სტრიქონების მონიშვნა და განახლება
ჩამონათვალის სტრიქონების მონიშვნა
ჩამონათვალის სტრიქონების მოსანიშნად, შეასრულეთ შემდეგი პუნქტებიდან ერთ-ერთი
• | ჩართეთ მარცხენა მხარეს მდებარე ალამი. |
• | დააჭირეთ Space ან Insert ღილაკებს. სტრიქონი მოინიშნება და მომდევნო სტრიქონი გახდება მიმდინარე. |
მონიშნული სტრიქონების ფერი იცვლება.
ჩამონათვალის სტრიქონების მონიშვნის მოსახსნელად, მოხსენით მონიშნული სტრიქონის, მარცხენა მხარეს მდებარე ალამი ან დააჭირეთ Space ან Insert ღილაკებს.
ჩამონათვალის ყველა სტრიქონის მონიშვნისთვის უნდა დააჭიროთ პლიუს (+) ღილაკს, მონიშვნის მოსახსნელად მინუს (-) ღილაკს. სტრიქონების უკუმონიშვნა ხდება ვარკსვლავი (*) ღილაკით.
ჩამონათვალის სტრიქონების პირობის მიხედვით მონიშვნა და გადანიშვნა
როდესაც საჭიროა ცხრილში რაიმე პირობის მიხედვით სტრიქონების მონიშვნა, ამავდროულად არჩეული პირობების არადამაკამყოფილებელი დანარჩენი სტრიქონების ასახვით, გამოიყენება ბრძანება პირობის მიხედვით მონიშვნა. ამისათვის საჭიროა დააჭიროთ ლენტის ჩანართიდან მონაცემები, შერჩევის ჯგუფის ბრძანებას პირობის მიხედვით მონიშვნა ან CTRL+პლიუსის ნიშანი ღილაკების კომბინაცია.
ღილაკზე, პირობის მიხედვით მონიშვნა - დაჭერისას გამოდის რედაქტირების ფანჯარა
ველი |
დანიშნულება |
წინა მდგომარეობის შენარჩუნება |
მონიშვნისას წარსულში მონიშნულებს დაემატება ახალი პირობის დამაკმაყოფილებელი სტრიქონები |
შრიფტის ზომის იგნორირება |
მონიშვნისას ტექსტურ სვეტებში შრიფტის ზომა იგნორირდება. |
გასუფთავება |
არჩეული პირობები წაიშლება. |
სვეტი |
აისახება შესაბამისი ჟურნალის, უწყისის ან დირექტორიის ყველა სვეტი. |
ოპერაცია |
სვეტში გახსნილი სარჩევიდან ივსება რედაქტირების პირობები. |
მნიშვნელობა |
არჩეულ რედაქტირების პირობის შესაბამისად ივსება მნიშვნელობა ან მნიშვნელობების დიაპაზონი. |
საწინააღმდეგო ოპერაციის შესრულებისთვის საჭიროა იგივე ჯგუფის ღილაკზე პირობის მიხედვით მონიშვნის გაუქმება დაჭერა ან CTRL - (მინუს) ღილაკების კომბინაციის აკრეფა.
ჩამონათვალის სტრიქონების განახლება
მუშაობის პერიოდში შესაძლოა ისეთი ვითარების წარმოშობა, როდესაც ჩამონათვალი შეიცავს ძველ მონაცემებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც თქვენ ერთი და იგივე ჩამონათვალზე მუშაობთ სხვადასხვა ფანჯრებში ან რამოდენიმე მომხმარებელი ახდენს ერთი და იგივე ჩამონათვალის რედაქტირებას.
ჩამონათვალის სტრიქონების განახლებისთვის, საჭიროა დააჭიროთ ლენტის მთავარი ჩანართის, მონაცემების ჯგუფის, განახლება ღილაკს ან CTRL+R ღილაკების კომბინაციას.
განახლებისას გამოდის ფანჯარა, რომელიც შეიცავს შესრულების მიმდინარეობის გამოსახულებას და შეწყვეტა ღილაკს. შეწყვეტა ღილაკზე დაწკაპუნებისას ჩამონათვალში არ შევა შედეგის ყველა სტრიქონი.
|
განახლების შედეგად არ იცვლება ჩამონათვალის სტრიქონების საწყისი განლაგება და ფილტრები. |