მონაცემთა გაფილტვრა ფილტრის რედაქტირების ფანჯრის მეშვეობით
ფილტრის რედაქტირების ფანჯარა გამოიყენება, ფილტრის კრიტერიუმის შესაცვლელად. ფილტრის კრიტერიუმის შექმნის და დარეგულირებისთვის გამოიყენება და
ღილაკები, რომლებიც ჩართულნი არიან ფილტრი რედაქტირების ფანჯარაში.
|
ფილტრის ჯგუფი, პირობების კომბინაციაა ერთი და იგივე ლოგიკური ოპერატორის მეშვეობით. შემდეგი ფილტრის ფანჯარა შეიცავს პირობების ორ ჯგუფს გაერთიენებულს ან ლოგიკური ოპერატორის მეშვეობით. |
პირობის დამატება
ჯგუფში პირობის დასამატებლად შეასრულეთ შემდეგი პუნქტებიდან ერთ-ერთი
• | გააქტიურეთ შესაბამისი ჯგუფის რომელიმე პირობა ან მოცემული ჯგუფის, ლოგიკური ოპერატორი და დააჭირეთ INSERT ან ADD(+) ღილაკებს |
• | დააჭირეთ შესაბამისი ჯგუფის ![]() |
• | შესაბამისი ჯგუფის ლოგიკური ოპერატორიდან, აირჩიეთ ბრძანება პირობის დამატება. |
პირობის წაშლა
პირობის წასაშლელად შეასრულეთ შემდეგი პუნქტებიდან ერთ-ერთი
• | გააქტიურეთ შესაბამისი პირობა და დააჭირეთ DELETE ან SUBTRACT(-) ღილაკებს |
• | დააჭირეთ ![]() |
პირობათა ჯგუფის წასაშლელად, შეასრულეთ შემდეგი პუნქტებიდან ერთ-ერთი
• | გააქტიურეთ შესაბამისი ჯგუფის ლოგიკური ოპერატორი და დააჭირეთ DELETE ან SUBTRACT(-) ღილაკებს |
• | შესაბამისი ჯგუფის ლოგიკური ოპერატორიდან აირჩიეთ ჯგუფის წაშლა ბრძანება |
ყველა პირობის წასაშლელად შეასრულეთ შემდეგი პუნქტებიდან ერთ-ერთი.
• | გააქტიურეთ პირველი ლოგიკური ოპერატორი და დააჭირეთ DELETE ან SUBTRACT(-) ღილაკებს |
• | პირველი ლოგიკური ოპერატორიდან აირჩიეთ ბრძანება ყველას წაშლა. |
ფილტრის პირობის სვეტის ცვლილება
ფილტრის პირობის სვეტის შესაცვლელად გახსენით სვეტის ჩამონათვალი, შემდეგი პუნქტებიდან ერთ-ერთის შესრულებით.
• | დააწკაპუნეთ მიმდინარე სვეტზე, |
• | გააქტიურეთ მიმდინარე სვეტი TAB ღილაკის მეშვეობით და დააჭირეთ SPACE ღილაკს |
ამის შემდეგ გახსნილი ჩამონათვალიდან აირჩიეთ შესაბამისი სვეტი.
ფილტრის პირობის ოპერატორის ცვლილება
ფილტრის პირობის ოპერატორის შესაცვლელად, გახსენით ოპერატორის ჩამონათვალი, შემდეგი პუნქტებიდან ერთ-ერთის შესრულებით
• | დააწკაპუნეთ მიმდინარე ოპერატორზე, |
• | გააქტიურეთ მიმდინარე ოპერატორი TAB ღილაკის მეშვეობით და დააჭირეთ SPACE ღილაკს, |
ამის შემდეგ გახსნილი ჩამონათვალიდან აირჩიეთ შესაბამისი ოპერატორი.
პირობის მნიშვნელობის რედაქტირება
• | პირობის მნიშვნელობის რედაქტირებისთვის დააჭირეთ ველზე მნიშვნელობა და შეიყვანეთ ტექსტი, |
• | რედაქტირებადი უჯრედის დასახურად დააჭირეთ ENTER ღილაკს, |
• | ცვლილების უარყოფისთვის დააჭირეთ ESC ღილაკს. |