უწყისი გათვალისწინებულია რომელიმე საქონლის ან საქონელთა ბრუნვის შესახებ ინფორმაციის მიღებისთვის.
ამ უწყისის ასაგებად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.
ველი |
დანიშნულება |
პერიოდი |
აუცილებელი თარიღი ტიპის ველთა წყვილია, უნდა შეავსოთ ის პერიოდი, რომლის მდგომარეობითაც გსურთ უწყისის აგება |
ჯგუფი |
თუ ეს ველი შევსებულია უწყისში შევა მხოლოდ ჯგუფის კუთვნილი საქონლის ბრუნვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ჯგუფის საქონლის ბრუნვა. |
საქონელი |
თუ ველი შევსებულია უწყისში შევა მხოლოდ ამ საქონლის ბრუნვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა საქონლის ბრუნვა. თუ შევსებულია ველი ჯგუფის მნიშვნელობა, მაშინ საქონლის არჩევის სიიდან შეიძლება მხოლოდ ამ ჯგუფის კუთვნილი საქონლის არჩევა. |
ქვეჯამები |
თუ მონიშნულია, უწყისი ჯგუფდება სხვადასხვა ქვეჯამების მიხედვით. შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება 1- ჯგუფი. |
უწყისში საქონელბრუნვა ჩანს საქონლის საწყისი ნაშთები, შემოსავლები, გასავლები და საბოლოო ნაშთები.
უწყისის მიმდინარე სტრიქონის კონტექსტური მენიუდან შეიძლება საქონლის ბარათის გამოძახება.