგუფების განლაგების შეცვლა
დაჯგუფების განლაგების შეცვლისთვის საჭიროა სვეტის დასახელება გადაადგილოთ ერთი პოზიციიდან სხვა პოზიციაში.
დაჯგუფებული სტრიქონების გახსნა და დახურვა
დაჯგუფებული სტრიქონების გახსნისთვის ან დახურვისთვის საჭიროა
• | დააწკაპუნოთ ჯგუფის გახსნის ან დახურვის ნიშანზე |
• | დაჯგუფებულ სტრიქონზე ორმაგად დააწკაპუნეთ |
• | მონიშნეთ დაჯგუფებული სტრიქონი და დააჭირეთ მარჯვენა ისარს (გახსნისთვის) ან მარცხენა ისარს (დახურვისთვის). |
ყველა დახურული სტრიქონის გახსნისთვის დაჯგუფების პანელიდან უნდა კონტექსტური მენიუდან აირჩიოთ ბრძანება ყველა ჯგუფის გახსნა ან ყველა ჯგუფის დახრუვა.